გვინეა
გვინეა (ფრანგ. Guinée), ოფიციალურად გვინეის რესპუბლიკა (ფრანგ. République de Guinée) — სახელმწიფო დასავლეთ აფრიკაში. ჩრდილოეთიდან ესაზღვრება სენეგალი, ჩრდილო-აღმოსავლეთიდან — მალი, აღმოსავლეთიდან — კოტ-დ’ივუარი, სამხრეთიდან — ლიბერია და სიერა-ლეონე, ხოლო ჩრდილო-დასავლეთიდან გვინეა-ბისაუ. დასავლეთიდან გასასვლელი აქვს ატლანტის ოკეანეში. დედაქალაქი კონაკრი.
გვინეის რესპუბლიკა République de Guinée გვინეა |
||||||
---|---|---|---|---|---|---|
ჰიმნი: თავისუფლება |
||||||
|
||||||
დედაქალაქი (და უდიდესი ქალაქი) | კონაკრი 9°31′ ჩ. გ. 13°42′ დ. გ. / 9.517° ჩ. გ. 13.700° დ. გ. | |||||
ოფიციალური ენა | ფრანგული ენა, პულაარ კისი, კპელე, მანინკა, სუსუ, ტომა | |||||
მთავრობა | უნიტარული სამხედრო ხუნტა | |||||
- | შერიგებისა და განვითარების ეროვნული კომიტეტი | მამადი დუმბუია | ||||
ფართობი | ||||||
- | სულ | 245 857 კმ2 (78-ე) | ||||
მოსახლეობა | ||||||
- | 2005 შეფასებით | 9 402 000 (83-ე) | ||||
- | 1996 აღწერა | 7 156 406 | ||||
- | სიმჭიდროვე | 38 კაცი/კმ2 (164-ე) | ||||
მშპ (მუპ) | 2005 შეფასებით | |||||
- | სულ | $18,879 მილიარდი (111-ე) | ||||
- | ერთ მოსახლეზე | $2 035 (142-ე) | ||||
აგი (2007) | 0,456 (დაბალი) (160-ე) | |||||
ვალუტა | გვინეური ფრანკი (GNF ) |
|||||
დროის სარტყელი | UTC±00:00 | |||||
ქვეყნის კოდი | GIN | |||||
Internet TLD | .gn | |||||
სატელეფონო კოდი | 224 |
ბუნება
რედაქტირებაგვინეის ტერიტორია თითქმის მთლიანად სუბეკვატორულ სარტყელშია. ატლანტის ოკეანის ვიწრო სანაპირო ზოლი დაბლობს უჭირავს. ქვეყნის სიღრმეში აღმართულია მდინარეთა ხეობებით დასერილი ფუტა-ჯალონის პლატო (მთა ტამგე 1537 მ) და ჩრდილოეთ გვინეის მაღლობი (მთა ნიმბა 1752 მ). ჩრდილო-აღმოსავლეთით ვაკეა (300-400 მ). სასარგებლო წიაღისეულიდან მოიპოვება რკინის მადანი, ალმასი, ბოქსიტები და ოქრო.
ჰავა
რედაქტირებაჰავა ეკვატორულ-მუსონურია, ცხელი, ზაფხულობით - ნოტიო. ყველაზე ცხელი თვის (მარტი ან აპრილი) საშუალო ტემპერატურა სანაპიროზე 27-დან 30 °C-მდეა, შიგა მაღლობ რაიონებში 23 °C-მდე. ყველაზე ცივი თვისა (აგვისტო), შესაბამისად, 24-დან 26 °C-მდე და 18 °C-მდე. ნალექები 1200-1500 მმ წელიწადში, სანაპიროს ზოგ რაიონში 4000 მმ-ზე მეტი.
შიგა წყლები
რედაქტირებამდინარეთა ქსელი ხშირია. მათი დიდი ნაწილი სათავეს ფუტა-ჯალონის პლატოსა და ჩრდილოეთ გვინეის მაღლობზე იღებს. მთავარი მდინარეებია: გამბია, ნიგერი, ბაფინგი, კონკურე და სხვა. ეს მდინარეები უმთავრესად ჭორომიანია და სანაოსნოდ მხოლოდ შესართავთან იყენებენ.
ნიადაგები და ფლორა
რედაქტირებასანაპირო დაბლობის გაეწერებულ ლატერიტულ ნიადაგებზე წარსულში მარადმწვანე ნოტიო ეკვატორული ტყეები იყო. ამჟამად ეს ტყეები აქა-იქღაა შემორჩენილი. სანაპიროს გასწვრივ დამლაშებულ ქვიშიან ნიადაგებზე მანგროვიანი ტყეებია. გვინეის დანარჩენ ტერიტორიაზე ჭარბობს მეორეული ტყეები და წითელმიწა ნიადაგებზე განვითარებული სავანები.
ფაუნა
რედაქტირებაგვინეის ცხოველთა სამყარო ანთროპოგენური ზემოქმედების შედეგად მნიშვნელოვნად გაღარიბდა. შემორჩენილია სპილო, ბეჰემოთი, ანტილოპა, გარეული ღორი, ჯიქი, ავაზა. ბევრია მაიმუნი, გველი, ფრინველი. სანაპირო წყლები მდიდარია თევზით.
ისტორია
რედაქტირებაგვინეის ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხების ადრინდელი ისტორია სუსტადაა შესწავლილი. XV საუკუნის შუა წლებში გვინეის ტერიტორიაზე დამკვიდრდნენ პირველი ევროპელები (პორტუგალიელი ზღვაოსნები), რომლებიც XIX საუკუნემდე ეწეოდნენ მონებით ვაჭრობას.
XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან ევროპულმა სახელმწიფოებმა დაიწყეს გვინეის დაპყრობა. კოლონიურ იმპერიებს შორის მეტოქეობა საფრანგეთის გამარჯვებით დასრულდა. 1895 წლამდე გვინეაში საფრანგეთის სამფლობელოები საფრანგეთის კოლონია სენეგალის შემადგენლობაში შედიოდა, შემდეგ ისინი ცალკე კოლონიებად გაიყო. 1904-1958 წლებში საფრანგეთის გვინეა საფრანგეთის დასავლეთ აფრიკის „ტერიტორიად“ ითვლებოდა.
1958 წლის 2 ოქტომბერს ტერიტორიის ასამბლეამ 1958 წლის 28 სექტემბრის რეფერენდუმის შესაბამისად დამოუკიდებელი გვინეის რესპუბლიკის შექმნა გამოაცხადა. დეკემბერში გვინეა გაეროში მიიღეს. ქვეყნის პრეზიდენტი და მთავრობის მეთაური გახდა სეკუ ტურე.
გვინეის მთავრობამ განახორციელა მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული რეფორმები. 1958 წელს გაუქმდა ბელადების ინსტიტუტი, შემოიღეს ადგილობრივი ხელისუფლების არჩევნები; გამოცხადდა ქალთა თანასწორუფლებიანობა. 1959 წელს დაწესდა შვებულების ანაზღაურება, პენსიები ზოგიერთი კატეგორიის მშრომელებისათვის. 1959 წლის 1 ნოემბერს მთავრობამ აკრძალა მიწების ყიდვა-გაყიდვა, იჯარა და სხვა მთავრობის ორგანოების სანქციების გარეშე.
1970 წლის ნოემბერში პორტუგალიელებმა გვინეის მთავრობის დამხობის მიზნით ქვეყნის ტერიტორიაზე დაქირავებული რაზმები გადასხეს, თუმცა ისინი გვინეის შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურეს. 1971 წელს მიმდინარეობდა პორტუგალიის აგრესიის შედეგების ლიკვიდაცია.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 143-145.