გურკელისოფელი ახალციხის მუნიციპალიტეტში, აგარის ადმინისტრაციულ ერთეულში.

სოფელი
გურკელი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე სამცხე-ჯავახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ახალციხის მუნიციპალიტეტი
თემი აგარა
კოორდინატები 41°43′15″ ჩ. გ. 43°07′10″ ა. გ. / 41.72083° ჩ. გ. 43.11944° ა. გ. / 41.72083; 43.11944
ცენტრის სიმაღლე 1020
მოსახლეობა 155[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
გურკელი — საქართველო
გურკელი
გურკელი — სამცხე-ჯავახეთის მხარე
გურკელი
გურკელი — ახალციხის მუნიციპალიტეტი
გურკელი

მდებარეობს მესხეთის ქედის სამხრეთით, მდინარე წინუბნისწყლის მარცხენა მხარეს, ზღვის დონიდან 1020 , ახალციხიდან 24 კმ. სოფლიდან 2 კმ-ზე, წინუბნისწყლის მარცხენა ნაპირზე არის მინერალური წყარო. XIII საუკუნეში გურკელი გურკლელების ფეოდალური სახლის საგვარეულო მამული იყო.

გურკელის განაპირა ქედი ჩრდილოეთი მხრიდან გორანამოსახლარია, სადაც აღმოჩენილია წინაფეოდალური ხანის შავი და წითელი კერამიკა. გორის თხემი (50 მ × 25 მ ) ნაციხარს უკავია. ჩრდილოეთით, თხემის ბოლოს, მრგვალი კოშკისა თუ გალავნის გადაქცეული კედელია, სამხრეთით კი შემორჩენილია ოთხკუთხა კოშკის (5 მ × 6 მ ) ნანგრევი. გათლილი ლოდების წყობა რეგულარულია, ნაგებია ჰორიზონტალურად სიმაღლეზე დაყენებული ქვებითა და კირხსნარით. კედლის სისქე 2 მ. გალავნის შიგნით ნაგებობათა ბუდეები ჩანს, შესაძლოა აქ ეკლესიაც იყო.

გურკლისხევზე გადიოდა ერთ-ერთი გზა იმერეთისკენ, რომელიც ციხისჯვრის გავლით ხანისწყლის ხეობაში მიემართებოდა. გურკელის ციხისა და ხევის მფლობელნი XIII საუკუნეში იყვნენ გურკლელების საგვარეულოს წარმომადგენლები. „გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრის“ მიხედვით, 1595 წელს სოფელი ახალციხის ლივის აწყურის ნაჰიეში შედიოდა და ცხრა კომლი ქრისტიანი (ღვინია მებოსტნის შვილი და მისი ორ ძმა, გოჩა ელიაძის ძე და მისი შვილი ბადური, მატია ასიმის ძე და მისი ძმა ართაშეზ, აზარგულ და მისი ძმა) ცხოვრობდა. მოჰყავდათ ხორბალი, ქერი, ჭვავი, ფეტვი, მუხუდო, ოსპი, სელის თესლი, კაკალი, ხილი. ჰქონდათ ბოსტნები; ჰყავდათ ცხვარი, ღორი, ფუტკარი; ჰქონიათ ერთი თვალი წისქვილი სრული წლით; იხდიდნენ წლიურ გადასახადს – 5000 ახჩას.

გურკელთან დაკავშირებული, ხევში უფრო ქვევით მდებარე წინუბანი, როგორც ჩანს, იყო ხეობის ცენტრის — გურკელის წინა უბანი, რომელიც შემდეგ ცალკე სოფლად იქცა. იქ ახლაც მოქმედი, ცხელი გოგირდოვანი აბანოა და ამჟამადაც ქართველები სახლობენ (უმეტესობა ხაშურიდანაა გადმოსახლებული).

სოფლის მახლობლად, დაახლ. 3 კმ-ზე, ბიეთის ეკლესიაა (XIV ს. II ნახ.).

დემოგრაფია

რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 155 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[2] 150 71 79
2014[1]   155 76 79

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
  2. მოსახლეობის 2002 წლის აღწერა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2002 წელი). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.