წითელმთა
სოფელი საქართველოში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში
წითელმთა — სოფელი საქართველოში, გურიის მხარის ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, შემოქმედის თემში (სოფლები: გომი, გონებისკარი, კვირიკეთი, შემოქმედი, წითელმთა). მდებარეობს მდინარე ბჟუჟის ნაპირებზე, ზღვის დონიდან 170 მ.-ზე, ოზურგეთიდან 2 კმ. სოფელში ჩამოედინება მცირე მდინარე კიკვატა, რომელიც ბჟუჟის მარცხენა შენაკადია. სოფელში არის ოქრას საბადო, ეკლესია, საოჯახო სასტუმრო.
სოფელი | |
---|---|
წითელმთა | |
საოჯახო სასტუმრო წითელმთაში | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | გურიის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ოზურგეთის მუნიციპალიტეტი |
თემი | შემოქმედი |
კოორდინატები | 41°54′46″ ჩ. გ. 42°02′42″ ა. გ. / 41.91277806° ჩ. გ. 42.04500000° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 170 მ |
მოსახლეობა | 591[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
ისტორია
რედაქტირება1828 წლისთვის სოფელში იდგა წმინდა გიორგის სახელობის ხის ეკლესია, რომლის სამრევლო შეადგენდა 26 კომლს.[2] 1983 წელს სოფელში აშენდა სასროლეთის კომლექსი.
მოსახლეობა
რედაქტირებააღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
1908[3] | 475 | ||
1911[4] | 514 | ||
2002 | 707 | ||
2014 | 591 | 279 | 312 |
ცნობილი ადამიანები
რედაქტირება- გოგია ლომჯარია (1860-1886) — ფირალი
- ალექსანდრე ერქომაიშვილი (1887-1937) — რევოლუციონერი
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 320.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
- ↑ *ქართველიშვილი თ., გურიის საეპისკოპოსოები, თბილისი: „არტანუჯი“, 2006. — გვ. 71, ISBN 99940-11-89-8.
- ↑ Кавказский календарь на 1910 год
- ↑ Кавказский календарь на 1912 год