გოდოგნის მთავარანგელოზთა ეკლესია
გოდოგნის მთავარანგელოზთა ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ გოდოგანში.
ეკლესია დღესდღეობით მთლიანად დანგრეულია, მის ადგილზე კი აშენებულია ახალი მცირე ზომის ეკლესია, რომელიც აშენებულია გასული საუკუნის 2000-იან წლებში. ეკლესიის მშენებლობის დროს თითქმის მთლიანად დაშალეს ძველი კედლები. ძველი ქვები დღესდღეობით ირგვლივაა მიმოფანტული. ზოგიერთი ქვისაგან გაკეთებულია დეკორაციული კედლები და ეკლესიის შესასვლელი თაღოვანი კარიბჭე. ძველი საფასადო ქვები კარგად გათლილია, ასევე კარგადაა გამოყვანილი თაღის მალები.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 19192