გერტრუდა ბელი
გერტრუდა მარგარეტ ბელი (ინგლ. Gertrude Bell; დ. 14 ივლისი, 1868 - გ. 12 ივლისი, 1926) — ინგლისელი მწერალი, მოგზაური, პოლიტიკური ოფიცერი, ადმინისტრატორი და არქეოლოგი,[2] რომელმაც საკმაოდ დიდი როლი ითამაშა ბრიტანეთის იმპერიის პოლიტიკაში. სირია-პალესტინაში, მესოპოტამიაში, მცირე აზიასა და არაბეთში მოგზაურობით მან დიდი ცოდნა და საჭირო კონტაქტები შეიძინა.[3] თომას ლოურენსთან ერთად ბელი დაეხმარა ჰაშიმიდურ დინასტიებს დღევანდელ იორდანიაში და ასევე ერაყში.
გერტრუდა ბელი | |
---|---|
გერტრუდა ბელი 1909 წელს, ბაბილონის არქეოლოგიური გათხრების ვიზიტისას | |
დაბადების სახელი | გერტრუდა მარგარეტ ლოუთიან ბელი |
დაბადების თარიღი |
14 ივლისი, 1868 ვაშინგტონ ნიუ ჰოლი, ინგლისი |
გარდაცვალების თარიღი |
12 ივლისი, 1926 (57 წლის) ბაღდადი, ერაყი |
ეროვნება | ინგლისელი |
განათლება | ოქსფორდის უნივერსიტეტი |
საქმიანობა | მოგზაური, პოლიტიკური ოფიცერი |
მშობლები |
მამა: სერ ჰიუჯ ბელი დედა: მერი ბელი[1] |
მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ერაყის თანამედროვე სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში და ადმინისტრირებაში.
ადრეული ცხოვრება
რედაქტირებაგერტრუდა ბელი დაიბადა 1868 წლის 14 ივლისს, ვაშინგტონის ნიუ ჰოლში, ინგლისში, ოჯახში, რომელმაც უზრუნველყო მისი განათლება და მოგზაურობები.[4] იყო საკმაოდ ენერგიული, ინტელექტუალური, ხოლო მოგზაურობებისადმი მისმა წყურვილმა განსაზღვრა კიდეც მისი ცხოვრება. ბაბუამისი, ინდუსტრიალისტი სერ ისააკ ბელი, იყო პარლამენტის ლიბერალი წევრი, ბენჟამინ დიზრაელის დროს. მისმა პოლიტიკურმა ცხოვრებამ, როგორც ჩანს, დიდი გავლენა იქონია ახალგაზრდა გერტრუდაზე, რომელიც სამყაროს ამბებით კიდევ უფრო დაინტერესდა და შემდგომ, საერთაშორისო პოლიტიკაშიც ჩაერთო.[5]
გერტრუდას დედა, მერი შილდ ბელი[6] გარდაიცვალა 1871 წელს, ვაჟის, მორისის მშობიარობისას. გერტრუდა ამ დროს მხოლოდ სამი წლის იყო. დედის სიკვდილმა განაპირობა მთელი ცხოვრების განმავლობაში მამამისთან, ჰიუჯ ბელთან ახლო ურთიერთობა. გერტრუდა მამამისთან, რომელიც ასევე გამოცდილი იყო სამთავრობო საქმიანობაში, ხშირად განიხილავდა პოლიტიკურ საკითხებს.
ზოგიერთი ბიოგრაფის აზრით, დედის დაკარგვამ მას ტრავმა მიაყენა, რაც გამოიკვეთა დეპრესიის და სარისკო ქცევების სახით. თუმცა, როდესაც გერტრუდა 7 წლის იყო, მამამისი დაქორწინდა ფლორენს ბელზე, მოგვიანებით კი ეყოლა 3 ნახევარ და-ძმა. ფლორენსი დრამატურგი და საბავშვო ისტორიების ავტორი იყო. მან დიდი როლი ითამაშა გერტრუდას ინტელექტუალურ განვითარებაში, ხოლო მისმა ურთიერთობებმა ბოლკოუ ვონის ცოლებთან, შესაძლოა განაპირობა კიდეც გერტრუდას მომავალი საქმიანობა: ერაყელი ქალების განათლების ხელშეწყობა.[7]
გერტრუდამ ადრეული განათლება მიიღო ლონდონის ქუინის კოლეჯში, ხოლო 17 წლის ასაკში სწავლა გააგრძელა ლედი მარგარეტის ჰოლში, ოქსფორდის უნივერსიტეტში.[8] ისტორია იმ რამდენიმე საგნებს შორის იყო, რომელთა სწავლაც ქალებისთვის ნებადართული იყო. მან შეისწავლა თანამედროვე ისტორია. მასთან ერთად ათმა სტუდენტმა დაამთავრა იმ წელს სწავლა. აქედან 9-ს, ისიც კაცებს მიენიჭა აკადემიური ხარისხი. ოქსფორდის უნივერსიტეტმა მხოლოდ 1920 წლიდან დაიწყო ამ საკითხში ქალებსა და კაცებთან თანასწორი მოპყრობა.[9][10]
ბელი არასოდეს დაქორწინებულა და არც შვილები ყოლია. იგი დაუმეგობრდა ბრიტანელ კოლონისტს, ფრენკ სვიტენჰემს, 1903 წელს თავის ძმასთან, ჰიუგოსთან ერთად სინგაპურში ვიზიტისას. მასთან ურთიერთობა 1909 წლამდე გააგრძელა.[11] მას ურთიერთობა ასევე ჰქონდა დაქორწინებულ ჩარლზ დოთი-ვაილისთან, რომელსაც სასიყვარულო წერილებს 1913 წლიდან 1915 წლამდე უგზავნიდა.
მოგზაურობები და ნაწერები
რედაქტირებაბელის ბიძა, სერ ფრენკ ლასელესი, იყო ბრიტანეთის მინისტრი (ელჩის მსგავსი) თეირანში, სპარსეთში. 1892 წლის მაისში, ოქსფორდის დატოვების შემდეგ, ბელი გაემგზავრა სპარსეთში მის მოსანახულებლად. შემდგომ აღწერა ეს მოგზაურობა თავის წიგნში, სპარსული სურათები, რომელიც გამოიცა 1894 წელს. მომდევნო ათწლეულის უმეტესი ნაწილი გაატარა მსოფლიოს გარშემო მოგზაურობაში, შვეიცარიაში მთამსვლელობაში და არქეოლოგიისა და ენების სწავლაში. იგი თავისუფლად ფლობდა არაბულ, სპარსულ, ფრანგულ და გერმანულ ენებს, ასევე საუბრობდა იტალიურ და ოსმალურ ენებზე. 1899 წელს ბელი კვლავ გაემგზავრა ახლო აღმოსავლეთში. ის იმ წელს ეწვია პალესტინასა და სირიას, ხოლო 1900 წელს, იერუსალიმიდან დამასკოში მოგზაურობისას, გაიცნო ჯაბალ ალ-დრუზში მცხოვრები დრუზები.[12] მომდევნო 12 წლის განმავლობაში მან ექვსჯერ იმოგზაურა არაბეთში.
მან გამოაქვეყნა თავისი ჩანაწერები ახლო აღმოსავლეთის შესახებ წიგნში სირია: უდაბნო და დათესილი (1907, ლონდონი). ამ წიგნში დაწვრილებით აღწერა თავისი მოგზაურობა დიდი სირიის ისეთ ქალაქებში, როგორიცაა: დამასკო, იერუსალიმი, ბეირუთი, ანტიოქია და ისქენდერუნი. ბელის ნათელმა აღწერამ დასავლურ სამყაროს გააცნო არაბეთის უდაბნოები. 1907 წლის მარტში ბელი გაემგზავრა ოსმალეთის იმპერიაში და დაიწყო მუშაობა სერ უილიამ მ. რამზისთან, არქეოლოგთან და ახალი აღთქმის მკვლევართან.
1907 წელს მათ აღმოაჩინეს ნანგრევების ველი ჩრდილოეთ სირიაში ევფრატის აღმოსავლეთ სანაპიროზე, ყოფილი მდინარის ხეობის ციცაბო ფერდობზე.
ბელი იყო ქალთა ეროვნული ანტი საარჩევნო ლიგის დამფუძნებელი წევრი. ის იყო ლიგის პირველი საპატიო მდივანი და დააარსა მისი ერთ-ერთი ფილიალი.[13][14]
1909 წლის იანვარში ბელი გაემგზავრა მესოპოტამიაში. მან მოინახულა ხეთების ქალაქი ქარხემიში, გადაიღო რელიეფური ჩუქურთმები ჰალამატას გამოქვაბულში, შექმნა რუკა და აღწერა უხაიდირის ნანგრევები, ასევე მოინახულა ბაბილონი და ნაჯაფი. ქარხემიშში დაბრუნებულმა, ორ არქეოლოგთან კონსულტაცია გაიარა. ერთ-ერთი მათგანი იყო თომას ლოურენსი, რეჯინალდ კემპბელ ტომპსონის თანაშემწე. 1910 წელს ბელი ეწვია მიუნხენის გამოფენას სახელწოდებით, მუჰამედანის ხელოვნების შედევრები. დედინაცვალისთვის მიწერილ წერილში ის ყვება, რომ ჰქონდა კვლევითი ოთახი და ესაუბრებოდა დამასკოელ სირიელებს, რომლებიც იყვნენ გამოფენის ეთნოგრაფიული განყოფილების წევრები.[15]
1924 წელს მან მიიწვია ასირიოლოგი ედვარდ კიერა არქეოლოგიური გათხრების ჩასატარებლად ძველ ნუზიში, კირკუკის მახლობლად, ერაყში, სადაც ასობით წარწერიანი თიხის ფირფიტა აღმოაჩინეს და გაშიფრეს.
1927 წელს, ბელის გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგ, მისმა დედინაცვალმა ფლორენს ბელმა გამოაქვეყნა ბელის შეგროვებული კორესპონდენციის ორი ტომი, რომელიც დაწერილი იყო პირველი მსოფლიო ომის წინა 20 წლის განმავლობაში.
წყაროები
რედაქტირება- (1927) The Letters of Gertrude Bell. Ernest Benn Ltd.
- Hogarth, David G. "Obituary: Gertrude Lowthian Bell". The Geographical Journal 68.4 (1926): pp. 363–368. JSTOR. 28 October 2009.
- (2008) Kingmakers: The Invention of the Modern Middle East. W. W. Norton. ISBN 978-0-393-33770-9. pp 157–92.
- (2000) რედ. O'Brien, R.: Gertrude Bell: The Arabian Diaries, 1913–1914. Syracuse University Press. ISBN 978-0-8156-0672-7.
- Satia, Priya (2008) Spies in Arabia: The Great War and the Cultural Foundations of Britain's Covert Empire in the Middle East. Oxford University Press. ISBN 9780199715985.
ლიტერატურა
რედაქტირება- Adams, Amanda (2010). Ladies of the Field: Early Women Archaeologists and Their Search for Adventure. Greystone Books Ltd. ISBN 978-1-55365-641-8.
- (1940) Gertrude Bell. Macmillan. ISBN 978-1-258-44101-2.
- Howell, Georgina (2006). Gertrude Bell: Queen of the Desert, Shaper of Nations. Farrar, Straus and Giroux. ISBN 978-1-4299-3401-5. ; also issued as Daughter of the Desert: the remarkable life of Gertrude Bell. Macmillan, 2006. ISBN 1-4050-4587-6
- Lukitz, Liora (2004). „Gertrude Bell“. Oxford Dictionary of National Biography. Oxford University Press. 4.
- Lukitz, Liora (3 March 2006). A Quest in the Middle East: Gertrude Bell and the Making of Modern Iraq. I.B.Tauris. ISBN 978-1-85043-415-3.
- Wallach, Janet (1996). Desert Queen. Bantam Doubleday Dell. ISBN 978-0-307-74436-4.
- (2004) Gertrude Bell. Barzan Publishing Company. ISBN 978-0-9547728-0-2.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- გერტრუდა ბელის პროექტი დაარქივებული 2012-08-01 საიტზე Archive.isCategory:Webarchive template archiveis links ნიუკასტლის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში
- გერტრუდა ბელის არქივი დაარქივებული 2022-09-24 საიტზე Wayback Machine.
- გერტრუდას ბიოგრაფია
- ბრიტანელი „ერაყის დედოფალი“ ბაღდადში განისვენებს
- გერტრუდა ბელი, დიპლომატი
- „Gertrude of Arabia“. The Economist. 7 September 2006. Review of Daughter of the Desert: The Remarkable Life of Gertrude Bell by Georgina Howell
- Review of the Civil Administration of Mesopotamia, London: H.M. Stationery Office. 1920 დაარქივებული 2007-11-12 საიტზე Wayback Machine.
- გერტრუდა ბელი — ნამუშევრები პროექტ „გუტენბერგზე“
- გერტრუდა ბელი — ნამუშევრები საიტზე Internet Archive
- გერტრუდა ბელი — ნამუშევრები საიტზე LibriVox (უფასო აუდიო წიგნები)
- (1897) Poems from the Divan of Hafiz (en).
- (1940) The Arab war; confidential information for General headquarters from Gertrude Bell, being despatches from the secret "Arab bulletin". Golden Cockerel Press.
- The Rountons: ბელის ოჯახი (photographs)
- გერტრუდა ბელის ისტორია, "Lives of the First World War"-დან დაარქივებული 2017-10-07 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Bell, Gertrude (1927). The Letters of Gertrude Bell. London.
- ↑ Bell, Gertrude Lowthian (October 2000). Gertrude Bell: The Arabian Diaries, 1913-1914. ISBN 9780815606727.
- ↑ თარგი:Cite ODNB
- ↑ (2001) „Bell, Gertrude“, Government Leaders, Military Rulers, and Political Activists. Westport, Connecticut: Oryx Press, გვ. 20. ციტირების თარიღი: 2022-02-16. დაარქივებული 2020-03-13 საიტზე Wayback Machine.
- ↑ O'Brien, Rosemary, რედ. (2000), Gertrude Bell: The Arabian Diaries, 1913–1914, Syracuse, NY: Syracuse University Press
- ↑ Bell (Gertrude) Archive - Archives Hub.
- ↑ O'Brien, pp. 5–6
- ↑ LMH, Oxford - Prominent Alumni. ციტირების თარიღი: 20 May 2015
- ↑ Sultan, Mena. (2019-10-08) October 1920: Women granted full membership of Oxford University. The Guardian. ციტირების თარიღი: 2020-12-02
- ↑ Judge, Ben. (2020-10-07) 7 October 1920: Oxford University allows women to graduate. MoneyWeek. ციტირების თარიღი: 2020-12-02
- ↑ Barlow, Henry S. (1995). Swettenham. Kuala Lumpur: Southdene, გვ. 654–5.
- ↑ Gertrude Bell and the Birth of Iraq (15 November 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 ოქტომბერი 2004. ციტირების თარიღი: 6 December 2011
- ↑ Fitzgerald, Kitty (November 2009). „Suffrage, but not for me“. Prospect. ციტირების თარიღი: 28 October 2021.
- ↑ Brown, Eleanor. The Anti-Suffrage Anomaly: Gertrude Bell and the Question of Privilege. ციტირების თარიღი: 28 October 2021
- ↑ Gertrude Bell on the 1910 Masterpieces of Muhammadan Art Exhibition in Munich.