ამენემჰეტ I
ამენემჰეტ I — ეგვიპტის ფარაონი, მეფობდა დაახლოებით ძვ.წ. 2000-1970 წლებში. 12-ე დინასტიის დამაარსებელია. მის დროს დაიწყო ეგვიპტის სახელწმიფოს აღორძინება. გამეფებისთანავე თებეში (ძველი დედაქალაქი) კი არ დამკვიდრდა, არამედ ზემო და ქვემო ეგვიპტის საზღვარზე მდებარე ციხესიმაგრე ითაუიში (მემფისის ახლოს). ამენემჰეტ I ცდილობდა შეეზღუდა ნომარქოსთა ძალაუფლება, დაადგინა ახალი საზღვრები ნომებს შორის. ილაშქრა პალესტინაში, ოქროს საბადოებით განთქმულ ნუბიასა და ლიბიაში. ფიქრობენ, რომ შეთქმულების მსხვერპლი გახდა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 355.
- Wolfgang Kosack: Berliner Hefte zur ägyptischen Literatur 1 - 12: Teil I. 1 - 6/ Teil II. 7 - 12 (2 Bände). Paralleltexte in Hieroglyphen mit Einführungen und Übersetzung. Heft 9: Die Lehre des Königs Amenemhet I. an seinen Sohn. Verlag Christoph Brunner, Basel 2015. ISBN 978-3-906206-11-0.