გოდოგანის წმინდა გიორგის ეკლესია

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

გოდოგანის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი თერჯოლის მუნიციპალიტეტში, სოფელ გოდოგანში.

გოდოგანის წმინდა გიორგის ეკლესია დარბაზული ტიპისაა. ეკლესიას ორი კარი აქვს დასავლეთიდან და სამხრეთიდან. სარკმელები შიდა მხრიდან გაფართოებულია. საკურთხეველში ტაძარს აქვს სამი ნიშა. ეკლესიის ზომებია 8,9 X 6.6 მეტრი, კედლის სისქე 1.1 მეტრი, კარის სიმაღლე 2.3, ხოლო სიგანე 1 მეტრია.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 8430