ჯუჯა ბეჰემოთი
ჯუჯა ბეჰემოთი,[1] ლიბერიული ბეჰემოთი (ლათ. Choeropsis liberiensis) — ძუძუმწოვარი ცხოველი ბეჰემოთისებრთა ოჯახისა. ჩვეულებრივი ბეჰემოთისგან მნიშვნელოვნად მცირე ზომებით გამოირჩევა. სხეულის სიგრძე 1,9 მეტრამდეა, სიმაღლე მინდაოში 80 სმ-მდე, მასა 275 კგ-მდე. კანი შიშველია, თმის საფარველი შემორჩენილია მხოლოდ ტუჩებზე, ყურებსა და კუდზე. ზურგი მომწვანო-შავია, გვერდები მუქი რუხი, მუცელი მორუხო-თეთრი. კანის ჯირკვლების მიერ გამომუშავებული სეკრეტი უფეროა. ცხოვრობს ლიბერიის, გვინეის, სიერა-ლეონესა და ნიგერიის ნოტიო ტროპიკულ ტყეებში, წყალთან ახლოს. ცხოვრების წესით, ჰიპოპოტამთან შედარებით წყალთან უფრო ნაკლებადაა შეგუებული. ცხოვრობს მარტოსულად ან წყვილებად. აქტიურია ღამით. იკვებება სხვადასხვა მცენარით.[2] მაკეობა გრძელდება 200 დღემდე.[1] შობს 1 ნაშიერს, რომელიც დედასთან რჩება 3 წლის ასაკამდე.[2] ტყვეობაში მრავლდება.[1]
ჯუჯა ბეჰემოთი | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ჯუჯა ბეჰემოთი რომის ზოოპარკში | |||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||
Choeropsis liberiensis (Morton, 1849) | |||||||||||||
სინონიმები | |||||||||||||
| |||||||||||||
ქვესახეობები | |||||||||||||
| |||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||
სტატუსი არ არის მითითებული ძიება IUCN-ის ვებ-გვერდზე: ??? | |||||||||||||
გავრცელება | |||||||||||||
ქვესახეობების გავრცელება | |||||||||||||
|
შეტანილია ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის წითელ ნუსხაში, როგორც საფრთხეში მყოფი სახეობა, და CITES-ის II დანართში.[3]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 ბეჰემოთისებრნი // ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 352.
- ↑ 2.0 2.1 Щипанов Н. А. Бегемоты // Большая российская энциклопедия. т. 3. — М., 2005. — стр. 154.
- ↑ Ransom, C.; Robinson, P.T.; Collen, B. (2015). „Choeropsis liberiensis“. IUCN Red List of Threatened Species. 2015: e.T10032A18567171. doi:10.2305/IUCN.UK.2015-2.RLTS.T10032A18567171.en. ციტირების თარიღი: 27 August 2021.