შუანი
შუანი — ზოგი ძუძუმწოვრის (სპილოს, ბეჰემოთის, ტახის და სხვ.) ძლიერ განვითარებული კბილების (ორივე ყბის ეშვებისა და საჭრელებისა) ზოგადი სახელწოდება. ყველაზე დიდი ზომის შუანი (სიგრძე 2–2,5 მ, მასა 30–50 კგ, იშვიათად 90 კგ) აქვს აფრიკულ სპილოს, კიდევ უფრო დიდი ჰქონდათ მამონტებს. ცხოველებისათვის შუანი თავდასხმის და თავდაცვის საშალებაა, ხოლო ზოგიერთი ნამარხი ცხოველის (მაგ., პლატიბელოდონი) ნიჩბისებრი გაბრტყელებული შუანი საკვების მოპოვების საშუალებაც იყო. შუანს მხატვრული ნაკეთობების დასამზადებლად იყენებენ.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 51.