ჭიშურა (ყვირილის შენაკადი)

მდინარე საქართველოში, იმერეთის მხარეში
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჭიშურა (მრავალმნიშვნელოვანი).

ჭიშურამდინარე ტყიბულისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტებში, მდინარე ყვირილის მარჯვენა შენაკადი.

ჭიშურა
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეულები იმერეთის მხარე
სათავე 42°16′18″ ჩ. გ. 42°50′59″ ა. გ. / 42.271917° ჩ. გ. 42.849972° ა. გ. / 42.271917; 42.849972
სათავის მდებარეობა სოფელი ცუცხვათი, საქართველო
სათავის სიმაღლე 620 მ
შესართავი ყვირილა
42°12′26″ ჩ. გ. 42°47′58″ ა. გ. / 42.207222° ჩ. გ. 42.799472° ა. გ. / 42.207222; 42.799472
შესართავის მდებარეობა სოფელი ნახშირღელე, საქართველო
სიგრძე 14 კმ
აუზის ფართობი 53,5 კმ²
წყლის ხარჯი (საშ.) 1,76 მ³/წმ
ჭიშურა (ყვირილის შენაკადი) — საქართველო
ჭიშურა (ყვირილის შენაკადი)
ჭიშურა (ყვირილის შენაკადი)
ჭიშურა (ყვირილის შენაკადი) — იმერეთის მხარე
ჭიშურა (ყვირილის შენაკადი)
ჭიშურა (ყვირილის შენაკადი)
— სათავე, — შესართავი

მდინარის სიგრძეა 14 კილომეტრი, აუზის ფართობი — 53,5 კვ.კმ. სათავე აქვს ცუცხვათის ქვაბულში, ზღვის დონიდან 620 მეტრ სიმაღლეზე, საზრდოობს წვიმის, თოვლის და მიწისქვეშა წყლით. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან — 1,76 კუბ.მ/წმ.

ჭიშურა სოფელ ნახშირღელეში ერთვის მდინარე ყვირილას, ნახშირღელის მიდამოებში ჭიშურა 3 კმ-ის მანძილზე მიედინება, აქ გვხვდება ორი ჩანჩქერი, რომლებსაც ადგილობრივები დიდი და პატარა ჩქერის სახელწოდებით მოიხსენიებენ. ასევე ჭიშურის ხეობაში გაშენებულია რესტორანი ჭიშურა. ამ მიდამოებში მრავლად არის წყაროები, რომლითაც მდინარე ჭიშურა საზრდოობს. მდინარის დელტასთან ახლოს, საავტომობილო მაგისტრალის ქუთაისის შემოვლით მონაკვეთზე აშენებულია ხიდი, რომლის სიგრძე 800 მეტრია.

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება