გოდოგანი (თერჯოლის მუნიციპალიტეტი)

სოფელი საქართველოში, თერჯოლის მუნიციპალიტეტში.
(გადამისამართდა გვერდიდან გოდოგანი (თერჯოლის რაიონი))
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გოდოგანი.

გოდოგანისოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის თერჯოლის მუნიციპალიტეტში, ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრი (სოფლები: ბროლისქედი, ნაგარევი, ჭალასთავი).

სოფელი
გოდოგანი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე იმერეთის მხარე
მუნიციპალიტეტი თერჯოლის მუნიციპალიტეტი
თემი გოდოგანი
კოორდინატები 42°15′34″ ჩ. გ. 42°46′54″ ა. გ. / 42.25944° ჩ. გ. 42.78167° ა. გ. / 42.25944; 42.78167
ცენტრის სიმაღლე 240
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 1462[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,8 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
გოდოგანი (თერჯოლის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
გოდოგანი (თერჯოლის მუნიციპალიტეტი)
გოდოგანი (თერჯოლის მუნიციპალიტეტი) — იმერეთის მხარე
გოდოგანი (თერჯოლის მუნიციპალიტეტი)

გეოგრაფია

რედაქტირება

სოფელი მდებარეობს ჩრდილოეთ იმერეთის მთისწინეთში, ბროლის ქედის დასავლეთით, მდინარე ჭიშურის (ყვირილის მარჯვენა შენაკადი) მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან 240 მეტრი, თერჯოლიდან 24 კილომეტრი. სოფელში არის მუხის ტყე.

სოფელში, მდინარე წყალწითელის ხეობის მარცხენა კალთაზე, 150 მ სიმაღლეზე არის კარსტრული მღვიმე საკაჟია. საკაჟია ამიერკავკასიაში მიკვლეული პირველი პალეოლითური ძეგლია. აღმოაჩინეს 1914 წელს. მღვიმეს რუდოლფ ვირხოვის სახელი ეწოდა. 1936 წელს აღადგინეს ძეგლის ძველი სახელწოდება — „საკაჟია“. აღმოჩენილია მრავალრიცხოვანი არქეოლოგიური და პალეონტოლოგიური მასალა, რომელიც დაცულია სახელმწიფო მუზეუმში.

გოდოგნის მაცხოვრის სახელობის ეკლესია X საუკუნით თარიღდება და მისი აშენება დავით აღმაშენებლის სახელს უკავშირდება.[2] გოდოგანში ასევე დგას 1873 წელს აშენებული ეკლესია. 1926 წლისთვის გოდოგნის თემი შედგებოდა ოთხი სოფლიდგან და მისი მოსახლეობა შეადგენდა 3336 ადამიანს, ხოლო ფართობი 48,8 კმ²-ს.

კულტურის ძეგლები

რედაქტირება

დემოგრაფია

რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1462 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1908[3] 1689
1911[4]   1319
2002[5]  1765 827 938
2014[1]   1462 724 738

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. ბოჭორიძე გ. "იმერეთის ისტორიული ძეგლები", თბილისი, 1995.-გვ. 120-124
  3. Кавказскій календарь на 1910 годъ, Тифлись, 1909, стр. 226.
  4. Кавказскій календарь на 1912 годъ, Тифлись, 1911, стр. 143.
  5. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II