შუხუთილანჩხუთის მუნიციპალიტეტის თემი, რომელიც მოიცავს სოფლებს ზემო შუხუთსა და ქვემო შუხუთს.

ისტორია რედაქტირება

შუხუთის ტერიტორია დასახლებული იყო უძველესი დროიდან. ჩვ. წ. V-VI საუკუნეებში შუხუთის ტერიტორიაზე არსებობდა ციხე-ქალაქი. ციხე-ქალაქის არსებობა დასტურდება სოფლის ტერიტორიაზე ნაპოვნი მასალით: V-VI საუკუნეების სასახლის ნაშთებით, V-VI საუკუნეების მთავარანგელოზის ტაძრის ნანგრევებით, ე.წ. „თერმას“ ტიპის აბანოს ნანგრევები და აბანოს იატაკის მოზაიკური ფრაგმენტით, ასევე კერამიკული მილების საკმაოდ რთული სისტემით. სავარაუდოდ, ქალაქის არსებობას ხელს უწყობდა თიხამიწით და კირქვით მდიდარი მიწა. ციხე-ქალაქის არქეოლოგიური გათხრები 1961 წელს განხორციელდა.

ტოპონიმი შუხუთი მოხსენიებულია 1708 წელს. თქმულების მიხედვით იგი წარმოიშვა თურქებისაგან, რომლებმაც ამ ადგილს უწოდეს უხუთი (აუღებელი). სოფელში იდგა ღვთისმშობლის ქვით ნაგები ეკლესია, ქვის გალავნით და ქვისავე მთავარანგელოზის ეკლესია. 1855 წელს, ყირიმის ომის დროს მოხდა ბრძოლა რუსეთისა და ოსმალეთის ჯარებს შორის. შუხუთში 18-23 სექტემბერს იმართებოდა ბაზრობა[1]1911 წელს სოფელში გაიხსნა საკრედიტო ამხანაგობა, რომელშიც 2000 ადამიანი იყო გაწევრებული.[2]1914 წელს სოფელში გაიხსნა ბიბლიოთეკა.[3]

ლელო რედაქტირება

 
ლელოს ბურთი შუხუთში, სასაფლაოზე

შუხუთი ცნობილია ლელობურთის შეჯიბით, რომელიც ყოველ აღდგომა დღეს იმართება. ლელოს ტრადიცია სათავეს შუხუთფერდის ბრძოლიდან იღებს. ლელოს გატანის წესები ასეთია: ბურთი იწონის ერთ ფუთს (16 კილოგრამს). ბურთის ტყავი ივსება სილით და ნახერხით. ძველად სანამ ბურთს ბოლომდე მოკერავდნენ, მანამდე აღდგომის წინა ღამეს, ბურთში აგუნას წვენს ასხამდნენ. აგუნა უძველესი წარმართული რიტუალიდან გადმოსული გაქრისტიანებული ღვინის დღესასწაულია. აგუნა შავი ღვინის, თაფლის, ბროწეულის წვენის ნაზავია. გამარჯვებული ის არის, ვინც ლელოს ღელის გადაღმა გადაიტანს თავის მოთამაშეებიანად.

კირქვა რედაქტირება

შუხუთის ტერიტორიაზე მოიპოვება კირქვა, რომელიც კირის დასამზადებლად გამოიყენება.

მოსახლეობა რედაქტირება

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი ქვემო შუხუთი ზემო შუხუთი
1893[4] 1409
1908[5]   1632
1911[6]   2609
2002   2122 1642 480
2014[7]   1607 1248 359

ცნობილი ადამიანები რედაქტირება

სოფელში დაიბადა სახალხო მომღერალი ნანიკო ბურძგლა.

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება