სენუსერტ I
სენუსერტ I — XII დინასტიის მეორე ფარაონი ძველ ეგვიპტეში. მართავდა ძვ. წ. 1971-ძვ. წ. 1930 წლებში. ამენემჰეტ I-ის ძე.
სენუსერტ I | |
---|---|
სენუსერტ I-ის ბიუსტი | |
ეგვიპტის ფარაონი | |
მმართ. დასაწყისი: | ძვ. წ. 1971 |
მმართ. დასასრული: | ძვ. წ. 1930 |
წინამორბედი: | ამენემჰეტ I |
მემკვიდრე: | ამენემჰეტ II |
გარდ. თარიღი: | ძვ. წ. 1930 |
დინასტია: | XII დინასტია |
მამა: | ამენემჰეტ I |
ატარებდა დამპყრობლურ პოლიტიკას სამხრეთის მიმართულებით, შეიერთა ნუბია მდინარე ნილოსის მეორე ჭორომამდე. მოაწყო ექსპედიციები ლიბიის უდაბნოსა და არაბეთის უდაბნოს ოქროს საბადოების რაიონებში. მის დროს განახლდა სამუშაოები სპილენძის საბადოებში სინის ნახევარკუნძულზე, ატარებდა ქვეყნის ცენტრალიზაციის პოლიტიკას.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 291.