ლიბიის უდაბნო (არაბ. الصحراء الليبية) მდებარეობს ჩრდილოეთ აფრიკაში, საჰარის უდაბნოს ჩრდილო-აღმოსავლეთით. მოიცავს ეგვიპტის ტერიტორიას ნილოსის დასავლეთით, აღმოსავლეთ ლიბიას და ჩრდილო-დასავლეთ სუდანს ნუბიის უდაბნოსთან ერთად. ლიბიის უდაბნოს ფართობი შეადგენს 1 100 000 კმ²-ს, აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ გადაჭიმულია 1100 კმ-ზე, ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ 1 000 კმ-ზე, აქვს დაახლოებით მართკუთხედის ფორმა. უდაბნოს ზედაპირი დაფარულია ქვიშითა და კირქვებით, რაც თეთრ შეფერილობას აძლევს, ამიტომ ხშირად მას „თეთრ უდაბნოს“ უწოდებენ.

ლიბიის უდაბნო, სამხრეთი ლიბია

ლიბიის უდაბნოში საკმაოდ ბევრი ოაზისია.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: