ბჟუჟჰესი
ჰიდროელექტროსადგური საქართველოში
ბჟუჟჰესი — ჰიდროელექტროსადგური საქართველოში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გომიდან 2,5 კილომეტრის მანძილზე, მდინარე ბჟუჟზე. ჰესის მშენებლობა გადაწყდა 1938 წელს და ის 1942 წელს უნდა დასრულებულიყო. ჰესის მშენებლობა გადაწყვეტილი იყო რაიონში ჩაის ფაბრიკების ელექტრომომარაგების და ჩაის პროდუქციის გაზრდის მიზნით. დაგეგმილი იყო 7,8 ათასი კვტ/სთ სიმძლავრის ჰესის აგება. მშენებლობა მიმდინარეობდა 1950-1956 წლებში, მასზე დასაქმებული იყო 1000-მდე ადამიანი. ჰესი გაიხსნა 1956 წლის 14 თებერვალს. მშენებლობას ხელმძღვანელობდა გიორგი სალუქვაძე. ამჟამად ჰესის მესაკუთრეა შ.პ.ს. „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“.
გალერეა
რედაქტირება-
რუსთაველის მედალიონი ბჟუჟჰესზე
-
ჰესის შენობა
-
სათავანი
ლიტერატურა
რედაქტირება- ჭანიშვილი, რ., ალავიძე, ო., „გიორგი სალუქვაძე 100”, თბილისი: ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი, 2014. — გვ. 51-55.