ეგვიპტური ქრონოლოგია
ძველი ეგვიპტის ისტორიის საერთო ქრონოლოგიური ცხრილი
რედაქტირება- ძვ. წ. 3000 ეგვიპტის გაერთიანება მეფე მენესის მიერ; ძველი ეგვიპტის ადრეული სამეფო
- ძვ. წ. 2700–ძვ. წ. 2400 აიგო პირველი ტიპის პირამიდები
- ძვ. წ. 2640 ფარაონმა ჯოსერმა დააარსა III დინასტია; ეგვიპტის ძველი სამეფოს დასაწყისი; იმჰოტეპის ხელმძღვანელობით პირველი კამარების აგება
- ძვ. წ. 2600 გარდაიცვალა ჯოსერი
- ძვ. წ. 2575 სნეფრუ; პირამიდების მშენებლობის ახალი ტექნიკა
- ძვ. წ. 2528 გარდაიცვალა ხეოფსი
- ძვ. წ. 2490 გარდაიცვალა ხეფრენი
- ძვ. წ. 2471 გარდაიცვალა მენკაურა
- ძვ. წ. 2465 სახელმწიფოებრივი წყობის ცვლილება და ადგილებზე ხელისუფლების გაძლიერება
- ძვ. წ. 2325 ნომარქოსების ხელისუფლების გაძლიერება
- ძვ. წ. 2254 პეპი II-ის ტახტზე ასვლა
- ძვ. წ. 2200 ლითონის გამოდნობა; ბრინჯაოს გამოყენება
- ძვ. წ. 2155 დაიშალა ძველი ეგვიპტის ადრეული სამეფო; ეგვიპტის პირველი გარდამავალი პერიოდის დასაწყისი
- ძვ. წ. 2040 მენტუჰოტეპ I-მა გააერთიანა ეგვიპტე და დააარსა ძველი ეგვიპტის შუა პერიოდის სამეფო
- ძვ. წ. 2000 პლანიმეტრია და სივრცეთა ურთიერთობა
- ძვ. წ. 1991 ამენემჰეტ I-მა დააარსა XII დინასტია
- ძვ. წ. 1962 ხეთი III-მა ამენემჰეტ I-ს ანდერძი დაუწერა
- ძვ. წ. 1926 დაიწერა „სინუჰეს ამბავი“
- ძვ. წ. 1926 გარდაიცვალა სენუსერტ I
- ძვ. წ. 1890–ძვ. წ. 1800 მათემატიკური ტექსტების პირველი პაპირუსები
- ძვ. წ. 1878 სენუსერტ III-მ გააფართოვა ეგვიპტის საზღვრები
- ძვ. წ. 1841 ამენემჰეტ III-მ ჩამოაყალიბა წყლის დონის რეგულირება
- ძვ. წ. 1785 ძველი ეგვიპტის შუა პერიოდის სამეფოს დაშლის დასაწყისი
- ძვ. წ. 1650 ეგვიპტის მეორე გარდამავალი პერიოდის დასაწყისი
- ძვ. წ. 1551 იაჰმეს I: ჰიქსოსებზე გამარჯვება და ეგვიპტის მეთვრამეტე დინასტიის დაარსება; ეგვიპტის ახალი სამეფოს დასაწყისი
- ძვ. წ. 1505 თუტმოს I-მა დაიწყო ეგვიპტის ექსპანსია
- ძვ. წ. 1500 შეიქმნა „ებერსის პაპირუსი“
- ძვ. წ. 1490 დედოფალმა ჰატშეფსუტმა განახორციელა სახელმწიფო გადატრიალება
- ძვ. წ. 1468 თუტმოს III: ეგვიპტის ექსპანსიის გაგრძელება
- ძვ. წ. 1468 გარდაიცვალა ჰატშეფსუტი
- ძვ. წ. 1436 გარდაიცვალა თუტმოს III
- ძვ. წ. 1412 გარდაიცვალა ამენჰოტეპ II
- ძვ. წ. 1403 თუტმოს IV-მ მშვიდობა დაამყარა მითანის სახელმწიფოსთან
- ძვ. წ. 1364 გარდაიცვალა ამენჰოტეპ III
- ძვ. წ. 1361 ამენჰოტეპ IV: ეგვიპტის ახალი დედაქალაქის დაარსება და რეფორმების გატარება
- ძვ. წ. 1347 ტუტანხამონმა დედაქალაქი გადაიტანა მემფისში და გააუქმა ამენჰოტეპ IV-ის კულტი
- ძვ. წ. 1337 გარდაიცვალა ტუტანხამონი
- ძვ. წ. 1306 რამსეს I-მა დააარსა ეგვიპტის მეცხრამეტე დინასტია
- ძვ. წ. 1290 გარდაიცვალა სეთი I
- ძვ. წ. 1286 რამსეს II; ფრემ კადეშის ბრძოლაში შეაჩერა ეგვიპტური ექსპანსია ახლო აღმოსავლეთში
- ძვ. წ. 1270 რამსეს II და ხათუსილი III; შეთანხმება სირიაში გავლენების შესახებ
- ძვ. წ. 1224 გარდაიცვალა რამსეს II
- ძვ. წ. 1186 სეთნახტემ დააარსა ეგვიპტის მეოცე დინასტია
- ძვ. წ. 1184 რამსეს III-მ გაანადგურა ლიბიელები და ზღვის ხალხი
- ძვ. წ. 1153 რამსეს III-ის მკვლელობა
- ძვ. წ. 1070 ეგვიპტის მესამე გარდამავალი პერიოდის დასაწყისი
- ძვ. წ. 945 შეშონქ I-მა დააარსა ეგვიპტის ოცდამეორე დინასტია
- ძვ. წ. 728 პიანხი; ნუბიური დინასტიის მმართველობის დასაწყისი
- ძვ. წ. 681 ეგვიპტის დაპყრობა ასურეთის მეფის ასარხადონის მიერ
- ძვ. წ. 664 ფსამეტიქ I; ეგვიპტის გაერთიანება
- ძვ. წ. 595 ფსამეტიქ II გახდა ფარაონი
- ძვ. წ. 589 ბრძოლა პალესტინისათვის
- ძვ. წ. 570 აპრიესის მკვლელობა; ამასის II-ის ტახტზე ასვლა
- ძვ. წ. 526 გარდაიცვალა ამასის II
- ძვ. წ. 404 ამირტისმა გაყარა სპარსელები
- ძვ. წ. 380 ნეფერიტ II; უკანასკნელი დამოუკიდებელი დინასტია
- ძვ. წ. 343 ეგვიპტის დაპყრობა სპარსეთის მეფის არტაქსერქსე III-ის მიერ
- ძვ. წ. 332 ეგვიპტის დაპყრობა ალექსანდრე მაკედონელის მიერ; დაარსდა ქალაქი ალექსანდრია
- ძვ. წ. 246 გარდაიცვალა პტოლემე II
- ძვ. წ. 221 დედოფალ ბერენიკა II-ის მკვლელობა
- ძვ. წ. 201 მეხუთე სირიული ომი
- ძვ. წ. 47 ნაწილობრივ განადგურდა ალექსანდრიის ბიბლიოთეკა
- ძვ. წ. 30 ეგვიპტის ანექსია რომის იმპერიის მიერ; გარდაიცვალა კლეოპატრა VII
ლიტერატურა
რედაქტირება- Erik Hornung, Rolf Krauss, and David A. Warburton (editors), Ancient Egyptian Chronology. Leiden: Brill, 2006. ISBN 978-90-04-11385-5 Scribd copy
- Rachet, G.: Lexikon des alten Ägypten. Düsseldorf, 2002.
- Hornung, E.: Grundzüge der ägyptischen Geschichte. Darmstadt, 1988.