გომი (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი)
გომი — სოფელი საქართველოში, გურიის მხარის ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, შემოქმედის ადმინისტრაციულ ერთეულში.
სოფელი | |
---|---|
გომი | |
სოფელი გომი ზამთარში | |
ქვეყანა |
![]() |
მხარე | გურიის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ოზურგეთის მუნიციპალიტეტი |
თემი | შემოქმედი |
კოორდინატები | 41°53′35″ ჩ. გ. 42°06′05″ ა. გ. / 41.89306° ჩ. გ. 42.10139° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 250 მ |
მოსახლეობა | 344[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,4 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
მდებარეობს მესხეთის ქედის მთისწინეთში, მდინარე ბჟუჟის მარჯვნივ, ზღვის დონიდან 250 მ.-ზე., ოზურგეთიდან 9 კმ. ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა 2160 მმ. სოფელში არის საჯარო სკოლა.[2] სახელწოდება გომი აღნიშნავს საქონლის საზამთრო სადგომს.[3] სოფელში მოედინება მდინარე კალუა.
ისტორია
რედაქტირებაგომს მოიხსენიებს იოჰან გიულდენშტედტი (XVIII ს.). სოფელში არის წმ. გიორგის ეკლესია (XVI ს.). XIX საუკუნეში გომში იდგა იოანე ნათლისმცემლის სახელობის გუმბათიანი ხის ეკლესია. ტაძარში ინახებოდა ნათლისმცემლის ხატი წარწერით, რომელიც 1817 წლით თარიღდებოდა.[4] 1890-იან წლებში სოფელში ცხოვრობდა 40-მდე ოჯახი. თითქმის ყველა მათგანი მისდევდა მეფუტკრეობას. განთქმული იყო გომის „სანთლის არაყი“, რომელსაც აქაურები თაფლისგან ამზადებდნენ და ყიდდნენ.[5]
ეკონომიკა
რედაქტირებასოფლის ტერიტორიაზე მოწყობილია ჰიდროელექტროსადგური ბჟუჟჰესი და მისი სათავე ნაგებობა. სოფელში არის სიენიტების საბადო. 2016-2019 წლებში მაისის თვეში სოფელში იმართებოდა ექსტრემალური კაიაკინგის ყოველწლიური ჩემპიონატი.[6]
მოსახლეობა
რედაქტირებააღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
1908[7] | 567 | ||
1911[8] | 499 | ||
2002 | 462 | ||
2014 | 344 | 166 | 178 |
ცნობილი ადამიანები
რედაქტირება- გერასიმე მახარაძე – საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი
- ივანე გოლიაძე – ცირკის მსახიობი
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 214.
- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 93.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
- ↑ საგანმანათლებლო დაწესებულებების კატალოგი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-11-24. ციტირების თარიღი: 2018-12-26.
- ↑ ძნელაძე რ., „გურული დიალექტის ტოპონიმიკური ლექსიკა“, თბილისი: უნივერსალი, 2005. — გვ. 62, ISBN 99940-51-12-1.
- ↑ დიმიტრი ბაქრაძე, „არქეოლოგიური მოგზაურობა გურიასა და აჭარაში“, გვ.169 — ბათუმი, „საბჭოთა აჭარა“, 1987
- ↑ თედო სახოკია, „მოგზაურობანი“ გვ. 60— ბათუმი, „საბჭოთა აჭარა“, 1985
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-05-29. ციტირების თარიღი: 2018-05-03.
- ↑ Кавказский календарь на 1910 год
- ↑ Кавказский календарь на 1912 год