სიტე
სიტე (ფრანგ. Île de la Cité) — ერთ-ერთი კუნძული მდინარე სენაში შემორჩენილი ორი ბუნებრივი კუნძულიდან (მეორე — სენ-ლუი), მდებარეობს პარიზში. იგი პარიზის ცენტრია, სადაც შუა საუკუნეების ქალაქი წარმოიქმნა.
მეროვინგების დროიდან, კუნძულის დასავლეთი დაბოლოება სასახლეს ეკავა, აღმოსავლეთ ნაწილი კი იმავე პერიოდიდან რელიგიას უძღვნეს, განსაკუთრებით X საუკუნიდან, როდესაც აშენდა დღემდე შემორჩენილი პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი. ამ ორ ობიექტს შორის არსებული მონაკვეთი 1850-იან წლამდე მნიშვნელოვანი საცხოვრებელი და კომერციული არეალი იყო, მაგრამ ამ პერიოდიდან იგი დაიკავა პოლიციის პრეფექტურამ, იუსტიციის სასახლემ, ოტელ-დიეს საავადმყოფომ და ვაჭრობის ტრიბუნალმა. კუნძულის მხოლოდ უკიდურესი დასავლეთი და ჩრდილოეთი ნაწილები რჩება დღემდე დასახლებულად. ჩრდილოეთ ნაწილში ასევე შემორჩენილია XVI საუკუნის საეკლესიო სახლების ნაშთები. კუნძულის მდინარის ზემო წელისკენ არსებულ ნაწილში მდებარეობს დეპორტაციისას წამებულთა მემორიალი — რომელიც ეძღვნება მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტების მიერ ვიჩიდან საკონცენტრაციო ბანაკებში გადმოსახლებულ 200 000 ადამიანს.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- de Brunhoff, Jacques (1987). La place Dauphine et l'île de la Cité. Lyon. ISBN 2904638997.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- L’Île de la Cité- current photographs and of the years 1900.
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 600 ინგლ. • რუს. • ფრ. |