ვლადიმერ გუცაევი

(გადამისამართდა გვერდიდან გუცაევი, ვლადიმერ)

ვლადიმერ გუცაევი (დ. 21 დეკემბერი, 1952, ქედიგორა, ახლანდელი ახალგორის მუნიციპალიტეტი) — ქართველი და საბჭოთა ფეხბურთელი და ფეხბურთის მწვრთნელი. თამაშობდა თავდამსხმელის პოზიციაზე. იცავდა თბილისის „დინამოსა“ და საბჭოთა კავშირის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ღირსებას. საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1981). საყოველთაოდ აღიარებულია ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ქართველ ფეხბურთელად. ღირსების ორდენის კავალერი (2001).[1][2]

ვლადიმერ გუცაევი
ვლადიმერ გუცაევი 1981 წელს
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ვლადიმერ გაბრიელის ძე გუცაევი
დაბადების
თარიღი
21 დეკემბერი, 1952 (1952-12-21) (71 წლის)
დაბადების
ადგილი
ქედიგორა, ლენინგორის რ-ნი,
სამხრეთ ოსეთის ავტ. ოლქი,
საქართველოს სსრ, სსრ კავშირი
სიმაღლე 173 სმ
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი
ახალგაზრდული კარიერა
1966–1969 ნორჩი დინამოელი
1969–1971 ფშმ თბილისი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1971–1986 დინამო თბ. 303 (47)
ეროვნული ნაკრები
1972–1982 სსრ კავშირი 11 (1)
სამწვრთნელო კარიერა
1987–1990 იბერია თბილისი (დ.)
1991 ანორთოსისი (თ.)
1991–1994 ანორთოსისი
1994–1995 ალანია ვლადიკავკაზი (თ.)
1996 საქართველო 21
1997–1999 საქართველო
1999–2000 ალანია ვლადიკავკაზი
2001 ტორპედო ქუთაისი (დ.)
2010–2011 საქართველო 19
2011–2012 ვიტ ჯორჯია
2012–2014 ალანია ვლადიკავკაზი (დ.)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

საკლუბო კარიერა

რედაქტირება
 
გიგლა ფირცხალავას მეგობრული შარჟი.

ფეხბურთის თამაში დაიწყო 1965 წელს თბილისის „ნორჩ დინამოელში“, მწვრთნელების — გ. გაგუას და ჯ. უშვერიძის ხელმძღვანელობით. თბილისის „დინამოშია“ 1971 წლიდან, რომლის ძირითად შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდა იმავე წლის 2 სექტემბერს საკავშირო ჩემპიონატის 22-ე ტურის კალენდარულ მატჩში ლვოვის „კარპატის“ წინააღმდეგ, რომელიც „ლოკომოტივის“ სტადიონზე გაიმართა. ვლადიმერ გუცაევი თბილისის „დინამოს“ მაისურით პირველად მატჩის მეორე ტაიმში დავით ყიფიანის ნაცვლად გამოვიდა მინდორზე. შეხვედრა უგოლო ფრით (0–0) დასრულდა.[3]

1973 წელს თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში საერთაშორისო ამხანაგური საფეხბურთო ტურნირის ე. წ. „კარაველას თასის“ — ტროფეო კოლომბინოს (ესპ. Trofeo Colombino de fútbol) გამარჯვებული ხდება, სადაც ტურნირის ფინალში თბილისის დინამოელები ლისაბონის „ბენფიკას“ ანგარიშით 3–1 ამარცხებენ. ამ შეხვედრაში ვლადიმერ გუცაევს ორი გოლი გააქვს, მატჩის 21-ე და 46-ე წუთებზე.[4][5][6][7][8]

გუნდთან ერთად სამჯერ — 1976 წლის საგაზაფხულო და საშემოდგომო, ასევე, 1981 წლის პირველობის გათამაშების ბრინჯაოს პრიზიორი გახდა, 1977 წლის პირველობაზე — ვიცე-ჩემპიონის, ხოლო 1978 წელს — საბჭოთა კავშირის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.[9] ასევე, ორჯერ იყო საბჭოთა კავშირის თასის მფლობელი — 1976 და 1979 წლებში. სულ თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში უმაღლესი ლიგის საკავშირო პირველობის 303 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 47 ბურთი გაიტანა. ამას გარდა, ევროპული საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირების ფარგლებში „დინამოს“ ღირსება 34 შეხვედრაში დაიცვა და 8 ბურთი გაიტანა, აქედან 17 მატჩი და 6 გოლი — თასების მფლობელთა თასის, 13 მატჩი — უეფა-ს თასის და 4 მატჩი და 2 გოლი — ევროპის ჩემპიონთა თასის გათამაშებაში.[10]

1981 წლის 13 მაისს, ვლადიმერ გუცაევს თავის საფეხბურთო კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გოლი გააქვს. თასების მფლობელთა თასის ფინალში თბილისის „დინამო“ იენის „კარლ ცაისს“ უპირისპირდება. ამ დრამატული შეხვედრის ანგარიშს გერმანელი ფეხბურთელები ხსნიან. კერძოდ, მატჩის 63-ე წუთზე გერჰარდ ჰოპე უძლიერესი დარტყმით ახლო მანძილიდან იღებს თბილისელთა კარს. მიუხედავად ამისა, ზუსტად ოთხ წუთში „დინამოელები“ ახერხებენ ანგარიშის გაქვითვას. თბილისელთა მორიგი შეტევის დამამთავრებელ ფაზაში რამაზ შენგელიას გადაცემის შემდეგ დასარტყმელ პოზიციაზე გასული ვლადიმერ გუცაევი უძლიერესი და უზუსტესი დარტყმით ათანაბრებს შეხვედრის ანგარიშს. გუცაევის მიერ გატანილი გოლი იმედს უსახავს „დინამოელებს“ და მატჩის დამთავრებამდე სამი წუთით ადრე ვიტალი დარასელიას გამარჯვების მომტანი გოლის წყალობით თბილისის „დინამო“ თასების მფლობელთა თასს ეუფლება.[11]

ვლადიმერ გუცაევმა თბილისის „დინამოში“ თექვსმეტი საფეხბურთო სეზონი გაატარა. 1986 წელს მან ამავე კლუბში დაასრულა თავისი სათამაშო კარიერა.

სანაკრებო კარიერა

რედაქტირება

1972–1982 წლებში იყო საბჭოთა კავშირის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრი, რომლის შემადგენლობაში 11 მატჩი ითამაშა და ერთი ბურთი გაიტანა. ასევე, იყო საბჭოთა კავშირის ახალგაზრდულ ნაკრების წევრი, რომელთან ერთად 1976 წლის ევროპის ახალგაზრდული საფეხბურთო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. გარდა ამისა, 1972 წლის 26 მაისს ერთი მატჩი ითამაშა საბჭოთა კავშირის ოლიმპიური ნაკრების შემადგენლობაში XX ზაფხულის ოლიმპიადის შესარჩევ ტურნირზე საფრანგეთის ოლიმპიური ნაკრების წინააღმდეგ საპასუხო მატჩში, რომელიც პარიზის „პარკ დე პრენსის“ სტადიონზე გაიმართა და სტუმართა გამარჯვებით 3–1 დასრულდა.[12]

სანაკრებო მატჩები და გოლები

რედაქტირება
თარიღი შეხვედრის ადგილი მასპინძელი ანგ. სტუმარი შეჯიბრება გოლები შენიშვნა წყარო
1 29.03.1972 სოფია ბულგარეთი   1–1   სსრკ ამხანაგური [13]
2 16.07.1972 ვაასა ფინეთი   1–1   სსრკ ამხანაგური [14]
3 05.08.1973 მოსკოვი სსრკ   0–0   შვედეთი ამხანაგური   55' [15]
4 26.09.1973 მოსკოვი სსრკ   0–0   ჩილე მსოფ. შეს.   46' [16]
5 05.10.1978 ანკარა თურქეთი   0–2   სსრკ ამხანაგური   37' [17]
6 11.10.1978 ბუდაპეშტი უნგრეთი   2–0   სსრკ ევრ. შეს. [18]
7 28.03.1979 სიმფეროპოლი სსრკ   3–1   ბულგარეთი ამხანაგური [19]
8 19.04.1979 თბილისი სსრკ   2–0   შვედეთი ამხანაგური [20]
9 21.11.1979 თბილისი სსრკ   1–3   გფრ ამხანაგური [21]
10 18.11.1981 თბილისი სსრკ   2–0   უელსი მსოფ. შეს.   71' [22]
11 10.03.1982 ათენი საბერძნეთი   0–2   სსრკ ამხანაგური   60' [23]

თამაშის სტილი და შეფასებები

რედაქტირება

სპორტული ჟურნალისტებისა და სპეციალისტების აზრით, საქართველოში, ისევე როგორც, ყოფილ საბჭოთა კავშირში ითვლება გამორჩეულად თვითმყოფად ფეხბურთელად, რომელსაც თავისი ინდივიდუალური მონაცემების წყალობით მარტოს შეეძლო გაერღვია მეტოქეთა დაცვის ხაზი და თავადვე დაეგვირგვინებინა წამოწყებული შეტევა. გამოირჩეოდა სასტარტო სისწრაფითა და თავბრუდამხვევი დრიბლინგით. მეტოქის საჯარიმო მოედანზე მასთან ორთაბრძოლა ხშირად მთავრდებოდა თერთმეტმეტრიანი საჯარიმოს დანიშვნით — იმდენად რთული იყო მისთვის ბურთის ართმევა წესების დარღვევის გარეშე.

ფეხბურთის შემდეგ

რედაქტირება

სათამაშო კარიერის დასრულების შემდეგ ადმინისტრაციული მიმართულებით განაგრძო მუშაობა. 1987 წლიდან 1991 წლის შუა რიცხვებამდე იყო თბილისის „დინამოს“ გუნდის უფროსი. 1991 წელს გაემგზავრა კვიპროსში, სადაც სამწვრთნელო კარიერა დაიწყო, თავდაპირველად, როგორც მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა, ხოლო შემდეგ, იმავე წელს საფეხბურთო კლუბ „ანორთოსისის“ მთავარი მწვრთნელი გახდა, რომელსაც 1994 წლამდე ხელმძღვანელობდა.

1994–1995 წლებში იყო გუნდის უფროსი ვლადიკავკაზის „ალანიაში“, რომელმაც 1995 წელს რუსეთის ჩემპიონის წოდება მოიპოვა.

1996 წელს სათავეში ჩაუდგა საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებს, რომელთანაც საკმაოდ წარმატებულად მუშაობდა. ამის შემდეგ 1997 წელს საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა, სადაც 1999 წლის აპრილამდე იმუშავა.

შემდეგ კვლავ „ალანიას“ ჩაუდგა სათავეში, რომელთანაც 2000 წლამდე მუშაობდა. 2001 წელს ქუთაისის „ტორპედოში“ კლუბის დირექტორის თანამდებობა ეკავა.

2010–2011 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს 19-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებს. 2011–2012 წლებში მუშაობდა „ვიტ ჯორჯიას“ ახალგაზრდული გუნდის მთავარ მწვრთნელად.

2012 წლის ოქტომბერში ვლადიკავკაზის „ალანიაში“ დაბრუნდა, სადაც სპორტული დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა.[24]

მიღწევები

რედაქტირება
 
გაზ. „ლელო“, 16 მაისი, 1981
 
გაზ. „ლელო“, 16 იანვარი, 1979
  დინამო თბილისი
საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი
საბჭოთა კავშირის თასი
  • თასის მფლობელი: 1976, 1979
  • ფინალისტი: 1980[25][26][27][28]
კარაველას თასი
  • თასის მფლობელი: 1973 [29]
ევროპის თასების მფლობელთა თასი
  • თასის მფლობელი: 1981

სანაკრებო

რედაქტირება
  სსრ კავშირის ახალგაზრდული ნაკრები
ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი
  • ჩემპიონი: 1976
  საქართველოს სსრ ნაკრები
სსრ კავშირის სპარტაკიადა
  • ვიცე-ჩემპიონი: 1979 [30]

ინდივიდუალური

რედაქტირება
  • საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი: 1981   № 2730
33 საუკეთესო
  • №1: 1972, 1978, 1979
  • №2: 1976, 1977, 1981

საინტერესო ფაქტები

რედაქტირება

2011 წლის 17 მაისს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, თბილისის „დინამოს“ მიერ თასების მფლობელთა თასის მოპოვების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით 1981 წლის თბილისის „დინამოს“ სრულ შემადგენლობასა და სამწვრთნელო შტაბთან ერთად — ვლადიმერ გუცაევს საქართველოს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა.[31]

ექვსჯერ იყო დასახელებული საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში.[32][33]

1976 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტი და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი.

2004–2008 წლებში იყო საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი. [34]

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება

პერიოდიკა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. გუგუშვილი გ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 235.
  2. ბერიშვილი, ელგუჯა, ქართული სპორტის ოქროს წიგნი, გვ. 199.
  3. „დინამო“ თბ. 0–0 „კარპატი“ ლვოვი / 22-ე ტური. dinamo-tbilisi.ru
  4. კარაველას თასი. fcdinamo.ge
  5. Trofeo Colombino de fútbol
  6. Динамо (Тбилиси) 3–1 Бенфика (Лиссабон). fc-dynamo.ru
  7. IX Trofeo Colombino de fútbol. dinamo-tbilisi.ru
  8. „კარაველას“ რაინდები. „საქართველოს რესპუბლიკა“
  9. სსრ კავშირის ჩემპიონატი 1978. dinamo-tbilisi.ru
  10. ვლადიმერ გუცაევის ევროთასების სტატისტიკა სეზონების მიხედვით
  11. «Динамо» Тб. 2–1 «Карл-Цейсс» Йена / Финал. КЛИСФ
  12. France 3–1 USSR / Olympics. 11v11.com
  13. Bulgaria 1–1 USSR / Friendly. 11v11.com
  14. Finland 1–1 USSR / Friendly. 11v11.com
  15. USSR 0–0 Sweden / Friendly. 11v11.com
  16. USSR 0–0 Chile / World Cup Qualifiers. 11v11.com
  17. Turkey 0–2 USSR / Friendly. 11v11.com
  18. Hungary 2–0 USSR / UEFA Euro 1980 Qualifying. 11v11.com
  19. USSR 3–1 Bulgaria / Friendly. 11v11.com
  20. USSR 2–0 Sweden / Friendly. 11v11.com
  21. USSR 1–3 West Germany / Friendly. 11v11.com
  22. USSR 2–0 Wales / 1982 FIFA World Cup Qualification. 11v11.com
  23. Greece 0–2 USSR / Friendly. 11v11.com
  24. Владимир Гуцаев - новый спортивный директор "Алании"
  25. "Шахтер" (Донецк) 2–1 "Динамо" (Тб.) / Финал. fc-dynamo.ru
  26. Shakhtyor Donetsk 2–1 Dinamo Tbilisi / Soviet Union Cup 1980
  27. Сбылось и не сбылось // "Футбол-Хоккей"
  28. Кубковые вершины "Шахтера". Год 1980-й
  29. თბილისის „დინამო“ კარაველას თასს დაეუფლა
  30. Сборная Москвы 2–1 Сборная Грузии / Финал. dinamo-tbilisi.ru
  31. „დინამოს“ ფეხბურთელებს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭათ
  32. Список 33 лучших футболистов сезона в СССР
  33. Список 33 лучших футболистов сезона в СССР
  34. ვლადიმერ გუცაევი. parliament.ge