პიანხიეგვიპტის ფარაონი ძვ. წ. VIII საუკუნეში, XXV (ეთიოპური) დინასტიის პირველი მეფე. ძვ. წ. 728 წელს დაქუცმაცებული ზემო ეგვიპტე ადვილად დაიკავა პიანხის ჯარებმა. ამის პარალელურად ეგვიპტის დარჩენილ ტერიტორიას მართავდნენ XXIV დინასტიის წარმომადგენლები: ტეფნახტ I და ბოკჰორისი, რომლებიც თავიანთ თავს მეფეებს უწოდებდნენ. პიანხი გარდაიცვალა ძვ. წ. 721 წელს. იგი შეცვალა შაბაკამ.

პიანხი

პიანხის პირამიდა ალ-ქურუში
ეგვიპტის ფარაონი
მმართ. დასაწყისი: ძვ. წ. 728
მმართ. დასასრული: ძვ. წ. 721
წინამორბედი: ბოკჰორისი
მემკვიდრე: შაბაკა
დინასტია: XXV დინასტია

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება