ბეჰემოთი
ბეჰემოთი ან ჰიპოპოტამი (ლათ. Hippopotamus amphibius; ლათინურად: hippopotamos < ბერძნული: ιπποπόταμος , „ჰიპოს“ – ცხენი და „პოტამოს“ – მდინარე) – დიდი ბალახისმჭამელი აფრიკული ძუძუმწოვარი. ბეჰემოთისებრთა (Hippopotamidae) ოჯახის ორი გადარჩენილი სახეობიდან ერთ-ერთი (მეორე სახეობაა ლიბერიული, ანუ ჯუჯა ბეჰემოთი).
ბეჰემოთი | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
![]() ბეჰემოთები, ლუანგვას ველი, ზამბია | |||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||
Hippopotamus amphibius (Linnaeus, 1758) | |||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||
მოწყვლადი IUCN 3.1 Vulnerable : 10103 | |||||||||||||
|
ზრდასრული ჰიპოპოტამი 4-5 მეტრის სიგრძისაა და დაახლოებით 3 600 კილოგრამს იწონის. ბეჰემოთს „ძალა თეძოებში აქვს“ ანუ უკანა ფეხების კუნთებში. მუცლის სქელი ტყავი ეხმარება მას, როცა თავისი მოკლე ფეხებით მდინარის ქვიან ფსკერზე გადაადგილდება. ყოველდღიურად ბეჰემოტის კუჭში 90-დან 180 კილოგრამამდე მცენარეული საკვები ჩადის. დანაყრების შემდეგ ბეჰემოთი წვება ლოტოსის ან ალვის ხის ჩრდილქვეშ. თუ მდინარე, რომელშიც ის ბინადრობს, ადიდდება, მას შეუძლია თავამოყოფილმა გაცუროს დინების საპირისპირო მხარეს.
რესურსები ინტერნეტშირედაქტირება
- IUCN Hippo Specialist Group დაარქივებული 2011-04-16 საიტზე Wayback Machine.
- Hippos of Lake Edward დაარქივებული 2008-10-03 საიტზე Wayback Machine.