სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ამენჰოტეპი (მრავალმნიშვნელოვანი).
ამენჰოტეპ II
იეროგლიფებში
სახელი
ra
aA
xprZ2
პირადი სახელი
imn
n
HtpHqAiwn

ამენჰოტეპ IIძველი ეგვიპტის ფარაონი XVIII დინასტიიდან ძვ. წ. 1436 - ძვ. წ. 1412 წლებში. თუტმოს III-ის ვაჟი.

ამენჰოტეპ II-ს თავის ფრაგმენტი. ბრუკლინის მუზეუმი

სანამ მამა დაახლოვებდა ამენჰოტებს ტახტთან, იგი ქურუმი იყო, თუმცა ბუნებით სამხედრო იყო. ძველი ეგვიპტური წყაროების თანახმად ამენჰოტები არნახული ძალით და ამტანობით გამოირჩეოდა. მისი მშვილდის დაჭიმვა არცერთ ეგვიპტელს და უცხოელს არ შეეძლო. თუ კი ტუტმოსის მიერ ნატყორცნი ისარი ხვრიტავდა სპილენძის სამიზნეს და სამიმტკაველით გამოდიოდა, ამენჰოტების ნატყორცნი ისარი ხვრიტავდა სამიზნეს და მეორე მხარეს მიწაზე ეცემოდა. ამის გარდა იგი დაიღალავი მენიჩბე იყო და უყვარდა ცხენები. როდესაც ამენჰოტეპი 18 წლის გახდა, მამამ იგი თანამმართველი გახადა, თუმცა ძალაუფლება მას ხელში მხოლოდ ტუტმოსის სიკვდილის შემდეგ ჩაუვარდა.

ამენჰოტეპმა განაგრძო მამის დამპყრობლური პოლიტიკა. დაახლოებით ძვ. წ. 1431 პირველად გაილაშქრა პალესტინაში. დაამარცხა სირიელები ქალაქ შამში-ადუმუსთან, გადაკვეთა მდინარე ორონტი და ეფრატის ნაპირებამდე მივიდა. ქალაქების თავები მოდიოდნენ მასთან ერთგულების დასამტკიცებლად. ამ ომის დროს დიდი ბრძოლები არ იყო, თუმცა ამენჰოტებს საკმარისი შემთხვევები ჰქონდა ეჩვენებინა თავისი მოხერხებულობა. წერენ, რომ ერთხელ იგი მარტო წავიდა დაუმორჩილებელ ქალაქ ხაშაბუსთან, მარტომ მოკლა 20 სირიელი, და დაბრუნდა უვნებელი ბანაკში 16 ტყვეთი და 60 ხარით. კატნასთან ბრძოლაში, ფარაობმა თავისი ხელით მოკლა მტრების მეთაური. ტახსიში და კელესირიაში მათ კომბალით მოკლა 7 დაუმორჩილებელი დიდებული. ეგვიპტეში დაბრუნებისას კი მათი გვამები გემის ცხვირზე გადმოკიდა.

ძვ. წ. 1429 წელს ამენჰოტეპმა მეორედ გაილაშქრა სირიაზე, რეჩენუში აჯანყებულთა წინააღმდეგ და იქიდან 90 000 ტყვე წამოიყვანა. ამის შემდეგ ქვეყანაში მშვიდობა დამყარდა. ყოველ შემთხვევაში ფარაონის ჩანაწერები არ იუწყებიან სხვა ომებზე.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Рыжов, K. (2001). Энциклопедия - Все монархи мира - Древний Восток. Вече, Москва. ISBN 5-7838-0829-6
  • Charles C. Van Siclen: Amenhotep II. In: The Oxford Encyclopedia of Ancient Egypt; szerk. Donald Redford; Vol. 1, p. 71. Oxford University Press, 2001
  • Dodson, Aidan, Hilton, Dyan. The Complete Royal Families of Ancient Egypt. Thames & Hudson. ISBN 0-500-05128-3 (2004) , pp. 132–133, 137

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება