კვირიკეთი
სოფელი საქართველოში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში
კვირიკეთი — სოფელი საქართველოში, გურიის მხარის ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, შემოქმედის თემში (სოფლები: გომი, გონებისკარი, კვირიკეთი, შემოქმედი, წითელმთა). მდებარეობს მდინარე ბჟუჟის მარჯვნივ, ზღვის დონიდან 75 მ., ოზურგეთიდან 1,5 კმ. სოფელში არის საჯარო სკოლა.[2] საბჭოთა პერიოდში სოფელში გავრცელებული იყო მეჩაიეობა.
სოფელი | |
---|---|
კვირიკეთი | |
კვირიკეთის ეკლესია | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | გურიის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ოზურგეთის მუნიციპალიტეტი |
თემი | შემოქმედი |
კოორდინატები | 41°54′50″ ჩ. გ. 42°01′40″ ა. გ. / 41.91389° ჩ. გ. 42.02778° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 75 მ |
მოსახლეობა | 284[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 98,6 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
ეკლესია
რედაქტირებასოფელში დგას XIX საუკუნის წმინდა კვირიკესა და ივლიტას სახელობის დარბაზული ეკლესია. ქვით ნაგებ ტაძარში მოთარეშე ოსმალებს გუმბათი და ეკვდრები დაუნგრევიათ. 1828 წელს მის სამრევლოში 17 კომლი შედიოდა.[3] ეკლესია ორი კომლით ეკუთვნოდა კვიპროსზე მდებარე გიქოკოს მონასტერს. ტაძრის აღდგენა 1990 წლის თებერვალში დაიწყო და 1991 წლის 28 ივლისს დასრულდა.
მოსახლეობა
რედაქტირებააღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
1908[4] | 122 | ||
1911[5] | 114 | ||
2002 | 348 | ||
2014 | 284 | 125 | 159 |
ცნობილი ადამიანები
რედაქტირებასოფელში დაიბადნენ:
- ნესტორ კალანდარიშვილი - ანარქისტი და რევოლუციონერი. სოფელში მოქმედებდა მისი სახელობის სახლ-მუზეუმი;
- მელქისედეკ გუნთაიშვილი - ფირალი, ტერორისტი, რევოლუციონერი. დასაფლავებულია კვირიკეთის ეკლესიის ეზოში;
- გურამ თიკანაძე - ალპინისტი და ფოტოგრაფი;
- ივლიანე კეჭაყმაძე - მომღერალი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 499.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
- ↑ საგანმანათლებლო დაწესებულებების კატალოგი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2014-11-11.
- ↑ თეა ქართველიშვილი, „გურიის საეპისკოპოსოები“ გვ. 72 — „არტანუჯი“, თბილისი, 2006 ISBN 99940-11-89-8
- ↑ Кавказский календарь на 1910 год
- ↑ Кавказский календарь на 1912 год