ეგვიპტის მეთვრამეტე დინასტია

ეგვიპტის მეთვრამეტე დინასტია (ძვ. წ. 1550—1292 წწ.) — ძველი ეგვიპტის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დინასტია. მათ რიგებში შედიოდა ეგვიპტის ყველაზე ძლევამოსილი ფარაონები, ასევე ტუტანხამონი, რომლის გაუძარცვავი საფლავიც 1922 წელს აღმოაჩინა ჰოვარდ კარტერმა. ზოგჯერ მეთვრამეტე დინასტიას თუტმოსიდების დინასტიასაც უწოდებენ, რადგან მათ რიგებში ოთხი ფარაონია სახელად თუტმოსი. მეთვრამეტე დინასტიის წარმომადგენელია ჰატშეფსუტი და კიდევ ერთი ქალი-ფარაონი ნეფერნეფერუატენი (რომელიც ერთ-ერთი ვერსიით უნდა იყოს ნეფერტიტი).

მეთვრამეტე დინასტიის მნიშვნელოვანი ფიგიურაა ფარაონი ეხნატონი, ცნობილი როგორც ამენჰოტეპ IV, „ფარაონი-რეფორმატორი“, რომელმაც მსოფლიოს ისტორიაში პირველად აღიარა მონოთეიზმი. თუტმოსიდების დინასტიის მიერაა აშენებული თუტმოს III-ის საფლავი ლუქსორში და ჰატშეფსუტის ტაძარი დეირ-ელ-ბაჰრი.

მეთვრამეტე დინასტია XIX და XX დინასტიებთან ერთად ქმნის ეგვიპტის ახალ სამეფოს.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება