ივლიანე კეჭაყმაძე

ივლიანე კეჭაყმაძე (დ. 1845, კვირიკეთი — გ. ოქტომბერი, 1947, იქვე) — ქართველი თვითნასწავლი მომღერალი, გურული ხალხური სიმღერების შემსრულებელი.

ივლიანე კეჭაყმაძე
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ივლიანე ყაფლანის ძე კეჭაყმაძე
დაბ. თარიღი 1855
დაბ. ადგილი კვირიკეთი
წარმოშობა გურია
გარდ. თარიღი ოქტომბერი, 1947
გარდ. ადგილი კვირიკეთი
ჟანრ(ებ)ი ფოლკლორი
საქმიანობა მომღერალი

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაამთავრა სოფლის სამრევლო სკოლა და შეუდგა სიმღერების შესწავლას, რომლისადმი სიყვარულს ბავშვობიდან ამჟღავნებდა. დაუახლოვდა გიორგი იობიშვილს და გიგო ერქომაიშვილს. აირჩიეს სოფელ შემოქმედის მამასახლისად. აპოლონ წულაძემ და ივლიანემ გურული „ზარი“ და „დატირება“ ჩააწერინეს მწერალ შალვა დადიანს. შექმნა ოჯახური ანსამბლი. მისი შთამომავალი იყო ცნობილი კომპოზიტორი იოსებ კეჭაყმაძე.

ლიტერატურა

რედაქტირება