გოდოგანის ხიდი
გოდოგანის ხიდი — არქიტექტურული ძეგლი თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ გოდოგანში. იგი დღეისათვის, გამოუყენებელია. თაღოვანი ხიდი ირეგულარული და ნაწილობრივ რეგულარული წყობით არის აგებული. საფუძველი რეგულარულად განაწილებული, თანაბარი ზომის ქვების რიგით განისაზღვრება.
ქვედა ნაწილში დიდი ქვებისწყობაა ჰორიზონტალურად,თანმიმდევრულად განლაგებულ მასალას შორის არის მოქცეული. თაღი საკმაოდ მაღალია და მართობულად აღმართულ კედელ-ბურჯებს არის დამყარებული, მისი საფუძველი კლდეს არის დაყრდნობილი. ნაგებობა, დღეისათვის, მცენარეული საფარით არის დაფარული, ჩამოცვენილია ქვების ნაწილი. ხიდის კიდეზე, ზედაპირში, კონსტრუქციული სიმყარისათვის ლითონის ძელია გამოყენებული.ხიდი, მის სიახლოვეს აგებულ კიდევ ერთ ხიდსა და სხვა საინჟინრო ნაგებობებთან ერთად, ხეობაში, მიმდებარედ ერთიან ანსამბლს ქმნის.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 8434