ნესტორ ერქომაიშვილი
ნესტორ ერქომაიშვილი (დ. 1 აგვისტო, 1862, წითელმთა ― გ. უცნობია) — ქართველი რევოლუციონერი.
ბიოგრაფია
რედაქტირება1903 წლიდან იყო რსდმპ-ის გურიის ორგანიზაციის და გურიის გლეხთა მოძრაობის აქტიური წევრი, შემოქმედის სასოფლო საზოგადოების წარმომადგენელი და წითელი რაზმის მეთაური. ბათუმის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ორგანიზაციის მხრიდან გლეხთა და მებრძოლთა შორის ავრცელებდა არალეგალურ ლიტერატურას და ეწეოდა აგიტაციას.
1905 წლის ოქტომბერში. გრიგოლ დუმბაძესთან და სხვა თანამებრძოლებთან ერთად მონაწილეობდა ოზურგეთის პოლიციის სამაზრო სამმართველოს 30-მდე სტრაჟნიკის განიარაღებაში. ბათუმში 7 "გოროდოვოის" განიარაღებაში. 20 ოქტომბერს იყო ნასაკირალის ბრძოლის ერთ-ერთი მეთაური. იყო გურიის კომიტეტის წევრი და ბენიამინ ჩხიკვიშვილის მცველი.
1906 წლის 17 მარტს ჩაბარდა პოლიციას. გაასამართლეს და ქუთაისის ციხეში ჩასვეს; 1908 წელს ოდესაში შემდგარ სასამართლო პროცესზე გაასამართლეს გურიის რესპუბლიკის საქმეზე და მიუსაჯეს კატორღა 6 წლით. 1914-1917 წლებში გადასახლებული იყო ციმბირში, ენისეისკის გუბერნიის სოფელ ტარეევოში. რევოლუციის შემდეგ საქართველოში დაბრუნდა, იყო პოლიტკატორღელთა საზოგადოების წევრი (№1661).
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II / იოსებ იმედაშვილი.-თბ. ,2021.- გვ.100