გიორგი იობიშვილი

ქართველი თვითნასწავლი მომღერალი, ლოტბარი

გიორგი როსტომის ძე იობიშვილი (დ. 24 მაისი, 1849, მაკვანეთი — გ. თებერვალი, 1933, იქვე) — ქართველი თვითნასწავლი მომღერალი, ლოტბარი, გურული ხალხური სიმღერების შემსრულებელი.

გიორგი იობიშვილი
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 1849
დაბ. ადგილი მაკვანეთი
წარმოშობა გურია
გარდ. თარიღი თებერვალი, 1933
გარდ. ადგილი მაკვანეთი
ჟანრ(ებ)ი ფოლკლორი
საქმიანობა მომღერალი
მეუღლე ეგვიტი ბაბილოძე

ბიოგრაფია

რედაქტირება

გურიაში მცხოვრები იობიშვილები წარმოშობით რაჭიდან იყვნენ. გადმოცემის თანახმად ორი ძმა გაქცეულა რაჭიდან, რადგან იქ ბატონი მოულავთ. ერთი ძმა მიქელგაბრიელში დასახლებულა, მეორე კი მაკვანეთში, სადაც კალანდარიშვილის ქალი შეურთავს. მაკვანეთელი იობიშვილების შთამომავლები იყვნენ როსტომ და ოთარ იობიშვილები. როსტომს ჰყავდა ორი ქალი და ხუთი ვაჟი, მათგან ყველაზე უმცროსი იყო გიორგი. ოთარის შვილი ეგნატე ცნობილი მომღერალი იყო. როსტომი ადრე გარდაიცვალა და მცირეწლოვანი გიორგი ბიძა ეგნატემ აღზარდა. ეგნატე გიორგის სიმღერას ასწავლიდა. გიორგისთან ერთად სიმღერას სწავლობდა ეგნატეს დისწული ნანიკო ბურძგლა სოფელ შუხუთიდან. ვინმე სიხარულიძის ოჯახში ქორწილისას გიორგი იობიშვილი გაიცნეს გიგო ერქომაიშვილმა და გიორგი ბაბილოძემ. იობიშვილი ერქომაიშვილის გუნდის წევრი გახდა.

გიორგი იობიშვილი მონაწილეობდა რუსეთ-ოსმალეთის ომში 1877–1878 წლებში. იქ მან უმცროსი ოფიცრის წოდება და „წმინდა გიორგის სისხლის ჯვარი“ მიიღო.

მისი შვილი ტელემაკ იობიშვილი აგრეთვე ცნობილი მომღერალი იყო.

ლიტერატურა

რედაქტირება