ნანიკო გაბრიელის ძე ბურძგლა (დ. 1855, შუხუთი — გ. 1922, მაკვანეთი) — ქართველი თვითნასწავლი მომღერალი, გურული ხალხური სიმღერების შემსრულებელი.

ნანიკო ბურძგლა
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 1855
დაბ. ადგილი შუხუთი
წარმოშობა გურია
გარდ. თარიღი 1922
გარდ. ადგილი მაკვანეთი
ჟანრ(ებ)ი ფოლკლორი
საქმიანობა მომღერალი

ბიოგრაფია

რედაქტირება

მშობლები ადრე გარდაეცვალა. აღზარდა ბიძამ, ეგნატე იობიშვილმა. იობიშვილმა ბურძგლა გადაიყვანა მაკვანეთში, სადაც ბურძგლა დაუახლოვდა გიორგი იობიშვილს, რომელთან ერთადაც სწავლობდა სიმღერას ეგნატესგან. დაუახლოვდა გიგო ერქომაიშვილს და გახდა მისი გუნდის წევრი. იყო გონებაგამჭრიახი, ხუმარა, ენაწყლიანი, მშრომელი გლეხი.ჰქონდა დიდი დიაპაზონი ხმა. ასრულებდა როგორც პირველ ხმას, ასევე გამყივანს.

ლიტერატურა

რედაქტირება