პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ხანძარი (2019)

ხანძარი პარიზის ღვთსმშობლის საკათედრო ტაძარში 2019 წელს

2019 წლის 15 აპრილს,[1] ადგილობრივი დროით 18:50 საათზე ხანძარი გაჩნდა პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის სახურავის სივრცეში.[2]

პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ხანძარი
220x350პქპქ
ხანძარი
თარიღი 15 აპრილი, 2019
დრო დაახლ. 18:50 CEST
ადგილი პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი
კოორდინატები 48°51′11″N 2°20′59″E / 48.8530° ჩ. გ. 2.3498° ა. გ. / 48.8530; 2.3498
მიზეზი უცნობია
გარდაცვალებები არცერთი

წინაპირობა

რედაქტირება

სავარაუდოდ, ხანძარი გამოიწვია შენობაში მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოებმა,[3] რომელიც 2018 წელს კათოლოკურმა ეკლესიამ მოითხოვა და მიზნად ისახავდა ტაძრის გადარჩენას. ჰაერის დაბინძურების მიზეზით შეჭმული ქვების გამო, 850 წლის გოტიკურ შედევრს ნაპრალები ჰქონდა გაჩენილი.[4] სარესტავრაციო სამუშაოების მზადების დროს ტაძრიდან ჩამოხსნეს ბრინჯაოს ქანდაკებები.[5]

ინციდენტი

რედაქტირება

ალმა შთანთქა საკათედრო ტაძრის ზედა ნაწილი, მათ შორის ორი ზარის კოშკი და ცენტრალური შპილი, რომელიც ჩამოინგრა.[6] კუნძულ ილ-დე-ლა-სიტედან, რომელზეც დგას ღვთისმშობლის ტაძარი, მოსახლეობა ევაკუირებულია.[3][7] პარიზის მერმა, ან იდალგომ მოვლენა მოიხსენია როგორც „საშინელი ხანძარი“.[8] ტაძრის საიტზე განთავსებული ინფორმაციით, ხანძრის გაჩენის დროს, 18:15 და 19:00 საათს შორის, შენობაში მიმდინარეობდა მესა.[9]

ტაძრის სპიკერმა განაცხადა:

 
„[მთელი სტრუქტურა] იწვის... აღარაფერი დარჩება. გაურკვეველია მიაღწია თუ არა ხანძარმა კამარამდე, რომელიც იცავს საკათედრო ტაძარს“
([3])

ტაძრის შპილს ცეცხლი მოედო და ჩამოიქცა.[10] სახურავის უდიდესი ნაწილი დაიწვა.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ხანძრის გამო, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ორშაბათს საღამოს მთავარი გამოსვლა გადადო.[11] პარიზის მერმა, რომელმაც ამ მოვლენას „საშინელი“ უწოდა, ხალხს მოუწოდა, თავი შორს დაეჭირათ ხანძრის ზონიდან, მეხანძრეთა მიერ მონიშნული ადგილიდან .[11]

საერთაშორისო

რედაქტირება

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე დაპოსტა:

 
„საშინელებაა უყურო პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ხანძარს! იმედია, მის ჩასაქრობად მფრინავ წყლის ტანკერებს გამოიყენებენ. სწრაფად უნდა იმოქმედონ!“

პირველმა ლედიმ, მელანია ტრამპმა დაპოსტა:

 
„გული შემტკივა პარიზის მცხოვრებლებზე, მას შემდეგ, რაც ვნახე პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ხანძარი. ვლოცულობ ყველას უსაფრთხოებისათვის.“

ლონდონის მერმა, სადიქ ამან ხანმა დაპოსტა:

 
„სულისშემძვრელია ალში გახვეული პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ხილვა. დღეს ლონდონი პარიზთან ერთად დგას ამ მწუხარებაში, მეგობრობაში კი ყოველთვის.“

ევროსაბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა ტვიტერზე დაწერა:

 
„პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი [ნოტრ-დამი — „ჩვენი ლედი“] მთელი ევროპისათვის „ნოტრ-დამია“. დღეს ჩვენ ყველა პარიზთან ერთად ვართ.“

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. CNBC. (2019-04-15) Paris' Notre Dame Cathedral on fire. ციტირების თარიღი: 2019-04-15
  2. „Important incendie en cours dans la cathédrale Notre-Dame de Paris“ (ფრანგული). 2019-04-15. ციტირების თარიღი: 2019-04-15.
  3. 3.0 3.1 3.2 Notre-Dame cathedral on fire in Paris. ციტირების თარიღი: 15 April 2019.
  4. „Notre-Dame: Cracks in the cathedral“. BBC News. 5 March 2018. ციტირების თარიღი: 15 April 2019.
  5. „Notre-Dame Cathedral spire in Paris collapses, engulfed in flames“. CBC News. Thomson Reuters. 15 April 2019. ციტირების თარიღი: 15 April 2019.
  6. 'Significant fire' underway at Notre Dame Cathedral in Paris (15 April 2019). ციტირების თარიღი: 15 April 2019
  7. „La catedral de Notre Dame de París sufre un importante incendio“. El País (ესპანური). 15 April 2019. ISSN 1134-6582. ციტირების თარიღი: 15 April 2019.
  8. Jarvis, Jacob (15 April 2019). „Notre Dame fire: Huge fire breaks out at world famous cathedral and sends smoke billowing across Paris“. Evening Standard. ციტირების თარიღი: 15 April 2019.
  9. Événements pour avril 2019. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 აპრილი 2019. ციტირების თარიღი: 15 April 2019.
  10. Bacon, John. 'Everything is burning': Famed Notre Dame cathedral ablaze in Paris en. ციტირების თარიღი: 2019-04-15
  11. 11.0 11.1 11.2 Andrew Gray. (15 April 2019) Macron postpones speech after Notre Dame fire. ციტირების თარიღი: 15 April 2019
  12. Trump, Melania. My heart breaks for the people of Paris after seeing the fire at Notre Dame Cathedral. Praying for everyone’s safety. en (15 April 2019).
  13. Notre-Dame de Paris est Notre-Dame de toute l’Europe. We are all with Paris today. fr (15 April 2019).