გონებისკარი

სოფელი საქართველოში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში

გონებისკარისოფელი საქართველოში, გურიის მხარის ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, შემოქმედის ადმინისტრაციულ ერთეულში (სოფლები: გომი, გონებისკარი, კვირიკეთი, შემოქმედი, წითელმთა).

სოფელი
გონებისკარი

სოფლის ხედი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე გურიის მხარე
მუნიციპალიტეტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
თემი შემოქმედი
კოორდინატები 41°54′20″ ჩ. გ. 42°05′00″ ა. გ. / 41.90556° ჩ. გ. 42.08333° ა. გ. / 41.90556; 42.08333
ადრეული სახელები გომების კარი, ფატარი, კარისყურე
ცენტრის სიმაღლე 190
მოსახლეობა 88[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
გონებისკარი — საქართველო
გონებისკარი
გონებისკარი — გურიის მხარე
გონებისკარი

მდებარეობს მესხეთის ქედის მთისწინეთში, მდინარე ბჟუჟის ნაპირებზე, ზღვის დონიდან 190 მ.-ზე, ოზურგეთიდან 6 კმ., შემოქმედიდან 1 კმ. სოფელში დაიბადა ბოლშევიკი რევოლუციონერი ფილიპე მახარაძე.

სოფლის ძველი სახელწოდებაა გომების კარი. XIX საუკუნეში ეწოდებოდა კარისყურე (კარისყური). 1851-1852 წლებში გლეხებმა დიანოს სურგულაძის და გოგია მამაკაიშვილის ხელმძღვანელობით შეიარაღებული გამოსვლა მოაწყვეს.[2] 1871-1916 და 1862-1896 წლებში იმერეთის სინოდის კანტორის მეტრიკული წიგნების საძიებელში ფიქსირდება კარისყურის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, რომელიც ასევე იხსენიება არქიმანდრიტ არსენ მგალობლიშვილის მიერ 1828 წელს შედგენილ შემოქმედის ეპარქიის ეკლესიების სიაში. ეკლესიის მრევლი 20 კომლს შეადგენდა. ეკლესია იყო ხის, გუმბათიანი. მასში ინახებოდა წმინდა გიორგის წარწერიანი ხატი.[3]

მოსახლეობა

რედაქტირება
აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1908[4] 434
1911[5]   560
2002   156
2014   88 48 40

ღირსშესანიშნაობანი

რედაქტირება

ქვის საწნახელი

რედაქტირება
 
ქვის საწნახელი მესხისეულში

სოფელ გონებისკარის განაპირა უბანში, „მესხისეულში“, მომაღლო ბორცვის ვაკობ ადგილას შემორჩენილი არის ქვის მასიური საწნახელი. გრუნტი, რომელშიც საწნახელია გამოკვეთილი მიწის ზედაპირიდან 40 სმ-ით არის აწეული, გრუნტის სიგრძე 8 მეტრია, სიგანე 2,5 მ. ამოკვეთილი საწნახელის სიგრძე 6 მეტრია, სიგანე 120 სმ, სიღრმე 90 სმ. საწნახელი ოდნავ დაქანებულია სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ. მის ირგვლივ 80 კვ. მ. შემოღობილი იყო ფლეთილი ქვის ყორით.[6] ასეთივე საწნახელია შემორჩენილი ადგილ „მომწვარაში“. საწნახელი გამოთლილია ქვის მასალით, სავსეა წყლით და სიძველისგან ხავსი აქვს მოდებული.[7]

ფილიპე მახარაძის სახლი

რედაქტირება
 
ფილიპე მახარაძის სახლი

ფილიპე მახარაძის სახლ-მუზეუმი გაიხსნა 1957 წლის 3 ნოემბერს სახლში, სადაც მახარაძე დაიბადა. მუზეუმი ამჟამად არ ფუნქციონირებს. სანახევროდ დანგრეული სახლი წარმოადგენს ტრადიციული დასავლეთ ქართული არქიტექტურის ტიპურ ნიმუშს, ხის ოდას, საცხოვრებელი ოთახებითა და აივნით. ეზოს შესასვლელთან შემორჩენილია 1950-იანი წლების თაღი.[8]

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
  2. შემოქმედელ გლეხთა აჯანყება 1850
  3. დიმიტრი ბაქრაძე, „არქეოლოგიური მოგზაურობა გურიასა და აჭარაში“, გვ.169 — ბათუმი, „საბჭოთა აჭარა“, 1987
  4. «Кавказский календарь» на 1910 год
  5. Кавказский календарь на 1912 год
  6. ე. გოგუაძე, „ფლეთილი ქვის საწნახელი“ // ლენინის დროშა // N49 — 1980 წ.
  7. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის პორტალი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-09-29. ციტირების თარიღი: 2019-09-29.
  8. ფილიპე მახარაძის სახლ-მუზეუმი