გოდოგანის მაცხოვრის ეკლესია

გოდოგანის მაცხოვრის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი საქართველოში, თერჯოლის მუნიციპალიტეტში, სოფელ გოდოგანში. ეკლესია დარბაზული ტიპისაა.

გოდოგანის მაცხოვრის ეკლესია
გოდოგანის მაცხოვრის ეკლესია — საქართველო
გოდოგანის მაცხოვრის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
პროვინცია იმერეთის მხარე
მუნიციპალიტეტი თერჯოლის მუნიციპალიტეტი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული ტიპი დარბაზული
თარიღდება XVI საუკუნე

ეკლესია დარბაზული ტიპისაა. ეკლესიას დასავლეთიდან, სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან კარებები აქვს. შიდა მხრიდან სარკმლები გაფართოებულია. სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან იკითხება მინაშენების კვალი. ეკლესიის აღმოსავლეთ ფასადზე ჯვარია გამოკვეთილი და მამაკაცის გამოსახულება. საკურთხეველში ეკლესიას აქვს ორი ნიშა, აქედან სამხრეთის ნიშა მაღალი და შეისრულთაღოვანია, ხოლო ჩრდილოეთის ნიშა ოთკუთხა ფორმისაა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 9253