ევროპის ზაფხულის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი 2015
ევროპის ზაფხულის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი 2015 — საქართველოში, კერძოდ თბილისში გამართული ოლიმპიური ფესტივალი 14-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებს შორის, რომელიც 26 ივლისს გაიხსნა და 1 აგვისტოს ოფიციალურად დაიხურა.
ევროპის ზაფხულის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი 2015 | |
---|---|
მასპინძელი ქალაქი | თბილისი |
მონაწილე ქვეყნები | 50 |
მონაწილე სპორტსმენები | 3800 [1] |
გახსნის ცერემონია | 26 ივლისი |
გახსნა | ირაკლი ღარიბაშვილმა |
დახურვის ცერემონია | 1 აგვისტო |
ოლიმპიური ცეცხლი | ზურაბ ზვიადაური |
სტადიონი | მიხეილ მესხის სტადიონი |
ისტორია
რედაქტირება2010 წლის 27 ნოემბერს ბელგიაში ეოკ-ის (ევროპის ოლიმპიური კომიტეტი) რიგით 39-ე გენერალური ასამბლეა გაიმართა. ასამბლეის მიზანი იყო 2015 წლის ევროპის ზაფხულის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩატარების ადგილის გარკვევა. არჩევანი გაკეთდა ბრნოსა (ჩეხეთი) და თბილისს შორის. ფარული კენჭისყრის შედეგად 26 ხმით (21-ის წინააღმდეგ) თბილისმა 2015 წლის ზაფხულის რიგით 13 ახალაგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩატარების უფლება მოიპოვა.
მზადება
რედაქტირებაოლიმპიადის მზადების პროცესში აშენდა 7 ახალი არენა, გარემონტდა არსებული სპორტული ინფრასტრუქტურა და მონაწილეთათვის მოეწყო ოლიმპიური სოფელი. ასევე, შეიქმნა ოლიმპიადის ლოგო, ჩირაღდანი, თილისმა[2]...
სპეციალურად ოლიმპიადისათვის შეიქმნა 10 ლარიანი ნომინალის ვერცხლის მონეტები, რომლებიც პოლონეთის ზარაფხანაში მოიჭრა.
მონეტის ესკიზის ავტორია მხატვარ-დიზაინერი მამუკა გონგაძე.
მონეტების დიზაინის მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს ფესტივალის ემბლემა და სპორტის ოლიმპიური სახეობების ამსახველი პიქტოგრამები. ოლიმპიური ფესტივალის ლოგო მონეტებზე დატანილია ფერში, საღებავების გამოყენებით.
მონეტების რევერსზე გამოსახულია ევროპის რუკა, ოლიმპიური კომიტეტის ლოგო და ეროვნული ვალუტის ამსახველი სიმბოლო.[3]
ოლიმპიური ცეცხლი
რედაქტირებაოლიმპიური ცეცხლი 26 მაისს, სიმბოლურად, ათენში პანათენაიკოსის სტადიონზე აენთო. კატარინა ლეჰაუს მიერ ანთებული ცეცხლი ჭოკით მხტომელ ემანუელ კარალისს, შემდეგ კი ლაშა შავდათუაშვილს გადაეცა. ესტაფეტის ბერძნული ნაწილის შემდეგ ცეცხლი ბათუმში ჩამოვიდა და მთელს საქართველოში 67 მუნიციპალური ცენტრი მოიარა. ესტაფეტაში 700-მა მეჩირაღდნემ მიიღო მონაწილეობა. უკანასკნელი მეჩირაღდნე ქართველი ძიუდოისტი და ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური გახდა.
ობიექტები
რედაქტირებაობიექტი | მდებარეობა | სპორტის სახეობა |
---|---|---|
მიხეილ მესხის სტადიონი | თბილისი | გახსნის ცერემონია |
ტანვარჯიშის სასახლე | თბილისი | ტანვარჯიში |
სპორტის სასახლე | თბილისი | კალათბურთი (ბიჭები) |
ვერის პარკი | თბილისი | კალათბურთი (გოგონები) |
მძლეოსნობის სტადიონი | თბილისი | მძლეოსნობა |
ხელბურთის არენა | თბილისი | ხელბურთი |
ძიუდოს აკადემია | თბილისი | ძიუდო |
აკვა ცენტრი | თბილისი | ცურვა |
მზიურის ჩოგბურთის კორტები | თბილისი | ჩოგბურთი |
ფრენბურთის არენა | თბილისი | ფრენბურთი |
სპორტული სახეობები
რედაქტირებაოლიმპიურ ფესტივალზე სპორტული შეჯიბრებები 9 სახეობებში ჩატარდა:
ოლიმპიადის განრიგი
რედაქტირებაგც | გახსნის ცერემონია | ● | თამაშები | 1 | ფინალები | დც | დახურვის ცერემონია |
ივლისი 2015 | 26 კვ |
27 ორშ |
28 სამ |
29 ოთხ |
30 ხუთ |
31 პარ |
01 შაბ |
ოქროს მედალი |
---|---|---|---|---|---|---|---|---|
ცერემონიები | გც | დც | ||||||
მძლეოსნობა | 2 | 4 | 5 | 7 | 11 | 7 | 36 | |
კალათბურთი | 2 | 2 | ||||||
ველორბოლა | 2 | 2 | 4 | |||||
ტანვარჯიში | 3 | 3 | 2 | 5 | 5 | 18 | ||
ხელბურთი | 2 | 2 | ||||||
ძიუდო | 4 | 3 | 3 | 3 | 3 | 16 | ||
ცურვა | 5 | 7 | 7 | 3 | 10 | 32 | ||
ჩოგბურთი | 4 | 4 | ||||||
ფრენბურთი | 2 | 2 | ||||||
ჯამში ოქროს მედალი | 7 | 19 | 18 | 26 | 27 | 29 | 116 |
მონაწილე ქვეყნები
რედაქტირება- ავსტრია (44)
- აზერბაიჯანი (36)
- ალბანეთი (3)
- ანდორა (3)
- ბელარუსი (62)
- ბელგია (77)
- ბოსნია და ჰერცეგოვინა (25)
- ბულგარეთი (46)
- გერმანია (93)
- დანია (38)
- გაერთიანებული სამეფო (44)
- ესპანეთი (63)
- ესტონეთი (32)
- თურქეთი (84)
- ირლანდია (35)
- ისლანდია (15)
- ისრაელი (30)
- იტალია (104)
- კვიპროსი (11)
- კოსოვო (15)
- ლატვია (72)
- ლიეტუვა (45)
- ლიხტენშტაინი (6)
- ლუქსემბურგი (11)
- მაკედონია (4)
- მალტა (2)
- მოლდოვა (19)
- მონაკო (5)
- ნიდერლანდები (53)
- ნორვეგია (62)
- პოლონეთი (87)
- პორტუგალია (24)
- რუმინეთი (66)
- რუსეთი (119)
- საბერძნეთი (41)
- სან-მარინო (5)
- საფრანგეთი (91)
- საქართველო (138)
- სერბეთი (67)
- სლოვაკეთი (30)
- სლოვენია (60)
- სომხეთი (23)
- უკრაინა (48)
- უნგრეთი (81)
- ფინეთი (60)
- შვედეთი (37)
- შვეიცარია (58)
- მონტენეგრო (17)
- ჩეხეთი (95)
- ხორვატია (33)
ქვეყნები მედლების რაოდენობით[4]
რედაქტირებააქ მოცემულია ის 36 ქვეყანა რომლებმაც მედლები მოიპოვეს ოლიმპიურ ფესტივალზე. დანარჩენი 14 უმედლოდ დარჩა.
ადგილი | ქვეყანა | ოქრო | ვერცხლი | ბრინჯაო | სულ |
---|---|---|---|---|---|
1 | რუსეთი | 17 | 9 | 11 | 37 |
2 | იტალია | 12 | 2 | 10 | 24 |
3 | საფრანგეთი | 9 | 5 | 8 | 22 |
4 | უნგრეთი | 9 | 3 | 11 | 23 |
5 | სლოვენია | 5 | 6 | 5 | 16 |
6 | მოლდოვა | 5 | 2 | 0 | 7 |
7 | გაერთიანებული სამეფო | 4 | 8 | 8 | 20 |
8 | ესპანეთი | 4 | 7 | 6 | 17 |
9 | ნიდერლანდები | 4 | 3 | 8 | 15 |
10 | საქართველო | 4 | 0 | 6 | 10 |
11 | გერმანია | 3 | 8 | 6 | 17 |
12 | უკრაინა | 3 | 7 | 1 | 11 |
13 | რუმინეთი | 3 | 5 | 2 | 10 |
14 | ბელარუსი | 3 | 0 | 4 | 7 |
15 | ბელგია | 3 | 6 | 5 | 13 |
16 | ირლანდია | 2 | 6 | 2 | 10 |
17 | სერბეთი | 2 | 4 | 3 | 9 |
18 | შვეიცარია | 2 | 3 | 2 | 7 |
19 | ფინეთი | 2 | 3 | 1 | 6 |
20 | შვედეთი | 2 | 3 | 0 | 5 |
21 | ჩეხეთი | 2 | 2 | 3 | 7 |
22 | აზერბაიჯანი | 2 | 1 | 2 | 5 |
23 | ნორვეგია | 2 | 0 | 4 | 6 |
24 | ავსტრია | 2 | 0 | 1 | 3 |
25 | პოლონეთი | 1 | 3 | 5 | 9 |
26 | თურქეთი | 1 | 2 | 3 | 6 |
27 | ბულგარეთი | 1 | 2 | 0 | 3 |
28 | დანია | 1 | 2 | 0 | 3 |
29 | ხორვატია | 1 | 0 | 3 | 4 |
30 | ესტონეთი | 1 | 0 | 0 | 1 |
31 | ისრაელი | 0 | 5 | 0 | 5 |
32 | ლატვია | 0 | 3 | 0 | 3 |
33 | სლოვაკეთი | 0 | 2 | 2 | 4 |
34 | კვიპროსი | 0 | 1 | 1 | 2 |
35 | მონტენეგრო | 0 | 1 | 0 | 1 |
36 | საბერძნეთი | 0 | 0 | 2 | 2 |
ქართველთა მონაგარი
რედაქტირებასაქართველომ ოლიმპიურ ფესტივალზე 10 მედლით მეათე ადგილი დაიკავა, რითაც გააუმჯობესა 2012 წლის პირადი რეკორდი მედლების რაოდენობით (8 მედალი) და გაიმეორა 2001 წლის რეკორდი ოქროს მედლების რაოდენობით (4 ოქროს მედალი).
მედალოსანი | სახეობა | სინჯი |
---|---|---|
ეთერ ლიპარტელიანი | ძიუდო | ოქრო |
მზია ბებოშვილი | ძიუდო | ოქრო |
რობინზონ ბეგლარაშვილი | ძიუდო | ოქრო |
ონისე სანებლიძე | ძიუდო | ოქრო |
თემურ ნოზაძე | ძიუდო | ბრინჯაო |
ზურაბ კახნიაშვილი | ძიუდო | ბრინჯაო |
ნატალია ყიფშიძე | ძიუდო | ბრინჯაო |
ბაგრატ ნინიაშვილი | ძიუდო | ბრინჯაო |
გელა ზაალიშვილი | ძიუდო | ბრინჯაო |
დიმიტრი გოვოროვი | მხატვრული ტანვარჯიში | ბრინჯაო |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ თბილისი 2015-ის ოფიციალური საიტი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-07-31. ციტირების თარიღი: 2015-08-01.
- ↑ თილისმის შესახებ (ოფიციალური საიტი). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-08-01. ციტირების თარიღი: 2015-08-01.
- ↑ თბილისი 2015-ის ოფიციალური საიტი (ოლიმპიურ მონეტაზე). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-08-10. ციტირების თარიღი: 2015-08-01.
- ↑ ქვეყნები მედლების რაოდენობით (თბილისი 2015-ის ოფიციალური საიტი). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-07-30. ციტირების თარიღი: 2015-08-02.
- ↑ ქართველი მედალოსნები (თბილისი 2015-ის ოფიციალური საიტი). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-07-31. ციტირების თარიღი: 2015-08-02.