გოდოგანის ოქროს ჯვრის ეკლესია

გოდოგანის ოქროს ჯვრის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი თერჯოლის მუნიციპალიტეტში, სოფელ გოდოგანში.

გოდოგანის ოქროს ჯვრის ეკლესია დარბაზული ნაგებობაა, ნაშენია კარგად გათლილი ქვებით. ეკლესიას შესასვლელი აქვს დასავლეთიდან, სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან. ტაძრის სარკმლები შიდა მხრიდან გაფართოებულია. ეკლესიას სულ რვა სარკმელი აქვს, სამი აღმოსავლეთით, ორ-ორი სამხრეთითა და ჩრდილოეთით, ხოლო ერთი მცირე ზომის სარკმელი დასავლეთით. ეკლესიის კედლები ეყრდნობა ორ კიბისებურ ცოკოლს. საკურთხეველი გამოყოფილია თანადროული კანკელით. დასავლეთის კარიბჭის თავზე სამშენებლო წარწერაა ამოკვეთილი, რომელშიც მოხსენიებულია ოსტატი ისიდორე ბერეკაშვილი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 16978