აპრიესი (ასევე უაჰიბრა ჰააიბრა, ვაფრესი, ჰოფრა) — ძველი ეგვიპტის მეფე (ფარაონი) ოცდამეექვსე დინასტიიდან, რომელიც მეფობდა გვიანი პერიოდის დროს. აპრიესის მმართველობა დაიწყო ძვ.წ. 589 წელს და დასრულდა ძვ.წ. 570 წელს.

აპრიესი
უაჰიბრა ჰააიბრა, ვაფრესი, ჰოფრა
აპრიესის ქანდაკების ფრაგმენტი
აპრიესის ქანდაკების ფრაგმენტი
ფარაონი
მეფობა ძვ.წ. 589 - 570 წწ. (XXVI დინასტია)
წინამორბედი ფსამეტიქ II
მემკვიდრე ამასის II
დედა ტახუიტი
გარდ. თარიღი ძვ.წ. 567

მმართველობა

რედაქტირება

მმართველობის პირველ წლებში აპრიესმა გაილაშქრა ქალაქ სიდონის წინააღმდეგ და ზღვაზე იბრძოდა ტირენეის მეფის წინააღმდეგ. შემდეგ კი მან დაიწყო მისთვის საბედისწერო ომი კირენაში ბერძნული კოლონიების წინააღმდეგ. ამის შესახებ დაწვრილებით ყვება ჰეროდოტე.

კირენაში ბერძნები მეზობელ ლივიელებს მიწებს ართმევდნენ. ლივიელებმა ეგვიპტის ფარაონს სთხოვეს დახმარება. ფარაონმა კი შეკრიბა ჯარი და კირენას წინააღმდეგ გაგზავნა. კირენელები ეგვიპტელებს სეებრძოლნენ ირასასთან და გაიმარჯვეს. ეს ეგვიპტელებისდ და ბერძნების პირველი ბრძოლა იყო. დამარცხებაში ფარაონი დაადანაშაულეს. ბრძოლასი გადარჩენილი მეომრები და მათი მეგობრები აჯანყდნენ.

აჯანყებულთა დასაშოშმინებლად ფარაონმა თავისი ამალის წარმომადგენელი, ამასისი გაუშვა, რომელიც მეამბოხეებმა ფარაონად აღიარეს და მათი მეთაური გახდა. აპრიესმა ამასისთან გაგზავნა დიდებული სახელად პატარმებისი, რათა ანასისი მასთან ცოცხალი მოეყვანა, მაგრამ მისი მისია წარუმატებლად დასრულდა. პატარმებისმა ფარაონს ჩამოუტანა ომისთვის მზადების ამბავი, ხოლო ეს უკანასკნელი იმდენად განრისხდა, რომ დიდებულისთვის სხვირის და ყურების მოჭრა ბრძანა. ამან მეფის მომხრეებს უბიძგა აჯანყებულთა მხარდაჭერისკენ.

აპრიესი დაქირავებული მეომრებით შეებრძოლა მემფისთან აჯანყებულებს და დამარცხდა. ფარაონი ტყვედ ჩავარდა და ქალაქ საისში იქნა გადაყვანილი. თავდაპირველად ყოფილი ფარაონი მეფის სასახლეში იყო და მას პატივისცემით ეპყრობოდნენ, მაგრამ ხალხი უკვე ამასისის წინააღმდეგ გამოვიდა, ყოფილი ფარაონის დასჯის მოთხოვნით. ამასისს მოუწია აპრიესის ხალხისთვის გადაცემა. იგი დაახჩვეს და შემდეგ დაკრძალეს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Рыжов, K. (2001). Энциклопедия - Все монархи мира - Древний Восток. Вече, Москва. ISBN 5-7838-0829-6
აპრიესი
დაიბადა:  ?? გარდაიცვალა: ძვ.წ. 567
წინამორბედი:
ფსამეტიქ II
   ეგვიპტის ფარაონი   
ძვ.წ. 589 - 570 წწ.
შემდეგი:
ამასის II