ჰატშეფსუტი
ჰატშეფსუტი (დ. დაახლოებით ძვ. წ. 1503 — გ. ძვ. წ. 1480) — ძველი ეგვიპტის დედოფალი (ფარაონი), ეგვიპტის XVIII დინასტიის წარმომადგენელი. თუტმოს I-ის ასული და მისი თანამმართველი 15 წლის მანძილზე.
ტახტს ერთმანეთს ეცილებოდნენ ჰატშეფსუტი, თუტმოს II (ჰატშეფსუტის ნახევარი ძმა და მეუღლე) და თუტმოს III. ჰატშეფსუტის მომხრე დიდებულთა პარტიამ თუტმოს III მმართველობას ჩამოაშორა და ჰატშეფსუტი გაამეფა. ეგვიპტის შიდა არეულობით ისარგებლეს ნუბიელებმა და აჯანყდნენ, მაგრამ ჰატშეფსუტმა ჩაახშო და სამხრეთ პალესტინაშიც გაგზავნა დამსჯელი ექსპედიციები. ჰატშეფსუტი არ ომობდა, ქვეყნის სიმდიდრე სამშენებლო საქმიანობისათვის გამოიყენა — აღადგინა ჰიქსოსების მიერ დანგრეული ძველი ტაძრები და ააგო ახალი (დაირ-ელ-ბაჰრი); განაახლა საბადოების დამუშავება სინის ნახევარკუნძულზე და მოაწყო სავაჭრო ექსპედიციები პუნტის ქვეყანაში.
ჰატშეფსუტის გარდაცვალების შემდეგ თუტმოს III მკაცრად მოექცა მის ხსოვნას და თითქმის ყველგან მოსპო მისი სახელი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 607.