ჰატჰორი
ჰატჰორი იეროგლიფებში | |||||||||
ან
ან
|
ჰატჰორი, ჰათჰორი (ეგვიპტ. ჰათ-ჰორ = ჰორის სახლი) — ეგვიპტური მითოლოგიის ერთ-ერთი ქალღმერთი. ცის, სიყვარულის, მხიარულების, მუსიკისა და ცეკვის ქალღმერთი. ასევე ფარაონთა და დედობის მფარველი. ითვლებოდა ციურ ძროხად, რომელიც ყოველდღე წარმოშობდა მზის დისკოს. მას გამოსახავდნენ ძროხისთავიანი ქალის სახით, ასევე ძროხის და ზოგჯერ - ქალის სახით, რომელსაც თავზე ძროხის რქებს შორის მოთავსებული მზის დისკო ადგას.
ჰათორი იყო რას ქალიშვილი და ჰორის მეუღლე. მისი სახელი შემდეგნაირად იშიფრებოდა - ”ჰორის სახლი.” ჰათორი მფარველობდა ახალდაქორწინებულებს და ორსულებს. იგი ითვლებოდა ოჯახური კავშირების სიმტკიცის მფარველად.
ჰათორი ასევე წარმოდგენილი იყო ქალღმერთ ლომის სახით, რომლის მრისხანებისაც თავად ღმერთებსაც კი ეშინოდათ.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებავიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
- Hathor Article by Caroline Seawright დაარქივებული 2017-05-15 საიტზე Wayback Machine.
- Het-Hert site, another name for Hathor დაარქივებული 2019-01-14 საიტზე Wayback Machine.