სნეფრუIV დინასტიის პირველი ფარაონი ძველ ეგვიპტეში. მართავდა დაახლ. ძვ. წ. 2613-ძვ. წ. 2589 წლებში.

სნეფრუ
ეგვიპტის ფარაონი
მმართ. დასაწყისი: ძვ. წ. 2723
მმართ. დასასრული: ძვ. წ. 2563
წინამორბედი: ჰუნი
მემკვიდრე: ხეოფსი
დინასტია: IV დინასტია

ისტორიაში შევიდა როგორც პირამიდების მშენებელი. მას მიაწერენ 2 თუ 3 პირამიდის აშენებას (მედუმის პირამიდა, „გაბზარული პირამიდა“ და შესაძლოა, დაშურის „წითელი“ პირამიდაც). მის დროს ეგვიპტე ძლიერი სახელმწიფო იყო. ტურინის პაპირუსის მიხედვით სნეფრუ ეგვიპტეს 24 წელი მართავდა, ხოლო მანეთონის მიხედვით – 29 წელი. აწყობდა მძარცველურ ლაშქრობებს ნუბიაში, აზიაში. ფართო სავაჭრო ურთიერთობა ჰქონდა პალესტინასთან. შუა სამეფოს პერიოდის ლიტერატურა და გვიანდელი ტრადიცია სნეფრუს წარმოადგენს, როგორც ბრძენ მმართველს და უპირისპირებს შვილისა და მემკვიდრის – ხეოფსის დესპოტურ მმართველობას.

ლიტერატურა რედაქტირება