ასარხადონი (აქადური: აშურ-ახე-იდდინნა "აშური ძმად მეკუთვნის"; არამეული: ܐܵܫܘܿܪ ܐܵܗܐܹ ܐܝܼܕܝܼܢܵܐ; ებრ. אֵסַר חַדֹּן;[1] ძვ. ბერძნ. Ασαραδδων;[2] ლათ. Asor Haddan[2]) — ასურეთის მეფე ძვ. წ. 680-ძვ. წ. 669 წლებში. გამეფდა სამოქალაქო ომის შედეგად. საშინაო პოლიტიკაში ეყრდნობოდა ვაჭრებს, ქურუმებს. აღადგინა თავისი მამის სინახერიბის მიერ დანგრეული ბაბილონი. მსხვილ სავაჭრო-კულტურულ ცენტრებს დაუბრუნა პრივილეგიები და გადასახადებისაგან გაატავისუფლა. წარმატებით ეწეოდა დაპყრობით პოლიტიკას. ასურეთს კვლავ დაუმორჩილა სირია, პალესტინა, ფინიკია, დაიპყრო ეგვიპტე (ძვ. წ. 675-ძვ. წ. 671). ასარხადონს ბრძოლები ჰქონდა არამეულ, ირანულ და იმიერკავკასიიდან შემოსეულ ტომებთან. პირველი ცნობები ასურეთის ახალი მტრების — კომერიელების და სკვითების შესახებ შემონახულია ასარხადონის წარწერებში. ასარხადონმა თავისი სამფლობელო ორ შვილს გაუყო: ასურეთი ასურბანიფალს არგუნა, ბაბილონი — შამაშმუქუნს.

გამარჯვების სტელა.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 625.
  • Amitai Baruchi-Unna, "Crossing the Boundaries: Literary Allusions to the Epic of Gilgamesh in the Account of Esarhaddon's Egyptian Campaign," in Mordechai Cogan and Dan'el Kahn (eds), Treasures on Camels' Humps: Historical and Literary Studies from the Ancient Near East Presented to Israel Eph`al (Jerusalem, Magnes Press, 2008),
  • Erle Leichty, "Esarhaddon's Eastern Campaign," in Mordechai Cogan and Dan'el Kahn (eds), Treasures on Camels' Humps: Historical and Literary Studies from the Ancient Near East Presented to Israel Eph'al (Jerusalem, Magnes Press, 2008).

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. Ezra 4 / Hebrew - English Bible / Mechon-Mamre. Mechon-mamre.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-10-16. ციტირების თარიღი: 2012-08-17.
  2. 2.0 2.1 NEW ADVENT BIBLE: Ezra 4. Newadvent.org. ციტირების თარიღი: 2012-08-17.