ბენჯამინ დიზრაელი

ბენჯამინ დიზრაელი, ბეკონზფილდის I გრაფი KG, PC, MP, FRS (ინგლ. Benjamin Disraeli, 1st Earl of Beaconsfield; დ. 21 დეკემბერი, 1804, — გ. 19 აპრილი, 1881) — ბრიტანელი პოლიტიკოსი, ბრიტანეთის ორგზის პრემიერ-მინისტრი. კონსერვატიული პარტიის წევრი, რომელსაც მთავარი წვლილი მიუძღვის ბრიტანეთის თანამედროვე კონსერვატიული პარტიის ჩამოყალიბებაში, განსაზღვრა მისი პოლიტიკა და მოქმედების ფართო მასშტაბები. დიდი ბრიტანეთის მე-40 პრემიერ-მინისტრი 1868 წელს, ასევე 42-ე პრემიერი 1874—1880 წლებში. დიზრაელის სახელი უკავშირდება მსოფლიო საკითხებში ბრიტანეთის განსაკუთრებული გავლენის შექმნა, პოლიტიკური დაპირისპირებები ლიბერალური პარტიის ლიდერთან უილიამ ევარტ გლადსტონთან და ერთიანი ერის კონსერვატიზმის, ან ტორის დემოკრატიის იდეას. მისი დამსახურებით ბრიტანეთის იმპერიის ძლიერებასა და დიდების უზრუნველყოფას ყველაზე მეტად კონსერვატიული პარტიის სახელი უკავშირდება. ის ებრაული წარმომავლობის ბრიტანეთის ერთადერთი პრემიერ-მინისტრია. იგი ასევე იყო ნოველისტი და პრემიერ-მინისტრად ყოფნის დროსაც კი აქვეყნებდა თავის ნაწარმოებებს.

ბენჯამინ დიზრაელი
ინგლ. Benjamin Disraeli
დაბადების თარიღი 21 დეკემბერი, 1804(1804-12-21)[1] [2] [3] [4] [5] [6] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13]
დაბადების ადგილი ლონდონი[14]
გარდაცვალების თარიღი 19 აპრილი, 1881(1881-04-19)[1] [2] [3] [4] [5] [6] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] (76 წლის)
გარდაცვალების ადგილი Curzon Street, ლონდონი, ბრიტანეთის იმპერია[15]
დასაფლავებულია St Michael and All Angels Churchyard
საქმიანობა პოლიტიკოსი[15] , რომანისტი[15] , მწერალი[16] , ბიოგრაფი[15] და ფინანსთა მინისტრი[17]
ენა ინგლისური ენა
მოქალაქეობა  დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის გაერთიანებული სამეფო
ალმა-მატერი St Piran's School
Magnum opus Letters: 1852-1856
ჯილდოები სამეფო საზოგადოების წევრი და ლეკვერთხის ორდენი
მეუღლე Mary Anne Disraeli[15] [18]
ნათესავ(ებ)ი Benjamin D'Israeli
ხელმოწერა

დიზრაელი დაიბადა ბლუმბსბერიში, მაშინდელი მიდლსექსის ნაწილი. მამამისმა სინაგოგაში კამათის შემდეგ იუდაიზმზე უარი თქვა. ბენჯამინი კი 12 წლის ასაკში ანგლიკანი გახდა. რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის შემდეგ დიზრაელი გახდა თემთა პალატის წევრი 1837 წელს. 1846 წელს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა სერ რობერტ პილმა პარტია ორ ნაწილად გახლიჩა მისი ინიციატივის გამო, გაუქმებულიყო სიმინდის კანონები, რაც იმპორტირებულ მარცვლეულზე ტარიფის მოხსნას გულისხმობდა. დიზრაელი დაუპირისპირდა პილს და გახდა მთავარი ფიგურა პარტიაში. ლორდ დერბის მმართველობის პერიოდში, 1850-60-იან წლებში, დიზრაელი იყო ხაზინის კანცლერი და თემთა პალატის ლიდერი.

1868 წელს, დერბის პენსიაზე გასვლის შემდეგ, დიზრაელი პრემიერ-მინისტრი გახდა მანამ, სანამ წააგებდა საყოველთაო არჩევნებს. იგი დაბრუნდა ოპოზიციაში და იქ აგრძელებდა საქმიანობას, სანამ 1874 წელს პარტიამ არჩევნებში არ გაიმარჯვა, რაშიც დიზრაელის წვლილი გადამწყვეტი იყო. იგი ახლო მეგობრობას ინარჩუნებდა დედოფალ ვიქტორიასთან, რომელმაც 1876 წელს მას ბეკონზფილდის გრაფის ტიტული უბოძა. დიზრაელის მეორე ვადის მმართველობა აღმოსავლეთის საკითხის დომინირებით ხასიათდება - ოსმალთა იმპერიის ნელ-ნელა დაშლით და სხვა ევროპული ძალების, მაგალითად რუსეთის, სურვილით, დაეკავებინა მისი ადგილი. დიზრაელიმ შეძლო, ბრიტანეთი დაეინტერესებინა სუეცის არხით და შეეძინა აქციები სუეცის არხის კომპანიაში. 1878 წელს, რუსეთის მხრიდან ოსმალეთზე მოპოვებული გამარჯვებების ფონზე, იგი მუშაობდა ბერლინის კონგრესზე ბალკანეთში მშვიდობის მისაღწევად ბრიტანეთის სასარგებლოდ და მარადიული მტრის, რუსეთის, საზიანოდ. რუსეთზე დიპლომატიურმა გამარჯვებამ დიზრაელი ევროპის ლიდერ სახელმწიფო მოღვაწედ აქცია.

მსოფლიოში მოვლენები კონსერვატორთა წინააღმდეგ განვითარდა. სადავო ომებმა ავღანეთსა და სამხრეთ აფრიკაში შეარყია დიზრაელის საზოგადოებრივი მხარდაჭერა. მან ფერმერებიც გააბრაზა მაშინ, როდესაც უარი თქვა სიმინდის კანონების აღდგენაზე ცუდი მოსავლისა და იაფი იმპორტირებული მარცვლეულის საპასუხოდ. 1880 წლის საყოველთაო არჩევნებში ლიბერალებმა, უილიამ გლადსტონის ხელმძღვანელობით, დაამარცხეს დიზრაელის კონსერვატორები. სიცოცხლის უკანასკნელ თვეებში დიზრაელი ოპოზიციაში გადასულ კონსერვატორებს ხელმძღვანელობდა.

საკუთარი კარიერის განმავლობაში მუდმივად წერდა მხატვრულ ნაწარმოებებს. წერა 1826 წელს დაიწყო, უკანასკნელი რომანი, სახელწოდებით ენდიმიონი, გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, 76 წლის ასაკში გამოაქვეყნა.

ადრეული წლები

რედაქტირება

ბავშვობა

რედაქტირება

დიზრაელი 1804 წლის 21 დეკემბერს ბლუმსბერიში, ლონდონში დაიბადა.[n 1] იგი იყო ისააკ დიზრაელის, ლიტერატურის კრიტიკოსისა და ისტორიკოსის, და მარია ბასევის მეორე შვილი და უფროსი ვაჟიშვილი.[20] დიზრაელის დედმამიშვილები იყვნენ სარა (1802-1859), ნაფთალი (დაიბადა და გარდაიცვალა 1807 წელს), რალფი (1809-1898) და ჯეიმსი („ჯემი“) (1813-1868). იგი განსაკუთრებულად ახლოს იყო თავის დასთან, ძმებთან კი შედარებით ცივი ურთიერთობა ჰქონდა. ოჯახი უმეტესად იტალიიდან იყო, თუმცა დიზრაელის წინაპრები პორტუგალიელები, სეფარდები, იტალიელი ებრაელები და აშქენაზებიც იყვნენ.[22][n 2] დიზრაელი მოგვიანებით საკუთარი წარმოშობის რომანტიზირებას ახდენდა და მამის ოჯახს ესპანურ და ვენეციურ ფესვებთან აკავშირებდა. რეალურად, ისააკის ოჯახი წარჩინებული არასდროს ყოფილა,[23] განსხვავებით დიზრაელის დედის ოჯახისგან, რომელიც რამდენიმე მნიშვნელოვან წევრს ითვლიდა, მათ შორის როტშილდებს და ისააკ კარდოსოს.[24][25][n 3] ისტორიკოსები დიზრაელის მიერ ოჯახის ისტორიის შეცვლას განსხვავებული მოტივებით ხსნიან: ბერნარდ გლასმანი მიიჩნევს, რომ მან ეს გააკეთა ბრიტანეთის მმართველ ელიტასთან კლასობრივი გათანაბრების მიზნით.[26] სარა ბრედფორდი კი თვლის, რომ იგი ვერ ეგუებოდა საკუთარ საშუალო კლასის წარმომავლობას, რაშიც არაფერი დრამატული არ იყო.[27]

 
დიზრაელის მამა, დედა და და— ისააკი, მარია და სარა

მისი ცხოვრებიდან სკოლის პერიოდი განსაკუთრებით საინტერესოა. ექვსი წლის ასაკიდან იგი იყო მოსწავლე ისლინგტონის დამის სკოლაში, რომელსაც დიზრაელის ბიოგრაფები იმ დროისთვის მაღალი კლასის დაწესებულებად მიიჩნევენ.[28][n 4] დაახლოებით ორი წლის შემდეგ, ზუსტი თარიღი არ არის ცნობილი, იგი გაგზავნეს ბლექჰიტში, წმინდა პირანის სკოლაში. მისი იქ ყოფნის პერიოდში ოჯახში განვითარებულმა მოვლენებმა დიზრაელის განათლების მიმართულება და მისი ცხოვრება სრულად შეცვალა: მამამისმა უარი თქვა იუდაიზმზე და 1817 წლის ივლისსა და აგვისტოში ანგლიკანურ ეკლესიაში მონათლა ოთხივე შვილი.[33]

ისააკ დიზრაელი სერიოზულად არასოდეს აღიქვამდა რელიგიას, მაგრამ ამის მიუხედავად იგი მაინც რჩებოდა ბევის მარკსის სინაგოგის წევრად.[23][n 5] მამამისი, უფროსი ბენჯამინი, მორწმუნე ადამიანი იყო და ალბათ მისი პატივისცემა იყო მთავარი მიზეზი იმისა, რომ 1813 წელს სინაგოგაში მომხდარი კამათის შემდეგ იგი მაინც არ ტოვებდა საკუთარ რელიგიურ ერთობას. 1816 წელს, უფროსი ბენჯამინის გარდაცვალებისა და სინაგოგაში მეორედ მომხდარი დაპირისპირების შემდეგ, მან თავისუფლად დატოვა კონგრეგაცია. ისააკის მეგობარმა, სოლისიტორმა შერონ ტერნერმა, დაარწმუნა ის, რომ მიუხედავად ისააკის სიმშვიდისა მაშინ, როცა იგი არ მიეკუთვნებოდა არცერთ რელიგიას, ბავშვებისთვის ეს მდგომარეობა უხერხულობის გამომწვევი იქნებოდა, რაც მათი სამომავლო წარმატების შემაფერხებელიც იქნებოდა. 1817 წლის 31 ივლისს 12 წლის ბენჯამინი სწორედ ტერნერმა მონათლა.[34]

ქრისტიანობაზე მოქცევამ ბენჯამინ დიზრაელის კარიერის პოლიტიკაში გაგრძელების საშუალება მისცა. XIX საუკუნის დასაწყისში ბრიტანული საზოგადოება არ იყო დიდად ანტისემიტური, ამას მოწმობს ისიც, რომ პარლამენტში, 1770 წლიდან, სამსონ გიდეონის შემდეგ, კიდევ იყვნენ ებრაელი წევრები (დეპუტატები). სანამ 1858 წელს ბრიტანეთში ებრაელთა დახმარების შესახებ კანონი არ მიიღეს, დეპუტატებს ჭეშმარიტ ქრისტიანულ სარწმუნოებაზე ფიცის დადება მოეთხოვებოდათ.[35] დაზუსტებით უცნობია, ჩაისახა თუ არა დიზრაელის სურვილი გაეკეთებინა საპარლამენტო კრარიეა ნათლობის შემდეგ, თუმცა ეჭვგარეშეა, რომ ის მწარედ ნანობდა მშობლების გადაწყვეტილებას მისი ვინჩესტერის სკოლაში[36] არ გაგზავნის შესახებ. ვინჩესტერი, როგორც ინგლისის ერთ-ერთი უდიდესი საჯარო სკოლა, პოლიტიკურ ელიტას მუდმივად აწვდიდა ელიტის ახალ წევრებს. უცნაურია, რომ ვინჩესტერის სკოლაში ისააკმა ბენჯამინის ორი უმცროსი ძმა გაგზავნა, ბენჯამინი კი ნაკლებად პრესტიჟულ სკოლაში სწავლობდა.[37] ამის გამო ბენჯამინმა პირდაპირი პასუხისმგებლობა დააკისრა დედას. ბრედფორდი ვარაუდობს, რომ ეს გადაწყვეტილება შეიძლება განპირობებული ყოფილიყო ბენჯამინის ებრაული გარეგნობითა და პრობლემური ჯანმრთელობით. ბენჯამინის სკოლას ელიეზერ კოგანი მართავდა. მან იქ სწავლა 1817 წლის შემოდგომის სემესტრში დაიწყო. მოგვიანებით საკუთარ განათლებას ის ასე იხსენებდა:

ორი-სამი წლის განმავლობაში ვსწავლობდი სკოლაში, რომლის რექტორიც იყო დოქტორი კოგანი, ბერძნულის მეცნიერი და ბერძენი გნოსტიკოსი პოეტების რედაქტორი. ამის შემდეგ ორი წლის განმავლობაში მე კერძო მასწავლებელთან დავდიოდი ჩემსავე საგრაფოში & ჩემი განათლება იყო კლასიკური. კიდევ ძალიან ბევრი… ბიჭური ერუდიციის სიამაყით დავარედაქტირე კერძოდ დაბეჭდილი თეოკრიტეს ნაშრომი. ეს იყო ჩემი პირველი პროდუქტი.“[38]

1820-იანი წლები

რედაქტირება

1821 წლის ნოემბერში, მეჩვიდმეტე დაბადების დღემდე ცოტა ხნით ადრე, დიზრაელი ლონდონში,[39] სოლისიტორების ფირმის კლერკად დაინიშნა. თ.ფ. მეფლსი იყო არამხოლოდ ახალგაზრდა დიზრაელის დამსაქმებელი და მამამისის მეგობარი, არამედ მისი პოტენციური სიმამრიც: ისააკი და მეფლსი ფიქრობდნენ, რომ ამ უკანასკნელის ერთადერთი ქალიშვილი შესაფერისი კანდიდატი იყო ბენჯამინისთვის.[40] მათ შორის მეგობრობა ჩამოყალიბდა, მაგრამ რომანი არა.[41] მეფლსის კომპანიას საკმაოდ დიდი და მომგებიანი ბიზნესი ჰქონდა, ხოლო დიზრაელის პოზიცია, ბიოგრაფი დევისის დაკვირვებით, ყველა მამის საოცნებო სამსახური იყო მისი შვილისთვის.[39] მიუხედავად იმისა, რომ ბიოგრაფები, მათ შორის რობერტ ბლეიკი და ბრედფორდი, განმარტავენ, რომ ასეთი თანამდებობა შეუფერებელი იყო დიზრაელის რომანტიკულ და ამბიციურ ხასიათთან, მან, სავარაუდოდ, კარგი მომსახურება მიაწოდა დამსაქმებელს და როგორც შემდგომში განაცხადა, დიდი სარგებელიც მიიღო ფირმასთან თანამშრომლობისას.[42] იგი იხსენებდა: „მე გარკვეულწილად ვყოყმანობდი, რადგან მაშინაც ვოცნებობდი პარლამენტზე. მამაჩემის რეფერენცია ყოველთვის იყო 'ფილიპ კარტრეტ ვები', რომელიც მისი ბავშვობის ყველაზე გამორჩეული დეპუტატი და სოლისიტორი გახლდათ. შეცდომაა ვიფიქროთ, რომ ის წლები, რაც ჩემი მეგობრის ოფისში გავატარე, ფუჭი იყო. მე ხშირად მინანია უნივერსიტეტთან დაკავშირებით, მაგრამ ამ შემთხვევაში ყველაფერი საპირისპიროდ იყო.[43]

 
დიზრაელი, როგორც ახალგაზრდა მამაკაცი — 1852 წელს დახატული რეტროსპექტიული პორტრეტი

მეფლის ფირმაში შესვლის შემდეგ ბენჯამინმა გვარი შეიცვალა და D'Israeli-დან Disraeli-ზე გადავიდა. ამის მიზეზი უცნობია, მაგრამ ბიოგრაფი ბერნარდ გლასმანი ფიქრობს, რომ ეს გამოწვეული იყო ბენჯამინის სურვილით, თავიდან აერიდებინა დაბნეულობა მამამისთან მიმართებაში.[44] დიზრაელის დამ და ძმებმა სახელის ახალი ვარიანტი მიიღეს, ისააკმა და მისმა მეუღლემ კი შეინარჩუნეს ძველი ფორმა.[44][n 6]

დიზრაელიმ მამასთან ერთად დაათვარიელა ბელგია და რაინის ხეობა 1824 წლის ზაფხულში. მოგვიანებით მან დაწერა, რომ რაინზე მოგზაურობის დროს გადაწყვიტა დაეტოვებინა თავისი პოზიცია: „იმ ჯადოსნურ წყლებზე სიარულისას გადავწყვიტე, რომ იურისტი არ ვიქნებოდი“.[49] ინგლისში დაბრუნებისთანავე, მეფლის შეთავაზებით, მან დატოვა სოლისიტორები და მიზნად დაისახა ბარისტერად დანიშვნა. იგი კიდევ ერთხელ გახდა სტუდენტი და შეუერთდა ბიძის, ნათანიელ ბასევის, და შემდეგ ბენჯამინ ოსტინის პალატებს. მათ დაარწმუნეს ისააკი, რომ დიზრაელი არასდროს გახდებოდა ბარისტერი და მისთვის ლიტერატურული კარიერის აწყობის საშუალება უნდა მიეცათ.[50] მან საცდელად დაიწყო წერა და გამოცემა: 1824 წლის მაისში მამამისის მეგობარს, გამომცემელ ჯონ მიურეის, წარუდგინა ხელნაწერი, მაგრამ მანამდე გამოართვა უკან, სანამ გადაწყვეტდა გამოსცემდა თუ არა მას.[51] კანონისგან გათავისუფლებულმა დიზრაელიმ გარკვეული სამუშაოები ჩაატარა მიურეისთვის, მაგრამ მთელს თავის ყურადღებას იგი არა ლიტერატურას, არამედ სააქციო ბირჟაზე სპეკულაციურ გარიგებებს უთმობდა.[52]

იმ დროს სამხრეთ ამერიკის სამთო-მომპოვებელ კომპანიებში წილების ბუმი იყო. ესპანეთი შიდა აჯანყებების გამო სამხრეთ ამერიკის კოლონიებს ეტაპობრივად კარგავდა. ჯორჯ კანინგის მოთხოვნით ბრიტანეთის მთავრობამ არგენტინის (1824), კოლუმბიისა და მექსიკის (ორივე 1825) ახალი დამოუკიდებელი მთავრობები ცნო.[53] დიზრაელიმ ინვესტიციის განსახორციელებლად ფული ისესხა. იგი დაუკავშირდა ფინანსისტ ჯ.დ. პაულზს, რომელიც გამოირჩეოდა სამთო-მომპოვებელი კომპანიის ბუმისას. 1825 წელს დიზრაელიმ პაულზის კომპანიების მხარდასაჭერად სამი ანონიმური ბროშურა დაწერა. ბროშურები ჯონ მიურეიმ გამოაქვეყნა.[54]

გარკვეული დროის განმავლობაში მიურეის ჰქონდა ამბიცია, რომ შეექმნა ახალი დილის გაზეთი, რომელიც კონკურენციას გაუწევდა The Times-ს.[55] 1825 წელს დიზრაელიმ დაარწმუნა ის, რომ უნდა გაეგრძელებინა ეს საქმე. ახალი ნაშრომი, სახელწოდებით „წარმომადგენელი“, მხარს უჭერდა მაღაროებს და მის მხარდამჭერ პოლიტიკოსებს, განსაკუთრებით კენინგს. დიზრაელიმ დადებითი შთაბეჭდილება მოახდინა მიურეიზე, მაგრამ მან ვერ შეასრულა მთავარი ამოცანა, ვერ დაარწმუნა გამოჩენილი მწერალი, ჯონ გიბსონ ლოკჰარტი, თავისი ნაშრომის რედაქტირებაში. ამის შემდეგ, დიზრაელის გავლენა მიურეიზე შესუსტდა და მისმა უკმაყოფილებამ ბენჯამინი გამოცემის საქმეების მიღმა დატოვა.[55] ნაშრომმა, რიგი მიზეზების გამო, მხოლოდ ექვსი თვის განმავლობაში იარსება. ერთ-ერთი მიზეზი სამთო-მომპოვებელი საქმის ბაბლი იყო, რამაც ფაქტობრივად გაანადგურა დიზრაელი. 1825 წლის ივნისისთვის მან და მისმა ბიზნეს პარტნიორებმა დაკარგეს £7,000. დიზრაელიმ ვერ შეძლო დავალიანებების გადახდა.[56]

დიზრაელი მწერლობას დაუბრუნდა, რაც განპირობებული იყო ერთის მხრივ ფულის მოთხოვნილებით, ხოლო მეორეს მხრივ მიურეისა და სხვათა მიმართ შურისძიებით. ამ დროს განსაკუთრებით პოპულარული იყო „ვერცხლის-ჩანგლის ლიტერატურა“ - რომანები, რომლებიც არისტოკრატულ ცხოვრებას აღწერდნენ, გამოიცემოდა ანონიმური ავტორების მიერ და რასაც გულდასმით კითხულობდა საშუალო კლასის მკითხველი. დიზრაელის პირველი რომანი, ვივიან გრეი, რომელიც 1826-1827 წლებში ანონიმურად გამოქვეყნდა ოთხ ტომად, შეფარვით გადმოსცემდა „წარმომადგენლის“ ამბებს.[57] ის კარგად გაიყიდა, თუმცა ავტორის აღმოჩენის შემდეგ დიდი გაკიცხვა დაიმსახურა.[57] დიზრაელიმ ვერ გადაინაცვლა მაღალ საზოგადოებაში, რადგანაც მის წიგნში ძალიან ბევრი სოლეციზმი იყო. კრიტიკოსები სიმკაცრით გამოირჩეოდნენ როგორც ავტორის, ისე წიგნის მიმართ. უფრო მეტიც, მიურეი და ლოკჰარტი თვლიდნენ, რომ დიზრაელიმ ბოროტად გამოიყენა მათი ნდობა. მიუხედავად იმისა, რომ თავად ავტორმა ეს ბრალდება უარყო, ბევრმა ბიოგრაფმა ის გაიმეორა. მოგვიანო გამოცემებში დიზრაელიმ ბევრი ცვლილება შეიტანა, რამაც მისი სატირა მნიშვნელოვნად შეარბილა.[58][56]

დიზრაელის ბიოგრაფი, ჯონათან პერი წერს, რომ ფინანსური უკმარისობა და პირადი კრიტიკა, რაც მან 1825-1826 წლებში განიცადა, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში მისი ნერვული კრიზისის მთავარ მიზეზად იქცა: „ის ყოველთვის ხასიათზე დამოკიდებული, მგრძნობიარე და მარტოსული იყო, მაგრამ ახლა განსაკუთრებით დეპრესიული გახდა.“[56] ის ჯერ კიდევ მშობლებთან ერთად ცხოვრობდა ლონდონში, მაგრამ ოჯახის ექიმის რეკომენდაციით, რომელიც ჰაერის გამოცვლას ურჩევდა მას, საცხოვრებელი რამდენჯერმე შეიცვალა.[59]

1830-1837 წლები

რედაქტირება

1830-31 წლებში დიზრაელიმ თავისი დის საქმროსთან, უილიამ მერედიტთან ერთად სამხრეთ ევროპაში იმოგზაურა.[n 7] მოგზაურობა ნაწილობრივ დააფინანსა მაღალი საზოგადოების კიდევ ერთმა რომანმა, „ახალგაზრდა ჰერცოგმა“, რომელიც დაწერილია 1829–30 წლებში. 1831 წლის ივლისში, ქაიროში მერედიტის ჩუტყვავილათი გარდაცვალების გამო მათი მოგზაურობა ვადაზე ადრე დასრულდა.[n 8] მიუხედავად ამ ტრაგედიისა და შეძენილი ვენერიული დაავადებისა, დიზრაელი ამ მოგზაურობას ახალ გამოცდილებად თვლიდა. პერის სიტყვებით, მან „შეიტყო ფასეულობების შესახებ, რომლებიც, როგორც ჩანს, უარყოფილი იყო მისი იზოლირებული თანამემამულეებისთვის.“ მოგზაურობამ ხელი შეუწყო მის თვითშეგნებას, ზნეობრივ რელატივიზმს და ინტერესს აღმოსავლეთის რასობრივი და რელიგიური დამოკიდებულების მიმართ.“[56] ბლეიკი ტურს თვლის, როგორც დიზრაელის მთელი კარიერის ერთ-ერთ განმავითარებელ გამოცდილებას: „მიღებული შთაბეჭდილებები ცხოვრების ბოლომდე გაჰყვა მას. მათ განაპირობეს მისი დამოკიდებულება ზოგიერთ ყველაზე მნიშვნელოვან პოლიტიკურ პრობლემასთან დაკავშირებით, რომელსაც იგი წინა წლებში იჩენდა - განსაკუთრებით აღმოსავლეთის საკითხთან მიმართებაში. ამ გამოცდილებამ დიზრაელის შემდგომი რომანები გაამრავალფეროვნა.“[62]

დიზრაელიმ მოგზაურობის შემდეგ ორი რომანი დაწერა. კონტარინი ფლიმინგი (1832) მისი ავტოპორტრეტი იყო. მას ახლავს წარწერა „ფსიქოლოგიური ავტობიოგრაფია“ და გმირის ხასიათის კონფლიქტურ ელემენტებს აღწერს: გაორება, რომელიც გამოწვეული იყო ჩრდილოეთელი და ხმელთაშუაზღვისპირელი წინაპრებისგან, მეოცნებე მხატვარი და თამამი მოქმედების ადამიანი. როგორც პერი აღნიშნავს, წიგნი მთავრდება პოლიტიკური შენიშვნით, რომელშიც მოცემულია ევროპის პროგრესი „ფეოდალურიდან ფედერალურ პრინციპებამდე“.[56] მომდევნო წელს გამოცემული ალროის მშვენიერი ზღაპარი ასახავდა შუა საუკუნეების ებრაელის პრობლემებს პატარა, მხოლოდ ებრაულ სახელმწიფოსა და დიდ იმპერიას შორის გადაწყვეტილების მიღებისას, რომელიც გაცილებით უფრო მრავლისმომცველია.[56]

 
დიზრაელის მეგობრები და მოკავშირეები 1830-იან წლებში: საათის მიმართულებით ზედა მარცხენა კუთხიდან — კროკერი, ლინდჰარსთი, ჰენრიეტა სიკი და ლედი ლონდონდერი

ორი რომანის გამოქვეყნების შემდეგ, დიზრაელიმ განაცხადა, რომ იგი აღარ დაწერდა საკუთარ თავზე.[63] 1832 წელს, რეფორმების კანონპროექტის დიდი კრიზისის დროს მას უკვე ჰქონდა ყურადღება მიმართული პოლიტიკის მიმართ. მან თავისი წვლილი შეიტანა ანტი-უიგის ბროშურაში, რომელიც რედაქტირებულია ჯონ უილსონ კროკერის მიერ და გამოაქვეყნა მიურეიმ სათაურით: „ინგლისი და საფრანგეთი: ან მინისტრული გალომანიის სამკურნალო საშუალება“. თორის გამოცემის არჩევანი უცნაურად მიიჩნიეს დიზრაელის მეგობრებმა და ნათესავებმა, რომლებიც მას უფრო რადიკალად თვლიდნენ. დიზრაელიმ აღნიშნა: „შეუძლებელია რაიმე რეფორმის ზოგადი ღონისძიების საწინააღმდეგო რამ გამოდგეს ჩემი კალმიდან“.[64]

დიზრაელის იმდროინდელ პოლიტიკურ შეხედულებებზე გავლენას ახდენდა მის მეამბოხე განწყობა დაეტოვებინა საკუთარი კვალი. ამ პერიოდში პოლიტიკაში დომინირებდნენ არისტოკრატები და რამდენიმე ძლევამოსილი თემთა პალატის წევრი. ვიგები (The Whigs) იმ ლორთა პალატის შთამომავლები იყვნენ, რომლებმაც 1689 წელს კანონპროექტი გაატარეს უფლებების შესახებ. თორები (Tories) მეფესა და ეკლესიას უჭერდნენ მხარს და მაქსიმალურად ცდილობდნენ პოლიტიკური ცვლილებების პრევენციას. რეფორმების მომხრე ძალა იყვნენ რადიკალები, ძირითადად ჩრდილოელი ამომრჩევლები. ისინი ყველაზე ძლიერად იცავდნენ აზრს, რომ რეფორმები აუცილებლად უნდა გაგრძელებულიყო. დიზრაელის დამოკიდებულება თორებისა და ვიგების მიმართ იყო შემდეგნაირი: „თორიზმი გაცვეთილია და არ შემიძლია ვიყო ვიგი.“ სწორედ ამიტომ, 1832 წლის ორ უმნიშვნელოვანეს არჩევნებში დიზრაელი წარუმატებლად იდგა რადიკალების გვერდით.

 
დიზრაელის ოპონენტები: ო'კონელი და ლაბუშერი

დიზრაელის პოლიტიკური შეხედულებები გარკვეულწილად მოიცავდა რადიკალურ პოლიტიკას, განსაკუთრებით საარჩევნო სისტემის დემოკრატიულ რეფორმას, აგრეთვე თორიულ პოლიტიკას, მათ შორის პროტექციონიზმს. მან დაიწყო მოძრაობა თორიულ წრეებში. 1834 წელს იგი სერ ფრენსის სიკის ცოლმა ჰენრიეტა სიკმა, გააცნო ყოფილ კანცლერს, ლორდ ლინდჰურსტს. ჰენრიეტას რომანი ჰქონდა ლინდჰურსტთან, მაგრამ დიზრაელსა და მას პირველი შეხვედრისთანავე მოეწონათ ერთმანეთი და ახალი რომანი წამოიწყეს. 1835 წელს დიზრაელი უკანასკნელად იდგა, როგორც რადიკალი High Wycombe-ში.

მოგვიაებით 1835 წელს ტონტონში მიმდინარე არჩევნებისას დიზრაელი იბრძოდა, როგორც თორი. არცევნების პერიოდში მან მტერი შეიძინა ირლანდიელი დეპუტატს დენიელ ო'კონელის სახით, რომელიც შეცდომაში შეიყვანეს პრესის არაზუსტი ცნობებით, ფიქრობდა, რომ დიზრაელიმ მას ცილი დასწამა არჩევნებისას; მან ღია თავდასხმა წამოიწყო დიზრაელის წინააღმდეგ და ის შემდეგი სიტყვებით მოიხსენია:

„ქვეწარმავალი........ხალხის მიერ ორ არჩევნებზე დაწუნებული, რათა კონსერვატორი გამხდარიყო. ის ყველა თვისებას ფლობს ცვლილების საჭიროდ: თაღლითობა, ეგოიზმი, გარყნილება, არაპრინციპულობა და ა.შ. მისი სახელიდან ჩანს, რომ ის ებრაული წარმოშობისაა. ცუდ ტერმინად არ ვიყენებ; ბევრი ყველაზე პატივსაცემი ადამიანი ებრაელია. მაგრამ, როგორც ყველა საზოადოებაში, არსებობს მორალური თავხედობის ყველაზე დაბალი და ამაზრზენი დონე; და მათ შორის მე ვუყურებ ბატონ დიზრაელს, როგორც ყველაზე უარესს.“

საპასუხოდ დიზრაელმა 60 წლის ო'კონელის ვაჟთან დუელი მოისუვრა, რის გამოც ის დააპატიმრეს. საჯარო კამათმა დიზრაელსა და ირლანდიელ დეპუტატს შორის მოჰყვა ის, რომ დიზრაელი მოექცა პრესის ყურადღების ქვეშ და გახდა ფართო საზოგადოებისათვის ცნობილი. მან არჩევნებზე ვერ დაამარცხა ვიგის წარმომადგენელი ჰენრი ლაბუშერი. ეს გასაკვირი არც იყო, ვინაიდან თორის პარტია ტონტონის ოლქს თავიდანვე წაგებულად მიიჩნევდა. მიუხედავად ამისა, დიზრაელის ასპარეზი ამ არჩევნებში უშედეგო არ ყოფილა. მან მოწინააღმდეგის ამომრჩეველთა ხმები 170-მდე დაიყვანა. ეს იყო დიზრაელის პირველი წარმატებული ნაბიჯი მომავალი გამარჯვებებისაკენ.

ლინდჰერსტის წახალისებით დიზრაელი მიუბრუნდა წერას მისი ახლად მიღებული პარტიისთვის. 1835 წელს მან გამოაქვეყნა ნაშრომი სახელად „Vindication of the English Constitution.“ ის ლინდჰერსტისათვის მიძღვნილი ღია წერილის ფორმით არსებობდა, სადაც ბენჟამინი, ბრედფორდსის აზრით, ასახავდა პოლიტიკურ ფიოლოსოფიას, რომელსაც ავტორი სიცოცხლის ბოლომდე იზიარებდა. ნაშრომში კარგად არის გადმოცემული არისტოკრატიული მთავრობის ღირებულებები, პოლიტიკური დოგმებისადმი ზიზღი და თორის პარტიის პოლიტიკის მოდერნიზაცია. მომდევნო წელს მან დაწერა სატირების სერია იმდროინდელი პოლიტიკოსების შესახებ, რომელიც გამოაქვეყნა The Times-ში, სახელწოდებით „Runnymede“. ავტორის სამიზნეები იყვნენ ვიგები, როგორც ერთი მთლიანი პარტია და ასევე მისი წევრები, ირლანდიელი ნაციონალისტები და პოლიტიკური კორუფცია. ერთ-ერთი სატირის დასასრული შემდეგნაირია:

„ინგლისელი ერი იბრძვის, რათა თავი დაიხსნას გარყვნილი ოლიგარქიის, ბარბაროსული სექტანტიზმისა და ლორდებისაგან. ამრიგად, ლორდთა პალატა ამ მომენტში წარმოადგენს ყველაფერს ამ სფეროში, გარდა ვიგი ოლიგარქებისა, მათი იარაღები - დისენტერები (კონფლიქტის ჩამომგდებნი) და მათი ბატონები - ირლანდიელი მღვდლები. ამასობაში, ვიგები ყვირიან, რომ არის „შეჯახება!“ მართალია, არის კოლიზია, მაგრამ ეს არ არის შეჯახება უფალსა და ხალხს შორის, არამედ მინისტრებსა და კონსტიტუციას შორის.“

დიზრაელი ახლა მტკიცედ იყო თორის პარტიაში. იგი 1836 წელს აირჩიეს Tory Carlton კლუბში. 1837 წელს უილიამ მეოთხის გარდაცვალების შემდეგ დედოფალი ვიქტორია ეხმარებოდა ბენჟამინს წარმატების მიღწევაში. მომდევნო არჩევნებისათვის დიზრაელი თორის საპარლამენტო კანდიდატად წარადგინეს.

პირველი დამოუკიდებელი ნაბიჯები

რედაქტირება
 
ახალგაზრდა დიზრაელი

იურიდიულ კანტორაში ბენჯამენმა შეამჩნია, რომ მისი კლიენტების დიდი რაოდენობა მდიდრდებოდა სამხრეთ ამერიკის ოქროს საბადოების მეშვეობით. დიზრაელიმ გადაწყვიტა ეთამაშა ბირჟაზე. თავიდან მან დადო მცირე თანხა აქციების დაწევაზე, როდესაც წააგო, თანხა გაზარდა. ამ ფინანსურმა ოპერაციებმა იგი დაახლოვეს ახალგაზრდა ფინანსისტთან ჯონ დეიტონ პოუელსთან. ამავე დროს, დიზრაელის მამის მეგობარმა - მერეიმ გადაწყვიტა გაზეთის გამოცემა და რედაქტორად დიზრაელი აიყვანა. დაბიშვნის შემდეგ, დიზრაელიმ გადაწყვიტა ლოქართის - სერ ვალტერ სკოტის ნათესავის - გამოძახება. ამავე დროს დიზრალი და პოუელსი აგრძელებენ ბირჟაზე თამაშს. ამ თამაშმა სავალალო შედეგი გამოიღო - ჯონ დეიტონ პოუელსი გაკოტრდა, ხოლო დიზრაელიმ და მისმა მეგობარმა დაკარგეს 7000 გირვანქა სტერლინგი. 20 წლის დიზრაელის იმწამცვე გამოუჩნდა კრედიტორები, ხოლო მეგობრების უმრავლესობამ იგი მიატოვა. დიზრაელისთვის ყველაზე მტკივნეული აღმოჩნდა მისი გაზეთიდან გაშვება.

1837 წლის ივლისის არჩევნებში დიზრაელიმ თემთა პალატაში მოიპოვა ადგილი კიდევ ერთ ადამიანთან ერთად (ორივე კონსერვატორი იყო). მეორე ადამიანი იყო ვინჰემ ლევისი, ვინც დიზრაელის საარჩევნო კამპანიას ფინანსურად ეხმარებოდა. ლევისი შემდეგ წელს გარდაიცვალა. ამავე წელს დიზრაელიმ გამოაქვეყნა ნოველა, სახელწოდებით „ჰენრიეტას ტაძარი“, რომელშიც აღწერილი იყო ჰენრიეტას ვნებიანი სიყვარული. ამის შემდეგ დიზრაელიმ კიდევ რამდენიმე რომანი გამოაქვეყნა. მათ შორისაა Venetia, რომანი, რომელიც დაფუძნებულია შელისა და ბაირონის პერსონაჟებზე.

 
მერი ენი ლევისი დაახლ. 1820–30

დიზრაელიმ თავისი პირველი სიტყვა პარლამენტში 1837 წლის 7 დეკემბერს წარმოთქვა. მისი პირველი სიტყვები პარლამენტში შემოიფარგლებოდა კონფლიქტით ო'კონელის წინააღმდეგ, რომელმაც მკაცრად გააკრიტიკა ბენჟამინის გამოსვლა. მიუხედავად ინციდენტისა, დიზრაელი უფრო მეტად მოექცა პარლამენტის წევრების ყურადღების ცენტრში. მალე მის ერთგულ მხარდამჭერად იქცა პარტიის ლიდერი რობერტ პილი, რომლი სპოლიტიკურ შეხედულებებსაც დიზრალი იზიარებდა მიუხედავად იმისა, რომ პარტია თორი ეწინაღმდეგებოდა მას.

1839 წელს დიზრაელი მერი ენი ლევისზე დაინიშნა, რომელიც ვინჰემ ლევისის ქვრივი იყო. შორიდან ეს ქორწინება ანგარებიანი ჩანდა მერი ენ ლევისის მაღალი შემოსავლის გამო, თუმცა წყვილი ერთმანეთთან სიახლოვეს ბოლომდე ინარჩუნებდა მერი ენის გარდაცვალებამდე. ბენჟამინი და მერი ენი 30 წელზე მეტხანს იყვნენ დაქორწინებულნი. მერი ენი ამბობდა: „დიზრაელმა ფულის გამო მომიყვანა ცოლად, თუმცა კიდევ რომ ჰქონოდა შანსი, ის ამას სიყვარულის გამო გააკეთებდა.“

1841 წლის საყოველთაო არჩევნებზე საარჩევნო ოლქის ორი ადგილიდან ერთ-ერთი მიუხედავად სერიოზული წინააღმდეგობისა და მძიმე ვალისა. ვიგის პარტიისთვის ეს იყო ყველაზე მასიური დამარცხება. პილი პრემიერ მინისტრი გახდაკი დიზრაელი იმედოვნებდა მინისტრობის თანამდებობას, რაც არარეული იყო. მიუხედავად იმისა, რომ, იმედგაცრუებული იყო დარბაზის უკანა სკამებზე დარჩენით, მან განაგრძო პილის მხარდაჭერა 1842 და 1843 წლებში და ცდილობდა დაემკვიდრებინა თავი საგარეო საქმეთა და საერთაშორისო ვაჭრობის ექსპერტად.

დიზრაელი ასევე იზიარებდა ჩარტიზმის ზოგიერთ მიზნებს და მხარს უჭერდა მიწის მფლობელი არისტოკრატიისა და მუშათა კლასის ალიანსს ვაჭრებისა და ახალი მრეწველების მზარდი ძალაუფლების წინააღმდეგ საშუალო კლასში. მას შემდეგ, რაც დიზრაელიმ ფართო აღიარება მოიპოვა 1842 წლის მარტში ლორდ პალმერსტონის წინააღმდეგ დებატებში გამარჯვებით, მას მხარი დაუჭირეს იდეალისტების პატარა ჯგუფმა, რომლებთან ერთად ბენჯამინმა ჩამოაყალიბა ახალგაზრდა ინგლისელების გუნდი. ისინი თვლიდნენ, რომ მიწის მფლობელებმა თავიანთი ძალა უნდა გამოიყენონ ღარიბების დასაცავად საშუალო კლასის ბიზნესმენების მიერ ექსპლუატაციისგან.

მრავალი წლის განმავლობაში დიზრაელი თავის საპარლამენტო კარიერაში იმედოვნებდა, რომ ის შექმნიდა თორი-რადიკალების ალიანსს, თუმცა უშედეგოდ. 1867 წლის რეფორმის აქტამდე მუშათა კლასს არ ჰქონდა ხმა და, შესაბამისად, მცირე პოლიტიკური ძალაუფლება ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ დიზრაელიმ პირადი მეგობრობა დაამყარა ლანკაშირის მწარმოებელთან და წამყვან რადიკალთან, ჯონ ბრაითთან, დიზრაელიმ ვერ შეძლო ბრაიტის დარწმუნება, შეეწირა თავისი განსხვავებული პოზიცია საპარლამენტო წინსვლისთვის. როდესაც დიზრაელიმ სცადა 1852 წელს ტორი-რადიკალების კაბინეტის უზრუნველყოფა, ბრაიტმა უარი თქვა.

დიზრაელი თანდათანობით გახდა პილის მთავრობის მწვავე კრიტიკოსი, ხშირად მიზანმიმართულად იკავებდა პოზიციებს, რომლებიც ეწინააღმდეგებოდა მისი ნომინალური ხელმძღვანელის პოზიციას. ამ შემთხვევებიდან ყველაზე ცნობილი იყო მაინუტის გრანტი 1845 წელს და სიმინდის კანონების გაუქმება 1846 წელს. თუცა, აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა დეპუტატი მოწინააღმდეგედ დაუდგა თავის ლიდერს ჯერ კიდევ 1843 წელს ირლანდის და შემდეგ საგარეო პოლიტიკის ინტერვენციების საკითხზე.

ვაჭრობის საბჭოს პრეზიდენტი, უილიამ გლადსტონი, Maynooth Grant-ის მიზეზიტ გადადგა დაკავებული თანამდებობიდან. სიმინდის კანონებით დაწესებული ტარიფები იმპორტირებულ ხორბალზე, ერთის მხრივ იცავდა ბრიტანელ ფერმერებს უცხოური კონკურენციისგან, მაგრამ პურის ღირებულება სულ უფრო იმატებდა. პილი იმედოვნებდა, რომ სიმინდის კანონების გაუქმება და ბრიტანეთში იაფი ხორბლის შემოდინება შეამსუბუქებდა ღარიბთა მდგომარეობას და განსაკუთრებით ირლანდიაში კარტოფილის კულტურების წარუმატებლობით გამოწვეულ ტანჯვას - დიდ შიმშილს.

1846 წლის დასაწყისში პარალმენტში განხეთქილბა იყო თავისუფალი ვაჭრობის მომხრეებსა და პროტექციონისტებს შორის სიმინდის კანონების გაუქმებასთან დაკავშირებით. პროტექციონისტები დიზრაელისა და ლორდ ჯორჯ ბენტინკის გარშემო გაერთიანდნენ. აღმოსავლეთ სომერსეტის დეპუტატ უილიამ მაილსმა დიზრაელს მოუწოდა საკუთარი პარტიის მართვაზე პასუხისმგებლობის აღება, რაზეც ბენჟამინმა უარი განაცხადა, ვინაიდან ბენტინკმა შესთავაზა ხელმძღვანელობა, თუკი მას მხარს დაუჭერდა. დიზრაელიმ 1860 წლის 11 ივნისს სერ უილიამ მაილსისადმი მიწერილ წერილში განაცხადა, რომ მას სურდა დახმარება, „რადგან ადრეული წლებიდან მე ყოველთვის ვიზიარებდი ინგლისის მიწათმფლობელთა ინტერესებს“.

თავისუფალი ვაჭრობის მომხრე კონსერვატორების („პეელიტები“), რადიკალებისა და ვიგების ალიანსი გაუქმდა, პარტია კი დაიყო: პეელიტები გადავიდნენ ვიგებისკენ, ხოლო „ახალი“ კონსერვატიული პარტია შეიქმნა პროტექციონისტების გარშემო, დიზრაელის, ბენტინკისა და ლორდ სტენლის მეთაურობით (მოგვიანებით ლორდ დერბი).

სიმინდის კანონების გაუქმების გამო თორის პარტიაში განხეთქილებამ დიდი გავლენა მოახდინა დიზრაელის პოლიტიკურ კარიერაზე: თითქმის ყველა თორის პარტიის წარმომადგენელი პოლიტიკოსი, რომელსაც თანამდებობაზე ყოფნის გამოცდილება ჰქონდა, მხარს უჭერდა პილს, რის გამოც ბენჟამინმა ლიდერობა დაკარგა. ბლეიკის სიტყვებით, „[დიზრაელი] აღმოჩნდა თითქმის ერთადერთი ფიგურა მის მხარეს, რომელსაც შეეძლო ორატორობა, რაც აუცილებელია პარლამენტის ლიდერისთვის“. არგილის ჰერცოგი წერდა, რომ დისრაელი „ის იყო სუბალტერნის მსგავსი. დიდ ბრძოლაში, სადაც ყველა ზემდგომი ოფიცერი დაიღუპა ან დაიჭრა“. თუკი თორების პარტიას შეეძლო მოეპოვებინა საარჩევნო მხარდაჭერა, რომელიც აუცილებელია მთავრობის ფორმირებისთვის, მაშინ დიზრაელს ახლა თითქოს გარანტირებული ჰქონდა მაღალი თანამდებობა. თუმცა, ის თანამდებობას დაიკავებდა საკუთარ გუნდთან ერთად, რომლებსაც ან ძალიან მცირე გამოცდილება ჰქონდათ ან კი სრულიად ამოუცდელები იყვნენ პოლიტიკურ საკითხში. მართლაც, დიზრაელიმ მოიპოვა წარმატება, დომინანტობა ჩამოართვა თორთა პარტიას, 1874 წლამდე კონსერვატორები თემთა პალატის უმრავლესობას აღარ წარმოადგენდნენ.

პილმა პარლამენტის მეშვეობით წარმატებით მოახერხა „სიმინდის კანონების“ გაუქმება, თუმცა შემდეგ მისი მტრების მიერ შექმნილ ალიანსთან დამარცხდა ირლანდიის კანონისა და წესრიგის საკითხზე; 1846 წლის ივნისში კი ის თანამდებობიდან გადადგა. თორის პარტია ისევ გაყოფილი რჩებოდა, ამიტომ დედოფალმა ლორდ ჯონ რასელს, ვიგის ლიდერს უხმო. 1847 წლის საყოველთაო არჩევნებში დიზრაელი წარმატებით იდგა ბუკინგემშირის საარჩევნო ოლქში. თემთა ახალ პალატას უფრო მეტი კონსერვატი წევრი ჰყავდა, ვიდრე ვიგის წევრები, მაგრამ ტორის სქიზმის სიღრმემ მისცა რასელს საშუალება განეგრძო მმართველობა. კონსერვატებს სახალხო კრებაში ბენტინკი, ხოლო ლორდებში სტენლი ხელმძღვანელობდნენ.

1847 წელს მცირე პოლიტიკური კრიზისი შეიქმნა, რომელმაც ბენტინკი ჩამოაშორა ხელმძღვანელობას და ხაზი გაუსვა დიზრაელის უთანხმოებას საკუთარ პარტიასთან. იმ წლის საყოველთაო არჩევნებში ლიონელ დე როტშილდი ლონდონში დაბრუნდა, თუმცა როგორც ებრაელს, მას არ შეეძლო ერთგულების ფიცის დადება დადგენილი ქრისტიანული ფორმით და, შესაბამისად, ვერ დაიკავა თავისი ადგილი. ლორდ ჯონ რასელმა, ვიგის ლიდერმა, რომელმაც პილი შეცვალა პრემიერ-მინისტრის პოსტზე და როტშილდის მსგავსად, ლონდონის ქალაქის წევრი იყო, თემებს შესთავაზა, რომ ფიცი შეცვლილიყო, რათა ებრაელებს პარლამენტში შესვლის საშუალება მისცემოდათ.

დიზრაელი ამ წინადადების სასარგებლოდ ლაპარაკობდა, ამტკიცებდა, რომ ქრისტიანობა იყო „დასრულებული იუდაიზმი“ და თემთა პალატას ეკითხებოდა: „სად არის თქვენი ქრისტიანობა, თუ არ გჯერათ მათი იუდაიზმის?“. რასელისა და დიზრაელის მომავალ მეტოქეს, გლადსტონს მიაჩნდა, რომ დიზრაელის გამოსვლა ძალიან გაბედული იყო, თუმცა ეს გამოსვლა მისმა პარტიამ ცუდად მიიღო. ტორიები და ანგლიკანებიც მტრულად იყვნენ განწყობილნი ამ კანონპროექტის მიმართ. სამუელ უილბერფორსი და ოქსფორდის ეპისკოპოსიც კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ ამ კანონპროექტს და მიაჩნდათ, რომ რასელი ამ კანონპროექტით ებრაელებს უხდიდა სამაგიეროს არჩევნებში დახმარებისთვის. დიზრაელის გარდა, მომავალი პროტექციონისტული კაბინეტის ყველა წევრმა პარლამენტში ამ კანონპროექტის წინააღმდეგ მისცა ხმა. ლორდ ჯონ მანერსი, რომელიც ჯერ კიდევ არ იყო დეპუტატი,  როტშილდს დაუპირისპირდა მაშინ, როდესაც ეს უკანასკნელი ხელახლა წარდგა არჩევნებში 1849 წელს. საბოლოოდ კანონპროექტი კენჭისყრის შედეგების მიხედვით გაუქმდა.

დებატების შემდეგ ბენტინკმა დატოვა ხელმძღვანელობა და მისი ადგილი დაიკავა ლორდ გრანბიმ. დიზრაელი საკუთარმა გამოსვლამ, რომელსაც ბევრი მისი პარტია მკრეხელურად მიაჩნდა, დააზარალა. სანამ ეს ინტრიგები ხდებოდა, დიზრაელი მუშაობდა ბენტინკის ოჯახთან ერთად, რათა მიეღო საჭირო დაფინანსება ჰიუგენდენ სასახლის შესაძენად, ბუკინგემშირში. აგარაკების ფლობა და საოლქო საარჩევნო ოლქის მმართველობა არსებითად ითვლებოდა პარტიის ლიდერობის ამბიციების მქონე ტორებისთვის. დიზრაელი და მისი ცოლი ქორწინების ბოლომდე მონაცვლეობდნენ ჰიუგენდენსა და ლონდონში რამდენიმე სახლს შორის. მოლაპარაკებები 1848 წლის 21 სექტემბერს ბენტინკის მოულოდნელმა გარდაცვალებამ გაართულა, მაგრამ დიზრაელიმ 25000 ფუნტის ოდენობით სესხი აიღო ბენტინკის ძმებისგან, ლორდ ჰენრი ბენტინკისა და ლორდ ტიჩფილდისგან.

დანიშვნიდან ერთ თვეში გრანბიმ თემის ხელმძღვანელის თანამდებობა დატოვა, რადგან თავს არაადეკვატურად მიიჩნევდა ამ პოსტისთვის და პარტია პარლამენტის სესიის დარჩენილ სხდომებზე ლიდერის გარეშე ფუნქციონირებდა. შემდეგი სესიის დასაწყისში, საქმეებს აწარმოებდა გრანბის, დიზრაელის და ჯონ ჩარლზ ჰერისის ტრიუმვირატი - რაც მიუთითებს დაძაბულობაზე დისრაელისა და პარტიის დანარჩენ წევრებს შორის, რომლებსაც სჭირდებოდათ დიზრაელის ნიჭი, მაგრამ არ ენდობოდნენ მას. ეს დამაბნეველი შეთანხმება დასრულდა გრანბის გადადგომით 1851 წელს; ტრიუმვირატის დანარჩენ ორ წევრს დიზრაელიმ ფაქტობრივად იგნორირება გაუკეთა.

 
საათის მიმართულებით ზედა მარცხენა კუთხიდან: ბრაითი, პილი, ბენთინკი და სტენლი

კაბინეტი

რედაქტირება

დერბის პირველი მთავრობა

რედაქტირება
 
The Earl of Derby, Prime Minister 1852, 1858–59, 1866–68

1851 წელს ლორდ ჯონ რასელის მთავრობამ, რიგი მიზეზების გამო, კრახი განიცადა. იგი გადადგა, თუმცა ოფისში კვლავ აგრძელებდა მუშაობას. დიზრაელი წუხდა ამაზე და იმედოვნებდა, რომ მასაც მიეცემოდა თანამდებობის დაკავების საშუალება. სტენლი უკმაყოფილო იყო თანამშრომელთა მუშაობით. 1851 წელს სტენლის მამა გარდაიცვალა და მას მემკვიდრეობით მიენიჭა ტერბის გრაფის ტიტული. რასელმა თანამდებობიდან გაათავისუფლა ლორდ პარმენსტონი, რომელსაც ამ უკანასკნელის გადაწყვეტილებით პრემიერმინისტრის თანამდებობაც ჩამოერთვა. პალმერსტონმა ეს 1852 წლის 4 თებერვალს გააკეთა, როდესაც დიზრაელის ტორებთან გააერთიანა მისი მიმდევრები და გადადგომა აიძულა რასელს. დერბის ან უნდა მიეღო ეს თანამდებობა ან რეპუტაციის შელახვის რისკი უნდა გაეწია, ამიტომ ის დათანხმდა დედოფლის კომისარს პრემიერ მინისტრის თანამდებობაზე. პალმერსტონმა უარი თქვა პოსტზე, დერბი კი მას ფინანსთა სამინისტროს კანცლერად განიხილავდა. ფინანსურ სფეროში დიდი ცოდნის არქონის მიუხედავად მეორე ვარიანტად დიზრაელი განიხილებოდა. გლადსტონმა უარი თქვა მთავრობაში შესვლაზე, დიზრაელი კი შეეძლოთ მიეზიდათ 5000 ფუნტის ოდენობის ხელფასით, რაც ხელს შეუწყობდა მისი დავალიანებების დაფარვას. მაშინ, როცა დერბი დედოფალს ახალი მინისტრების სახელებს აცნობდა ძველ ჰერცოგს უნებლიედ წამოსცდა „ვინ? ვინ?“

მომდევნო კვირეების განმავლობაში დიზრაელი პალატის ხელმძღვანელად და კანცლერად მსახურობდა. ის დედოფალს რეგულარულად უწერდა მოხსენებებს თემთა პალატაში მიმდინარე პროცესების შესახებ. დედოფალი კი ამ მოხსენებებს უცნაურად და წიგნის სტილში დაწერილად ახასიათებდა. 1852 წლის 1 ივლისს პარლამენტის სესია დასრულდა აზრით, რომ ტორები უმცირესობის სახით დიდხანს ვეღარ მართავდნენ. დიზრაელი იმედოვნებდა რომ მომავალ არჩევნებში ისინი ორმოც პროცენტიან უმრავლესობას მოიპოვებდნენ, თუმცა ამ არჩევნებს რეალურად გამარჯვებული არ ჰყოლია. დერბის მთავრობამ პარლამენტის სხდომამდე აიღო ხელში ძალაუფლება. დიზრაელის , როგორც კანცლერის მთავარი ამოცანა ისეთი ბიუჯეტის შემუშავება იყო, რომელიც დააკმაყოფილებდა პროტექციონისტურ ელემენტებს. მის მიერ წარდგენილ ბუჯეტში გადასახადები შემცირებული იყო ალაოსა და ჩაისთვის, მან გააორმაგა სახლის ფლობის გადასახადი და არ გაუუქმებია საშემოსავლო გადასახადი. დიზრაელის მიზანი იყო ისეთი პოლიტიკის შემუშავება, რომელიც მომგებიანი იქნებოდა მუშათა კლასისთვის, ეს კიდევ უფრო პოპულარულს გახდიდა მის პარტიას. მიუხედავად იმისა, რომ ბიუჯეტი არ შეიცავდა პროტექციონისტულ მახასიათებლებს, ოპოზიცია მზად იყო დიზრაელის კანცლერობის კარიერასთან ერთად დაენგია ის 1846 წელს მომხდარი მოვლენებისთვის შურისძიების გამო. დეპუტატმა სინდი ჰერბერტმა იწინასწარმეტყველა, რომ ბიუჯეტის პროექტი ჩავარდებოდა, რადგანაც „ებრაელები გაცვლას არ აკეთებენ“.

 
გლადსტონი 1850-იან წლებში

დიზრაელიმ ბიუჯეტი 1852 წლის 3 დეკემბერს წარადგინა, შემდეგ ის მთავრობისთვის განსახილველად მოამზადა და 16 დეკემბერს უკვე კანცლერს უნდა ეთქვა საბოლოო სიტყვა. მთავრობის კრახი ნაწინასწარმეტყველები იყო. დიზრაელი უკვე სათითაოდ ესხმოდა თავს ოპონენტებს და აღნიშნავდა რომ ის კოალიციის წინააღმდეგ იდგა, ინგლისს კი არ უყვარს კოალიციები. მისი სამსაათიანი სიტყვა განიხილება როგორც სიტყვით გამოსვლის შედევრი. როდესაც დეპუტატები გაყოფისთვის ემზადებოდნენ, გლადსტონი ფეხზე წამოდგა და გაბრაზებულმა დაიწყო სიტყვის წარმოთქმა. შეფერხებებს ადგილი ნაკლებად ჰქონდა, რადგან გლადსტონმა სრულად აიყო კონტროლი თემთა პალატაზე, დიზრაელი არასერიოზულად, ხოლო ბიუჯეტი დივერსიულად გამოაცხადა. მთავრობა 19 ხმით დამარცხდა, დერბი კი ოთხი დღის შემდეგ გადადგა. იგი აბერდინის გრაფმა შეცვალა, კანცლერად კი გლადსტონი დაინიშნა. სხვა პარტიებში დიზრაელის არაპოპულარობის გამო პარტიათა შერიგება შეუძლებელი აღმოჩნდა, ამას ემატებოდა ისიც, რომ ის თემთა პალატაში ტორების ლიდერად რჩებოდა.

ოპოზიცია

რედაქტირება

მთავრობის დამხობისთანავე დიზრაელი და კონსერვატორები ოპოზიციის სკამებზე დაბრუნდნენ. დიზრაელიმ თავისი 44 წლიანი კარიერის სამი მეოთხედი ოპოზიციონერად გაატარა. დერბი თავს იკავებდა მთავრობის წინააღმდეგობისგან, რადგანაც იცოდა, რომ მიუხედავად მისი ძლიერებისა, მმართველ კოალიციას დიზრაელისადმი ზიზღი აერთიანებდა. დიზრაელი კი თავის მხრივ მთავრობის ყველა ნაბიჯს ეწინააღმდეგებოდა. 1853 წლის ივნისის თვეში ოქსფორდის უნივერსიტეტმა დიზრაელის საპატიო ხარისხი მიანიჭა. მას რეკომენდაცია გაუწია ლორდმა დერბიმ, უნივერსიტეტის კანცლერმა. 1854 წლის ყირიმის ომმა პარტიული პოლიტიკა მეორე პლანზე გადაწია და წინ ეროვნული, პატრიოტული ინტერესები დააყენა. 1855 წელს პარლამენტმა განიხილა რეზოლუცია ომის წარმართვის კომიტეტის შექმნის შესახებ. აბერდინის მთავრობამ მხარი დაუჭირა ნდობის შუამდგომლობას, დიზრაელიმ კი ოპოზიცია გამარჯვებამდე მიიყვანა და ხელისუფლება დამარხდა 148 ხმით 305-ის წინააღმდეგ. აბერდინი გადადგა და დედოფალმა დერბი გაგზავნა, რომელმაც დიზრაელის იმედგაცრუების გამო უარი თქვა თანამდებობაზე. დედოფალმა ამის შემდეგ უღიმღამოდ თხოვა პალმერსტონს მთავრობის ფორმირება. პალმერსტონის დროს ომმა უკეთესად ჩაიარა და 1856 წელს პარიზის ხელშეკრულებით დასრულდა. დიზრაელი კი თავიდან მშვიდობის მომხრე იყო, თუმცა მცირე გავლენა მოახდინა მოვლენებზე. დიზრაელი დაინტერესდა ინდოეთში მიმდინარე მოვლენებით. პალმერსტონი ინდოეთის პირდაპირ მმართველობას ემხრობოდა, დიზრაელი კი ეწინააღმდეგებოდა მას. პალმერსტონის მიმართ მუდმივად იზრდებოდა წინააღმდეგობა, მოგვიანებით ის გადადგა, ლორდ დერბი კი დაუბრუნდა თავის პოზიციას.

დერბის მეორე მთავრობა

რედაქტირება

დერბიმ თანამდებობა დაიკავა, როგორც წმინდად კონსერვატორმა კანდიდატმა და არ იყო კოალიციაში სხვა პარტიებთან. მან კვლავ შესთავაზა ადგილი გლადსტონს, თუმცა ამ უკანასკნელმა კვლავ უარი თქვა. დიზრაელი კიდევ ერთხელ გახდა თემტა პალატის ლიდერი და დაბრუნდა ფინანსთა სამინისტროში. როგორც 1852 წელს, დერბი კვლავ ხელმძღვანელობდა უმცირესობის მთავრობას, რომლის არსებობაც ოპონენტების გაყოფაზე იყო დამოკიდებული.[65] როგორც პალატის ლიდერმა, დიზრაელიმ განაახლა დედოფლისთვის ანგარიშების გაგზავნა. დერბის მთავრობა ზომიერად პროგრესირებადი აღმოჩნდა.1858 წელს ინდოეთის მთავრობის აქტმა დაასრულა თავისი როლი ნახევარკუნძულის მართვაში.[66] დიზრაელი ასევე მხარს უჭერდა ებრაელთა მონაწილეობას პარლამენტის ფორმირებაში. დიზრაელიმ მიიღო კანონი დეპუტატების მიერ ფიცის დადების წესთან დაკავშირებით. 1858 წელს ბარონი ლიონელ დე როტშილდი გახდა პირველი დეპუტატი, რომელმაც აღიარა ებრაული რწმენა. დიზრაელიმ და დერბიმ კიდევ ერთხელ სცადეს გლადსტონის დათანხმება და ურჩიეს მას, რომ პარტიის კეთილდღეობა პირად მტრობაზე მაღლა დაეყენებინა. გლადსტონმა უარყო რომ მას პირადი მტრობა ამოძრავებდა და განმარტა რომ მასსა და დერბის შორის ინტერესების დონეზე იყო გაცილებით უფრო დიდი სხვაობა, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანდა.

1859 წელს თორის პარტიამ რეფორმის სახით შემოიღო კანონპროექტი, რომლის შედეგადაც გაიზარდა ხმის მიცემის უფლება. ამავე წელს რასელის მიერ დაფინანსებულმა კანონპროექტმა დაამარცხა მთავრობა. დერბიმ დაითხოვა პარლამენტი. შემდგომ არჩევნებში თორის პარტიამ გაიმარჯვა. მიუხედავად გამარჯვებისა, მათ საკმარისი ძალაუფლება ვერ მოიპოვეს გაეკონტროლებინათ სიტუაცია. როდესაც პარლამენტი ხელახლა შეიკრიბა დერბის მთავრობა 13 ხმით დამარცხდა. ის გადადგა და დედოფალმაც პალმერსტონი გაგზავნა თანამდებობის მისაღებად.

ოპოზიცია და კანცლერობის მესამე ვადა

რედაქტირება

დერბის თანამდებობიდან მეორედ დათხოვნის შემდეგ, დიზრაელის შეექმნა უთანხმოება კონსერვატორთა რიგებში მათთან, ვინც მას ადანაშაულება დამარცხებაში, ან თვლიდა, რომ დიზრაელი დერბის მიმართ არ იყო ერთგული. ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გააფრთხილა დიზრაელი, რომ ზოგიერთი დეპუტატი მის სკამიდან გადაგდებას ელოდებოდა. შეთქმულთა შორის იყვნენ ლორდ რობერტ სესილი, ახალგაზრდა კონსერვატორი დეპუტატი, რომელიც მეოთხედი საუკუნის შემდეგ გახდებოდა პრემიერ მინისტრი, როგორც ლორდ სოლსბერი. მან დაწერა, რომ დიზრაელის თემთა პალატაში ლიდერად ყოფნამ შეამცირა კონსერვატორების თანამდებობის დაკავების შანსი. როდესაც სესილის მამამ გააპროტესტა ლორდმა რობერტმა თქვა: „მე უბრალოდ დაბეჭდილი მაქვს ის, რასაც ყველა ქვეყნის ჯელტლმენი ამბობდა პირად საუბრებში“.

 
ლორდ რობერტ სესილი, დიზრაელის მოწინააღმდეგე 1860-იან წლებში, მაგრამ შემდგომში მისი მოკავშირე

დიზრაელიმ უკონკურენტო ოპოზიციას მიჰყო ხელი თემთა პალატაში - ვერ ნახა პალმერსტონის სკამიდან ჩამოგდების გზა, დერბი პირადად შეთანხმდა, რომ შეწყვეტდა მთავრობასთან ბრძოლას. დიზრაელიმ შეინარჩუნა ინფორმირებულობა საგარეო საქმეთა საკითხებზე და კაბინეტში არსებულ მდგომარეობაზე, საკუთარი წყაროებიდან. როდესაც 1861 წელს ამერიკის სამოქალაქო ომი დაიწყო, დიზრაელიმ ცოტა რამ თქვა საჯაროდ, ინგლისელების უმეტესობა სამხრეთის გამარჯვებას ელოდა. ნაკლებად აქტიურები იყვნენ პალმერსტონი, გლადსტოუნი (ისევ კანცლერი) და რასელი, თუმცა მათი მხარდაჭერა გამოიხატებოდა მრავალწლიან ურთიერთობაში. 1862 წელს დიზრაელი პირველად შეხვდა პრუსიელ გრაფი ოტო ფონ ბისმარკს და თქვა მასზე: „ფრთხილად იყავი იმ კაცთან, ის რასაც ამბობს, ზუსტად იმას გულისხმობს.“ პარტიული ზავი დასრულდა 1864 წელს, ტორესების გავლენის გაძლიერებით გერმანიის კონფედერაციასა და დანიაში. დიზრაელიმ დახმარება მიიღო დერბისგან, რომელიც მართალია ავადმყოფობდა, მაგრამ მაინ მოახერხა პარტიის საკმარისად გაერთიანება, არა კონფიდენციალური არჩევნებისთვის, რომლითაც შეზღუდავდნენ მთავრობის უპირატესობას, ტორის განდგომამ და არ ყოფნამ ხელი შეუწყო პალმერსტონის თანამდებობის შენარჩუნებას. მას შემდეგ რას პალმერსტონი 18 წლის გახდა და გავრცელდა ჭორები მისი ჯანმრთელობის შესახებ, მან შეძლო პირადი პოპულარობის შენარჩუნება, რამაც ლიბარალების პროდუქტიულობა გაზარდა 1865 წლის ივლისში ჩატარებულ არჩევნებში. ამ წლის არჩევნებში ნაჩვენები ცუდის შედეგის გათვალისწინებით, დერბი მიხვდა რომ ვერც თვითონ და ვერ დისრაელი, ვეღარ შეძლებდნენ თანამდებობის შენარჩუნებას. პოლიტიკური გეგმები ჩაშალა 1865 წლის 18 ოქტომბერს, პალმერსტონის სიკვდილმა. რასელი კვლავ გახდა პრემიერ მინისტრი. რასელის მთავარი პრიორიტეტი იყო, რეფორმის კანონპროექტი, მაგრამ გლადსტონის 1866 წლის 12 მარტს გამოცხადებულმა საკანონმდებლო შეთავაზებამ, გამოიწვია მისი პარტიის დანაწევრება. კონსერვატორები და დისიდენტი ლიბერალები განმეორებით დაესხნენ თავს გლადსტონის კანონმდებლობას და ივნისში საბოლოოდ დაამარცხეს მთავრობა. 26 ივლისს რასელი გადადგა. დისიდენტებს არ სურდათ დიზრაელის მსახურების ქვეშ ყოფნა და დერბიმ ჩამოაყალიბა მესამე კონსერვატიულ უმცირესობათა მთავრობა, დიზრაელის კანცლერობით. 1867 წელს კონსერვატორებმა წარადგინეს რეფორმის კანონპროექტი. თემში უმრავლესობის გარეშე, კონსერვატორებს მცირე არჩევანი ჰქონდათ და მოუწიათ დათანხმებოდნენ კანონპროექტის ლიბერალიზაციას, თუმცა დიზრაელიმ უარი თქვა მიიეღო იგი გლადსტონისგან.

დემოკრატიული თორის პარტია: 1867 წლის რეფორმის აქტი

რედაქტირება

დიზრაელს სწამდა, რომ იმ შემთვევაში თუ ხმას მას მისცემდნენ, ინგლისელი ხალხი ამას გამოიყენებდა კონსერვატული პარტიის ლიდერის ძალაუფლებაში მოსაყვანად. ქვეყანაშ მიმდინარე აჟიოტაჟის საპასუხოდ, ბენჟამინმა მალევე დაარწმუნა კაბინეტი გადასახადების რეფორმასთან დაკავშირებით. თუმცაღა, დერბიმ გააფრთხილა, ეს იყო „ნახტომი სიბნელეში“, დიზრაელმა ყველა წინააღმდეგობა გადალახა, მათ შრის ლიბერალებიც. სანდო პარტიული კონკურენტის არარსებობის და ამ საკითხზე არჩევნების მოწვევის შიშის გამო, კონსერვატორები თავს ვალდებულად თვლიდნენ მხარი დაეჭირათ დიზრაელის მიუხედავად მათი ეჭვებისა.

თორის პარტიის წარმომადგენლები, განსაკუთრებით ლორდ კრენბორნი (როგორც მაშინ ცნობილი იყო რობერტ სესილი) სასტიკად ეწინააღმდეგებოდა დიზრაელის ინიციატივას რეფორმასთან დაკავშირებით და მას ქვეყნის მოღალატეც კი უწოდა, თავად კი თანამდებობიდან გადადგა. მიუხედავად იმისა, რომ დიზრაელიმ მიიღო ლიბერალური შესწორებები (თუმცა აშკარად უარს ამბობდა გლადსტონის მიერ გადატანილ შესწორებებზე), რამაც კიდევ უფრო შეამცირა საკუთრების კვალიფიკაცია, კრენბორნმა ვერ შეძლო ეფექტური აჯანყება. დიზრაელიმ ფართო აღიარება მოიპოვა და თავისი პარტიის გმირი გახდა „საოცარი საპარლამენტო ოსტატობისთვის“, რომლითაც მან უზრუნველყო რეფორმის გავლა საზოგადოებებში. ლიბერალების სკამებიდანაც აღფრთოვანება გამოიხატა. ცნობილმა განათლებულმა, ნოტინჰემის დეპუტატმა, ბერნალ ოსტბორნმა განაცხადა:

„მე ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ფინანსთა კანცლერი იყო ყველაზე დიდი რადიკალი პალატაში. მან მიაღწია იმას, რისი გაკეთებაც ქვეყნის სხვა კაცს არ შეეძლო. მან აიღო ეს დიდი ომნიბუსი, სავსე სულელი, რთული ჯენტლმენებით - მე მხოლოდ „სულელებს“ ვამბობ საპარლამენტო გაგებით - და გადააქცია ეს კონსერვატორები რადიკალურ რეფორმატორებად.“

1867 წლის რეფორმის აქტი მიღებულ იქნა იმავე წლის აგვისტოში. მან გაზარდა ხმის მიცემის უფლება 938,427 კაცით (ზრდა 88%-ით). მან გაანადგურა უბნები, სადაც 10000-ზე ნაკლები მოსახლე ცხოვრობდა და 15 წარმომადგენლობით ქალაქს მიანიჭა საარჩევნო ოლქი, დამატებითი წარმომადგენლობით დიდ მუნიციპალიტეტებში, როგორიცაა ლივერპული და მანჩესტერი.

პრემიერ-მინისტრობის პირველი ვადა; ოპოზიციის ლიდერი

რედაქტირება

ავადმყოფობის გამო დერბმა ვერ შეძლო 1868 წლის თებერვალში პარლამენტის სხდომაზე დასწრება. ექიმები დერბს აფრტხილებდნენ, რომ თანამდებობის დატოვება მოუხდებოდა ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად, თუმცა მას არ სურდა თანამდებობიდან გადადგომა, იმ მიზეზით, რომ ის მხოლოდ 68 წლის იყო, ბევრად უმცროსი ვიდრე პალმერსტონი და რასელი. 1868 წლის საპარლამენტო სხდომამდე დერბიმ დიზრაელს წერილი მისწერა, სადაც სთხოვს, რომ დამატებით სირთულეებსსა და პასუხისმგებლობებს გაუმკლავდეს. დერბი გადადგა, რეკომენდაცია კი ბენჟამინ დიზრაელს გაუწია. მისი თქმით, მხოლოდ დიზრაელს შეეძლო მისი თანამედროვე კოლეგებისაგან მხარდაჭერის მიღება. დიზრაელი მალევე გაემგზავრა სამეფო რეზიდენციაში, სადაც დედოფალმა მას მტავრობის შექმნა სთხოვა. მონარქმა თავის ქალიშვილს, პრუსიის მეფისნაცვალ პრინცესას ვიქტორიას მისწერა: „ბატონი დიზრაელი პრემიერ მინისტრია! საამაყო რამ, რასაც მიაღწია „ხალხიდან აღდგომილმა“ კაცმა!“ ახალმა პრემიერმა მისალოცად მისულებს უთხრა, „ჭუჭყიანი ბოძის თავზე ავედი“.

პირველი მთავრობა (თებერვალი-დეკემბერი 1868)

Four men, the second of whom wears a wig resembling that of a judge, and the fourth of whom wears clerical clothes
საათის მიმართულებით ზედა მარცხენა კუთხიდან: ჩემსფორდი, კეირნსი, ჰანტი და მენინგი

კონსერვატორები უმცირესობაში რჩებოდნენ თემთა პალატაში და რეფორმის მიღებისათვის კი ახალი არჩევნების ჩატარება იყო საჭირო. დიზრაელის საპრემიერო ვადა, რომელიც 1968 წლის თებერვალში დაიწყო იქნებოდა ხანმოკლე მანამ, სანამ კონსერვატორები არ გაიმარჯვებდნენ არჩევნებში. მან მხოლოდ ორი მნიშვნელოვანი ცვლილება განახორციელა: ლორდ კანცლერად დანიშნა ლორდ ქაირნსი, ლორდი ჩელმსფორდის ნაცვლად და ფინანსთა მინისტრად ჯორჯ ვარდი დანიშნა. დერბი აპირებდა ჩელმსფორდის შეცვლას როგორც კი შეირჩეოდა შესაფერისი კანდიდატი, დიზრაელის არ სურდა მოცდა და მისი გადმოსახედიდან კაირნსი ბევრად ძლიერი მინისტრი გახლდათ. დიზრაელის პირველივე საპრემიერო წელი გამოირჩა იმით, რომ მწვავე დებატებში ჩაება, რაც შეეხებოდა ირლანდიის ეკლესიას. მიუხედავად იმისა, რომ ირლანდიელთა უმეტესობა კათოლიკეები იყვნენ, ინგლისის ეკლესია მიწის მესაკუთრეთა უმეტესობას წარმოადგენდა. იგი რჩებოდა ეკლესიად, რომელიც ფინანსდებოდა პირდაპირი დაბეგვრით, რაც აღიზიანებდა პრესვიტარიელებს და კათოლიკეებს. დიზრაელი მოლაპარაკებას აწარმოებდა არქიეპისკოპოს მენინგთან, დუბლინში კათოლიკური უნივერსიტეტის დაარსების თაობაზე, რომელიც დაარსდა მარტში, რაც გამოწვეული იყო გლადსტონის გადაწყვეტილებით-დაენგრიათ ირლანდიური ეკლესია. გლადსტონის ამ იდეას შეუერთდნენ ლიბერალები, რამაც გამოიწვია განხეთქილება კონსერვატორებში კონსერვატორები ინარჩუნებდნენ თანამდებობებს, რადგან ახალი საარჩევნო რეესტრი ჯერ კიდევ არ იყო მზად-ამასთან არცერთ სხვა პარტიას არ სურდა გამოკითვის ძველი წესით ჩატარება. გლადსტონმა დაიწყო ლიბერალების მხარდაჭერის გამოყენება, რათა თემთა პალატაში გაეტანა საკუთარი რეზოლუციები. დიზრაელის მთავრობა გადარჩა დეკემბრის გენერალურ არჩევნებამდე, სადაც ლიბერალებმა დაიბრუნეს ძალაუფლება 110 ხმით.

მცირე დროში, პირველმა დიზრაელის მთავრობამ მიიღო უდავო კანონები: რამაც გააუქმა საჯაროდ სიკვდილით დასჯა, აგრეთვე კორუფციული პრაქტიკაში შევიდა დამატება: რითაც დასჯადი გახდა საარჩევნო მოსყიდვა. საფოსტო ოფისებს ნება მიეცათ შეეძინათ სატელეფონო კომპანიები, რაც ადრეული ვერსია გახლდათ ნაციონალიზაციის. ცვლილებები შევიდა სკოლის კანონში, აგრეთვე შოტლანდიის იურიდიულ სისტემაში და რკინიგზის კანონში.

ოპოზიციის ლიდერი, 1874 წლის არჩევნები

რედაქტირება
 
დიზრაელი დაახლოებით 1870 წელს

გლადსტონის ლიბერალური უმრავლესობა დომინანტი იყო თემთა პალატაში, დიზრაელიმ ვერაფერი გააკეთა გარდა პროტესტისა მთავრობის მიერ მიღებული კანონდებლობისადმი. შესაბამისად, მან ლიბერალური პოლიტიკის შეცდომების გამოვლენისთვის ლოდინი არჩია. თავისუფალი დროის ქონის გამო მან დაწერა რომანი, სახელწოდებით ლოტჰარი (1870). ყოფილი პრემიერმინისტრის მხატვრული ნაწარმოები სიახლე იყო ბრიტანეთისთვის და წიგნი ბესტსელერი გახდა.[67][68] 1872 წლისთვის კონსერვატორთა რიგებში აზრთა სხვადასხვაობა გაჩნდა გლადსტონისა და მისი ლიბერალების წარუმატებლობის გამო. დიზრაელის გააქტიურებისთანავე ეს მდგომარეობა თანდათან ჩაწყნარდა. იზრდებოდა მისადმი საზოგადოების მხარდაჭერაც. ის მხარს უჭერდა პარტიის მენეჯერის, ჯონ ელდონ გორსტის, მიერ კონსერვატიული პარტიის ამინისტრაციის თანამედროვე საფუძველზე დაშენების მცდელობებს.

1873 წელს გლადსტონმა გამოაქვეყნა განკარგულება დუბლინში კათოლიკური უნივერსიტეტის დაარსების შესახებ. ამან გაყო ლიბერალები და 12 მარტს კონსერვატორთა და ირლანდიელ კათოლიკეთა ალიანსმა მთავრობა სამი ხმით დააარსა. გლადსტონი გადადგა, დედოფალმა კი თანამდებობის დაკავება დიზრაელის შესთავაზა, ამ უკანასკნელმა შეთავაზება უარყო. საყოველთაო არჩევნების გარეშე, კონსერვატიული მთავრობა იქნებოდა გადარჩენისთვის ოპონენტების გაყოფაზე დამოკიდებული კიდევ ერთი უმცირესობა. დიზრაელის ძალათა უმრავლესობა სურდა, ამის მიღწევის გზად კი ლიბერალების ინსტიტუტში შენარჩუნება ესახებოდა. გლადსტონი კვლავ განაგრძობდა ბრძოლას სკანდალებითა და გაუმჯობესებული გზებით.[69]

1874 წლის იანვარში გლადსტონმა საყოველთაო არჩევნები მოითხოვა და დარწმუნებული იყო, რომ რაც უფრო დიდხანს მოიცდიდა, მით უფრო შემცირდებოდა მისი მხარდაჭერა.კენჭისყრა ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდა. დიზრაელიმ კამპანიისას ლიბერალური პოლიტიკის უარყოფით შედეგებზე გააკეთა აქცენტი, ამომრჩევლის ხმის მიცემისთანავე ნათელი გახდა, რომ კონსერვატორები, პირველად 1841 წლის შემდეგ, უმრავლესობით მოვიდოდნენ. საერთო ჯამში, მათ მოიპოვეს 350 ადგილი 245-ის წინააღმდეგ. დედოფლის სურვილით დიზრაელი მეორე ვადით გახდა პრემიერი.

მეორე მმართველობა (1874-80)

რედაქტირება
 
დერბი (ზევით) და ნორსკოტი

დიზრაელის თორმეტკაციანი კაბინეტი ყველაზე პატარა იყო რეფორმაციის შემდეგ. ლორდ სოლსბერი, რომელიც ადრე განაწყენებული ჰყავდა დიზრაელის, მოლაპარაკებების შემდეგ შეურიგდა მას და ინდოეთში სახელმწიფო მდივანი გახდა. ლორდ სტენლი საგარეო საქმეთა მინისტრი გახდა, სერ სტეფორდ ნორსკოტი კი კანცლერი.[70]

1876 წელს დიზრაელი ლორდთა პალატაში შევიდა. დედოფალმა მას კეთილშობილის ტიტული ჯერ კიდევ 1868 წელს შესთავაზა, მაგრამ მაშინ მან უარი თქვა. შეთავაზება მეორედ 1874 წელს მიიღო, როცა ბალმორალში დაავადდა. პრემიერობის მეორე ვადისას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებამ იგი აიძულა გადამდგარიყო. ლორდთა პალატაში დაპირისპირებების იშვიათობამ მას საშუალება მისცა თამამად მიეღო ეს გადაწყვეტილება. 1876 წელს საპარლამენტო სესიის დასრულებამდე ხუთი დღით ადრე მან მიიღო კეთილშობილობა. მეორე დღეს ამის შესახებ ინფორმაცია გაზეთებში გავრცელდა. 1797 წელს დიზრაელი გარდაიცვალა.[71]

საშინაო პოლიტიკა

რედაქტირება

საკანონმდებლო რეფორმა

რედაქტირება

სახელმწიფო მდივნის, რიჩარდ ასეტონ კროსის, ხელმძღვანელობით დიზრაელიმ ბევრი საშინაო რეფორმა განახორციელა. მათ შორის იყო მუშათა და ხელოსანთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების შესახებ 1875 წელს მიღებული კანონი, რომელიც საცხოვრების მშენებლობისთვის იაფად აძლევდა სესხებს მუშებსა და ხელოსნებს. 1875 წელს ასევე მიღებული იქნა საზოგადოებრივი ჯანდაცვის აქტი, საკვებისა და წამლების გაყიდვის შესახებ აქტი, განათლების შესახებ კანონი და სხვ.[72] the Sale of Food and Drugs Act (1875), and the Education Act (1876).[73] ამ სოციალური რეფორმების შედეგად ლიბერალ-ლეიბორისტმა დეპუტატმა ალექსანდრ მაკდონალდმა თავის ამომრჩეველს 1879 წელს განუცხადა, „კონსერვატიულმა პარტიამ ხუთი წლის განმავლობაში უფრო მეტი გააკეთა მუშათა კლასისთვის, ვიდრე ლიბერალებმა ორმოცდაათში.“[73]

პატრონაჟი და სამოქალაქო სამსახურის რეფორმა

რედაქტირება
 
დიზრაელის წარუმატებლობამ დაენიშნა სამუელ ვილბერფორსი ლონდონის ეპისკოპოსად დიდი ალბათობით ხმები დააკარგვინა მას 1868 წლის არჩევნებში.

გლადსტონმა 1870 წელს გასცა საბჭოში ბრძანება, რომლის მიხედვითაც საჯარო სამსახურისთვის შემოიღო კონკურენტუნარიანობაზე დაფუძნებული გამოცდები, შეამცირა სამთავრობო სტრუქტურაში დასაქმებისას პოლიტიკური ასპექტების გათვალისწინების დონე და ა.შ. დიზრაელი არ ეთანხმებოდა მას, ის არ ცდილობდა ბრძანების შეცვლას, მაგრამ მოქმედებები ხშირად საწინააღმდეგოზე მეტყველებდა. მაგალითად, დიზრაელი პოლიტიკური ნიშნით ნიშნავდა ადამიანებს, მან თანამდებობები მიანიჭა კონსერვატორ ლიდერებს და შექმნა ოფისი, რომელსაც ბიუჯეტი 2000 ფუნტით განუსაზღვრა. დიზრაელიმ სასულიერო თანამდებობები დაურიგა ძველ მეგობრებს, მას პოლიტიკური მიზეზების გამო არ მოწონდა ანგლიკანიზმის რიგი მოძრაობები, მუდმივად ცვლიდა ეპისკოპოსებს და სხვ.

საგარეო პოლიტიკა

რედაქტირება

დიზრაელი საგარეო პოლიტიკას სახელმწიფოებრიობის ყველაზე მნიშვნელოვან და საინტერესო ნაწილად თვლიდა. ამის მიუხედავად, მის ბიოგრაფს მიაჩნია, რომ თანამდებობაზე არჩევისას დიზრაელის საგარეო მიმართულებით კონკრეტული იდეები არ გააჩნდა. იგი იშვიათად მოგზაურობდა საზღვარგარეთ და 1830-31 წლებში ახლო აღმოსავლეთში ახალგაზრდული მოგზაურობის შემდეგ ინგლისი მხოლოდ თაფლობის თვისას და პარიზში განხორციელებული სამი ვიზიტისას დატოვა, უკანასკნელად 1856 წელს. იგი საგარეო მიმართულებით პასიურობის გამო აკრიტიკებდა გლადსტოუნს და ფიქრობდა, როგორ გაემყარებინა ბრიტანეთის ადგილი ევროპაში. მისმა პირველი ვადით მმართველობამ და მეორე ვადის პირველმა წელმა საშუალება მისცა დიზრაელის საკუთარი ნიშა დაემკვიდრებინა საგარეო პოლიტიკის სფეროში.[74]

სუეცის არხი

რედაქტირება
 
ახალი გვირგვინები ძველის სანაცვლოდ სურათზე გამოსახულია დიზრაელი, როგორც აბანაზირი პანტომიმა ალადინიდან, რომელიც ვიქტორიას საიმპერატორო გვირგვინს სთავაზობს სამეფო გვირგვინის სანავლოდ.

დიზრაელიმ დაამუშავა საკუთარი თავის, როგორც იმპერიალისტის, საზოგადოებრივი იმიჯი ისეთი დიდებული ჟესტებით, როგორიცაა დედოფალი ვიქტორიასთვის "ინდოეთის იმპერატრიცას" წოდება.

სუეცის არხმა, რომელიც 1869 წელს გაიხსნა, ბრიტანეთსა და ინდოეთს შორის მოგზაურობის დრო და მანძილი მნიშვნელოვნად შეამცირა. 1875 წელს იქ მოძრავი გემების 80% იყო ბრიტანული.[75] სუეცის არხზე იკვეთებოდა რამდენიმე სახელმწიფოს ინტერესები. ბრიტანეთი მაქსიმალურად ცდილობდა რომ რეგიონში რუსეთის გავლენა შემცირებულიყო, რუსეთს არ აეღო კონსტრანტინოპოლი და საფრთხე არ შექმნოდა ბრიტანეთის სავაჭრო ურთიერთობებს ინდოეთთან. ბრიტანეთს შესაძლებლობა ჰქონდა შეეძინა არხის აქციები, მაგრამ მან ამაზე უარი თქვა. დიზრაელიმ დეპუტატი ნათან როტშილდი გაგზავნა საფრანგეთში, ლეპეფსისგან არხის აქციების შესყიდვის მიზნით. 1875 წლის 14 ნოემბერს Pall Mall Gazette-ის რედაქტორმა ფრედერიკ გრინვუდმა ლონდონელი ბანკირის ჰენრი ოპენჰეიმისგან შეიტყო, რომ სუეცის არხის აქციონერი ხედივი თავისი აქციების ფრანგული ფირმებისთვის გადაცემას გეგმავდა. გრინვუდმა ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობა დერბის, დერბიმ კი დიზრაელის. პრემიერმინისტრი აქციების დასაცავად გაემართა. 23 ნოემბერს ხედივმა ას მილიონ ფრანკად შესთავაზა აქციების გაყიდვა. ინგლისის ბანკის ნაცვლად, დიზრაელიმ ლიონელ დე როტშილდს სთხოვა თანხის სესხება. როტშილდმა გააკეთა ეს და 25 ნოემბერს კაიროში ნასყიდობის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. დიზრაელიმ დედოფალს მიმართა: „ეს მოგვარებულია, თქვენ გაქვთ ეს, ქალბატონო!“ საზოგადოებამ ეს ნაბიჯი ზღვაზე ბრიტანეთის დომინირებად აღიქვა. სერ იან მალკოლმმა სუეცის არხის წილის შეძენა ნოველისტი დიზრაელის საუკეთესო რომანად შეაფასა. მომდევნო ათწლეულებში სუეცის არხის უსაფრთხოება ბრიტანეთის საგარეო პოლიტიკის მთავარ საზრუნავად იქცა.

გლადსტოუნის დროს ბრიტანეთმა 1882 წელს კონტროლი გაავრცელა ეგვიპტეზე. მოგვიანებით, საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლორდ კერზონმა, 1909 წელს სუეცის არხი აღწერა როგორც „ბრიტანეთის ძალაუფლების ყველა მნიშვნელოვანი მოძრაობის განმსაზღვრელი ფაქტორი ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთითა და სამხრეთით.“

სამეფო ტიტულების აქტი

რედაქტირება

მიუხედავად იმისა, რომ 1837 წელს პარლამენტში შესვლისას ვიქტორია დაინტერესდა დიზრაელით, ვიქტორიას ცოტა ხანში შეძულდა ის. დროთა განმავლობაში დიზრაელის მოქმედებების შედეგად, ეს სიძულვილი შესუსტდა. მას უთქვამს, რომ სამეფო სამსახურისას განსაკუთრებულად საჭირო იყო მაამებლურად ქცევა. ბიოგრაფების განმარტებით, სწორედ ასე იქცეოდა დიზრაელი, თუმცა მისი ეს ქცევა ერთის მხრივ ებრაული წარმომავლობითაც იყო განპირობებული. მეორე ვადით არჩევისას დიზრაელი განსაკუთრებით დაუახლოვდა დედოფალ ვიქტორიას და შეიძლება ითქვას, რომ ყველა პრემიერ მინისტრზე მეტადაც კი, გარდა ლორდ მელბურნისა. რიჩარდ ოლდუსის წიგნში, რომელშიც ის დიზრაელისა და გადსტონის დაპირისპირებაზე საუბრობდა, ნათქვამია, რომ ამ სიახლოვეს დედოფალიც და დიზრაელიც ურთიერთსასარგებლოდ იყენებენ. ვიქტორიას დიდი ხნის განმავლობაში სურდა ჰქონოდა საიმპერატორო ტიტული, რომელიც ასახავდა ბრიტანეთის ფართო დომენს. იგი ნაწყენი იყო იმაზე, რომ მეფე ალექსანდრე II-ს მასზე მაღალი წოდება ჰქონდა და მისი ქალიშვილიც ვიქტორიაზე მაღლა დადგებოდა. ის საიმპერატორო ტიტულს ბრიტანეთის გავლენის ზრდის მანიშნებლად მიიჩნევდა. ტიტული „ინდოეთის იმპერატრიცა“ ვიქტორიას მიმართ არაფორმალურად გამოიყენებოდა ხოლმე, მას კი სურდა ეს წოდება ოფიციალურად ჰქონოდა. ამიტომ, ვიქტორია მხარს უჭერდა დიზრაელის მიერ მიღებულ წოდებების კანონპროექტს. კანონის მიღებისას დიზრაელიმ საჭიროდ არ ჩათვალა გაეფრთხილებინა არც უელსის პრინცი და არც ოპოზიცია, რამაც დიდი უკმაყოფილება გამოიწვია ლიბერალებში. დიზრაელის მუდმივი კონკურენტი, ყოფილი ლიბერალი კანცლერი, რობერტ ლოუ, თემთა პალატაში დებატების დროს ამტკიცებდა, რომ წინა ორმა პრემიერმა უარი თქვა დედოფლისთვის ასეთი კანონმდებლობის შემოღებაზე. დიზრაელიმ, ორატორული ნიჭით, ძლიერი წინააღმდეგობა გაუწია ლოუს, ამ უკანასკნელმა კი ბოდიში მოიხადა და აღარასდროს დაუკავებია რამე თანამდებობა. დიზრაელი ლოუზე ამბობდა, რომ ის ერთადერთი ადმაიანი იყო რომელსაც დიზრაელი ტალახში ტოვებდა და ხელს არასდროს ჩამოართმევდა. დამარცხების შიშით დიზრაელი აჭიანურებდა კანონპროექტის თემთა პალატაში წარდგენას, თუმცა წარდგენის შემდეგ კანონი 75 პროცენტიანი უმრავლესობით მიიღეს. ვიქტორიამ მაშინვე დაიწყო ხელმოწერების შეგროვება, დიზრაელის გავლენა კი მნიშვნელოვნად შემცირდა.

ბალკანები და ბულგარეთი

რედაქტირება
 
ბრძოლა ბულგარეთში რუსეთ-თურქეთის ომის დროს 1877-78 წლებში

1875 წლის ივლისში ბოსნიისა და ჰერცეგოვინის, მაშინ ოსმალთა იმპერიის, სერბი მოსახლეობა აჯანყდა თურქეთის ბატონობის წინააღმდეგ რელიგიური დევნის გამო. შემდეგ იანვარს სულთანი აბდულაზიზი დათანხმდა უნგრეთის სახელმწიფო მოხელის იულიუს ანდრასის მიერ შემოთავაზებულ რეფორმებს, მაგრამ აჯანყებულებმა კვლავ განაგრძეს აჯანყება, მათ შეუერთდნენ ბოევიკები სერბეთსა და ბულგარეთში. თურქებმა მკაცრად ჩაახშეს ბულგარეთის აჯანყება და როდესაც ამის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, დიზრაელიმ და დერბიმ პარლამენტში განაცხადეს, რომ არ სჯეროდათ მათი. გლადსტონი, რომელიც წავიდა ლიბერალური პარტიიდან და ჩამოცილდა საჯარო ცხოვრებას, მიიჩნევდა, რომ თურქეთს უნდა ჩამორთმეოდა ბულგარეთი იქ მის მიერ განხორციელებული მოქმედებების გამო. ამ თემაზე მან გამოსცა ბროშურა, რომელმაც დიდი პოპულარობა მოიპოვა და გააერთიანა ლიბერალები იდეის გარშემო, რომ ოსმალეთის იმპერია აღარ უნდა ყოფილიყო ბრიტანეთის მოკავშირე. ამის მიუხედავად, დიზრაელის პოიტიკამ ხელი შეუწყო კონსტანტინოპოლის და მისი იმპერიის ტერიტორიულ მთლიანობას.

 
საერთაშორისო დელეგატები კონსტანტინოპოლის კონფერენციაზე: საათის მიმართულებით ზედა მარცხენა კუთხიდან, საფეტ ფაშა (თურქეთი), გენერალი იგნატიეფი (რუსეთი), ლორდი სალისბერი (ბრიტანეთი) და კომტ დე შოდოღდი (საფრანგეთი)

დიზრაელიმ სალისბერი გაგზავნა ბრიტანეთის წარმომადგენლად კონსტანტინოპოლის კონფერენციაში, რომელიც 1876 წლის დეკემბერსა და 1877 წლის იანვარში გაიმართა. კონფერენციის დაწყებამდე დიზრაელიმ სიტყვა გაუგზავნა სალისბერის, რომელშიც მოითხოვდა ბრიტანეთისა და ბოსნიის სამხედრო ოკუპაციას და ოსმალეთის ჯარზე ბრიტანეთის კონტროლს. სალისბერიმ უარყო ეს ინსტრუქციები და სასაცილოდ მიიჩნია ის. ამის მიუხედავად, კონფერენციაზე თურქებთან შეთანხმების მიღწევა ვერ მოხდა. 1877 წელს შეკრებილ პარლამენტში დიზრაელი ლორდთა პალატაში გადავიდა ბიკონსფილდის გრაფის ტიტულით. მან იქ მხოლოდ ერთხელ ისაუბრა აღმოსავლეთის საკითხის შესახებ და აღნიშნა, რომ აუცილებელი იყო ბალკანეთში მშვიდობის მიღწევა, თურქეთი კი თავისი მოქმედებებით ხელს უშლიდა ამას. პრემიერმინისტრს ოსმალეთთან გარიგება სურდა ბრიტანეთის მიერ სტრატეგიული ტერიტორიების დაკავებით და რუსეთისგან მომდინარე ომის საფრთხის შეჩერებით, თუმცა ამ ინიციატივას დიდი მხარდაჭერა არ მოჰყოლია. მას შემდეგ, რაც ჯანმრთელობის მდგომარეობის დასტაბილურების გამო დიზრაელი საქმიანობას დაუბრუნდა, რუსეთი 21 აპრილს თურქეთში შეიჭრა და დაიყო რუსეთ-თურქეთის ომი.

ბერლინის კონგრესი

რედაქტირება

1877 წელს რუსებმა გაიარეს ოსმალეთის ტერიტორია და ბულგარეთის სტრატეგიული ქალაქი პლევნა დაიკავეს, კონსტანტინოპოლზე მათი გალაშქრება გარდაუვალი ჩანდა. ომმა ინგლისელები რამდენიმე ნაწილად ყაგო, თუმცა რუსეთის წარმატებების გამო თურქეთის მხარეს ჩარევისგან ბრიანეთი თავს იკავებდა. პლევნას დაცემას დიდი გამოხმაურება მოჰყვა და დიზრაელი მუდმივად საუბრობდა ბრიტანეთისკენ მომავალ რუსულ საფრთხეზე. დიზრაელის მხარდაჭერა იზრდებოდა როგორც დედოფლის, ისე ბრიტანელების მხრიდან. 1878 წლის იანვრის ბოლოს ოსმალეთის სულთანმა ბრიტანეთს დასახმარებლად მიმართა. მთავრობამ პარლამენტს 6 მლნ ფუნტი მოთხოვა არმიისა და ფლოტის მოსაბილიზებლად. გლადსტონი ეწინააღმეგებოდა ამას, მაგრამ მისმა პარტიამ ხმების ნახევარიც ვერ მოაგროვა. უმრავლესობა დიზრაელისკენ იყო, თუმცა მას მეტად სირბილეში სდებდნენ ბრალს რუსეთისთვის ომის დაუყოვნებლივ არ გამოცხადების გამო.

 
ბულგარეთი, სან-სტეფანოს ხელშეკრულებით განსაზღვრული და ბერლინის კონგრესის მიხედვით დაყოფილი

რუსები თანდათან უფრო უახლოვდებოდნენ კონსტანტინოპოლს და თურქებმა 1878 წლის მარტში ხელი მოაწერეს სან-სტეფანოს ხელშეკრულებას, რომლითაც დათმეს ბულგარეთის სახელმწიფო. ეს ყველაფერი მიუღებელი იყო ბრიტანეთისთის, რომელმაც რუსეთს კონფერენციაში მონაწილეობა შესთავაზა. კონფერენციის ადგილად, ბისმარკის ინიციატივით, ბერლინი შეირჩა. მინისტრთა კაბინეტმა განიხილა დიზრაელის წინადადება მალტაზე ინდური დანაყოფების განთავსების შესახებ ბალკანეთში შესაძლო გადაყვანის და რეზერვების გამოძახების მიზნით. დერბი პროტესტის ნიშნად გადადგა, ხოლო დიზრაელიმ საგარეო საქმეთა მინისტრად სალისბერი დანიშნა. ბრიტანეთის მხრიდან ომისთვის მზადების ფონზე თურქეთი და რუსეთი ბერლინის კონფერენციაში მონაწილეობაზე შეთანხმდნენ. 1878 წლის აპრილსა და მაისში ბრიტანეთსა და რუსეთს შორის კონფიდენციალური მოლაპარაკებები შედგა. რუსები მზად იყვნენ ცვლილებები შეეტანათ დიდ ბულგარეთში, მაგრამ მათ გადაწყვეტილი ჰქონდათ შეენარჩუნებინათ ბესარაბია ევროპაში და ბათუმი და ყარსი შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე. თავის მხრივ, ბრიტანეთს ჯარების განსათავსებლად აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის ტერიტორია სურდა, რის შემდეგაც იგი წინააღმდეგობას აღარ გაუწევდა რუსულ ექსპანსიას.

 
დიზრაელი (მარჯვნივ) და სალისბერი, როგორც გარტერის მეომრები, დახატული ჯონ ტენიელის მიერ „The Pas de deux-ში (ტრიუმფის სცენა დიდი ანგლო-თურქული ბალეტიდან)

ბერლინის კონგრესი 1878 წლის ივნისსა და ივლისში გაიმართა და ამ კონგრესმა დიდი ზეგავლენა მოახდინა დიზრაელისა და ბისმარკის ურთიერთობაზე. დიზრაელიმ კონგრესში კიდევ ერთი არეულობა გამოიწვია იმის გამო, რომ თავისი სიტყვა არა ფრანგულად, დიპლომატიის საერთაშორისო ენაზე, არამედ ინგლისურად წარმოთქვა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს გამოწვეული იყო ბერლინში ბრიტანეთის ელჩის, ლორდ ოდო რასელის, რჩევით. დიზრაელის მოქმედებების შედეგად ბერლინის კონგრესი ბრიტანეთისთვის დიდად წარმატებული არ გამოდგა, მან მიზნად დაისახა ბათუმის დემილიტარიზება, მაგრამ სანამ ამას განახორციელებდა რუსეთმა 1886 წელს კარგად გაამაგრა ქალაქი. ერთადერთი, რამაც დიზრაელით კმაყოფილება გამოიწვია კვიპროსის კონვენცია იყო, რითიც კუნძული ბრიტანეთს გადაეცა.

დიზრაელი ემხრობოდა იდეას, რომ თურქეთს იმ ოდენობის ევროპული მიწა უნდა შეენარცუნებინა, რაც საჭირო იყო დარდანელის დასაცავად. რუსეთიც შეუპოვრად იცავდა საკუთარ ინტერესებს, მაგრამ მოგვიანებით მეფე ალექსანდრე II-მ კონგრესი აღწერა როგორც „ევროპული კოალიცია რუსეთის წინააღმდეგ, ბისმარკის ხელმძღვანელობით“. ბერლინის ხელშეკრულებას ხელი 1878 წლის 13 ივლისს მოეწერა. დიზრაელი და ლორდი სალისბერი ბრიტანეთში დაბრუნდნენ და დიზრაელიმ მიმართა ხალხს: „მე და ლორდმა სელისბერიმ დაგიბრუნეთ მშვიდობა, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ეს არის მშვიდობა ღირსებით“.

1880 წლის არჩევნების წინა პერიოდში კონსერვატორების მხარდაჭერა მნიშვნელოვნად შემცირდა. ეს განპირობებული იყო ცუდი ამინდებით, უმოსავლიანობით და ფერმერებთან დაკავშირებული სხვა პრობლემებით. უარესდებოდა დიზრაელის ჯანმრთელობაც. მიუხედავად იმისა, რომ გარშემომყოფები ამას ვერ ამჩნევდნენ, დიზრაელის დიდი ძალისხმევა უჯდებოდა საზოგადოებაში ყოველი გამოჩენა. წინასაარჩევნო კამპანიისას, დიზრაელი და სალსბერი ცდილობდნენ არ გამოსულიყვნენ სიტყვით, რათა გავლენა არ მოეხდინათ არჩევნების შედეგებზე. ხმის მიცემის პროცესის დასრულებისთანავე აშკარა გახდა რომ კონსერვატორები მნიშვნელოვნად იყვნენ დაზიანებულები. საბოლოო შედეგმა ლიბერალების უმრავლესობა აჩვენა.

 
1880 წელს გამართული კანდაჰარის ბრძოლის აღწერა. ბრიტანეთის გამარჯვებამ ანგლო-ავღანეთის მეორე ომში დაამტკიცა დიზრაელის მთავრობა.
 
1873 წელს გამოქვეყნებული დიზრაელის პორტრეტი

უკანასკნელი თვეები, გარდაცვალება, მემორიალები

რედაქტირება

დიზრაელი მარცხს არ აღიარებდა. მან მისწერა ლედი ბრედფორდს, რომ პარლამენტის მუშაობის შეწყვეტა ისეთივე რთულია, როგორც მისი მუშაობის დაწყება. დედოფალი ვიქტორია ძალიან წუხდა მის მიერ პრემიერმინისტრის პოსტის დატოვების გამო. დიზრაელი ჰუგენდენში დაბრუნდა და მუშაობა განაგრძო ენდიმიონზე, რომელიც 1874 წლის არჩევნების გამო გადადო გვერდით. სამუშაო სწრაფად დაასრულა და 1880 წლის ნოემბერში ის უკვე გამოსცა. მან შუამავლების მეშვეობით მიმოწერა განაახლა დედოფალ ვიქტორიასთან. როცა 1881 წლის იანვარში პარლამენტი შეიკრიბა, ის კონსერვატორ ლორდთა ლიდერად მსახურობდა და ცდილობდა გავლენა მოეხდინა გლადსტონის კანონმდებლობაზე. სიცოცხლის ბოლო წლებში დიზრაელი ასთმითა და პოდაგრით იტანჯებოდა და უფრო და უფრო იშვიათად გადიოდა გარეთ. მოგვიანებით იგი დაავადდა ბრონქიტით და გარკვეული პერიოდის განმავლობაში საწოლადაც კი იყო ჩავარდნილი. მაშინ, როცა ცნობილი გახდა რომ ეს დაავადება მისთვის მომაკვდინებელი გახდებოდა, მას ეტაპობრივად უკავშირდებოდნენ მეგობრები და ოპონენტებიც კი. იგი უარს აცხადებდა დედოფლის მიღებაზე. ვიქტორიასგან მიღებული ბოლო წერილი კი თითქმის დაბრმავებულმა დიზრალმა სხვისი დახმარებით წაიკითხა. ერთმა ბარათმა, რომელზეც იყო წარწერა „მშრომელი“ წერილის მიმღები აღაფრთოვანა, იქ ეწერა: „ჯერ არ მოკვდე, შენს გარეშე ვერ გავაკეთებთ“.


პრემიერმინისტრმა გლადსტონმა რამდენჯერმე იკითხა ოპონენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და დასძინა: „ყოვლისშემძლე იყოს მის ბალიშთან ახლოს“. 19 აპრილს დიზრაელიმ უკანასკნელი სიტყვები წარმოთქვა: „მე საკმარისად ვიცხოვრე, მაგრამ სიკვდილის არ მეშინია“. დიზრაელის ჭირისუფალმა საჯარო დაკრძალვაზე უარი განაცხადა იმის შიშით, რომ იქ ძალიან ბევრი ხალხი შეიკრიბებოდა. დაკრძალვას დიზრაელის ძმა და ძმისშვილი ხელმძღვანელობდნენ. დედოფალი ვიქტორია, სურვილის მიუხედავად, პროტოკოლიდან გამომდინარე ვერ დაესწრო რიტუალს.

მიუხედავად იმისა, რომ დედოფალმა ვიქტორიამ შესთავაზა საჯარო დაკრძალვა, დიზრაელის აღმასრულებლებმა გადაწყვიტეს, არ მოეწყოთ საჯარო მსვლელობა და დაკრძალვა, იმის შიშით, რომ ძალიან ბევრი ხალხი შეიკრიბებოდა მის პატივსაცემად. 26 აპრილს ჰიუგენდენში წირვაზე მთავარი დამსწრენი იყვნენ მისი ძმა რალფი და ძმისშვილი კონინგსბი, რომლებსაც, საბოლოოდ, ეს უკანასკნელი გადაეცათ. დედოფალი ვიქტორია საოცრად დამწუხრებული იყო და იგი თვლიდა, რომ რალფი და კონინგსბი შეერაცხა დიზრაელის მეგვარეებად (შვილების გარეშე მისი საგვარეულო არსებობას შეწყვეტდა), მაგრამ, საბოლოოდ, გადაიფიქრა, რადგან ეს ყოველივე უკავშირდებოდა უდიდეს გაუგებრობას და კონფლიქტს საგვარეულოებს შორის. დედოფლისთვის პროტოკოლით აკრაძალული იყო დიზრაელის დაკრძალვაზე დასწრება(ეს წესი არ შეცვცლილა 1965 წლამდე, როდესაც ელიზაბეტ II დაესწრო ყოფილი პრემიერ მინისტრის, სერ უინსტონ ჩერჩილის ცერემონიას), მაგრამ მან დაკრძალვაზე ჰორტენციები („მისი საყვარელი ყვავილები“) გაგზავნა და დაკრძალვის საცავი მოინახულა. ოთხი დღის შემდეგ მოკაზმეს სხვადასხვა ყვავილებითა და სამახსოვრო ნივთებით.

 
დიზრაელის ქანდაკება პარლამენტის მოედანზე, ლონდონში

მემკვიდრეობა

რედაქტირება

დიზრაელის ლიტერატურული და პოლიტიკური მოღვაწეობა აღაფრთოვანებდა ვიქტორიანული ერის ბრიტანეთს და ამიტომაც იგი ვიქტორიანული საზოგადოებრივი ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე გამოჩენილ ფიგურად იქცა. კრიტიკოსი შეინ ლესლი აღნიშნავდა, რომ დიზრაელიმ თავისი რომანები რეალობად აქცია და მისი კარიერა ძალიან რომანტიკული იყო.

ლიტერატურული

რედაქტირება
 
სიბილის (1845) პირველი გამოშვების ყდა

კრიტიკოსი ბლეიკი დადებითად აფასებს დიზრაელის სამწერლობო კარიერას და აღტაცებით საუბრობს მწერლის პოემებსა და რომანებზე. მწერალმა რ.სტიუარტმა აღნიშნა, რომ დიზრაელის რომანები ყოველთვის ორი მიმართულებით შეიძლება განისაჯოს, პირველი ეს არის პოლიტიკური მხარე, ხოლო მეორე - მხატვრული. დიზრაელის ადრეულ ნოველებში, ვივიან გრეი (1826) და ახალგაზრდა ჰერცოგი (1831) არისტოკრატული ხოვრება რომანტიზებულადაა გადმოცემული. ზოგიერთ რომანში დიზრაელი საკუთარ თავსაც კი აღწერს თავისი ორმაგი ბუნებით, როგორც პოეტს და როგორც მოქმედების ადამიანს. მისი ყველაზე მეტად ავტობიოგრაფიული რომანია კონტარინი ფლემინგი (1832), სერიოზული ნაწარმოები, რომელიც კარგად არ გაიყიდა. კრიტიკოსი უილიამ კუნი წერდა, რომ დიზრაელის რომანები შეიძლება წავიკითხოთ როგორც მემუარები, რომელიც მას არასდროს დაუწერია. ეს მემუარები გაგვაცნობენ პოლიტიკოსის ცხოვრებას, რომელსაც ერთგვარ ჟილეტად ჰქონდა ვიქტორიანული საზოგადოებრივი ცხოვრების ნორმები. 1830-იანი წლების სხვა ნოველებიდან ალროი ბლეიკის მიეღ აღწერილია როგორც „მომგებიანი, მაგრამ წაუკითხავი“, ისკანდერის აღზევება (1833) ჯოჯოხეთური ქორწინება და იქსიონი ცაში (1834) კი მცირე გავლენის მქონე წიგნებად მიიჩნევა. ჰენრიეტას ტაზარი დიზრაელის მორიგ წარმატებად ითვლება, რომელიც ჰენრიეტას ვნებიანი სიყვარულის შესახებ მოგვითხრობს. მწერლის შედარებით უმნიშვნელო ნაწარმოები იყო Venetia, რომელიც მან ფულადი სახსრების მოსაზიდად დაწერა. 1840-იანი წლებიდან დიზრაელი წერდა პოლიტიკურ ტრილოგიებს, სადაც განიხილავდა სხვადასხვა კანონმდებლობის უარყოფით მხარეებს. ამგვარი შინაარსის წიგნებია: ორი ერი (1845), ახალი თაობა (1844) და სხვ. დიზრაელი, ბლეიკის აზრით, რომანულ ჟანრს პოლიტიკური მგრძნობელობით ამდიდრებდა და უარყოფდა მოსაზრებას, რომ ბრიტანეთის მომავალი იდეალისტ პოლიტიკოსებზე იყო დამოკიდებული. დიზრაელი ხშირად წერდა რელიგიის შესახებ, რადგანაც მტკიცედ უჭერდა მხარს ინგლისურ ეკლესიას. დიზრაელის ბოლო დასრულებული რომანები იყო ლოტჰარი (1870) და ენდიმიონი (1880). ლოტჰარი „დიზრაელის იდეოლოგიური პილიგრიმის პროგრესს“ ასახავდა, ეიდიმონი კი ავტორის პოლიტიკური მრწამსის ბოლო ექსპოზიცია იყო. დიზრაელი რეალურ ადამიანებს ხშირად იყენებდა პერსონაჟების შესაქმნელად, ყველაზე საინტერესო კი ფალკონეს პერსონაჟია, რომლის პროტოტიპადაც გლადსტონის ასახელებენ.

  გარე ვიდეოფაილები
  სტენლი ვეინტრაუბთან დიზრაელის შესახებ ჩატარებული ინტერვიუს ჩანაწერები: ბიოგრაფია, 1994 წლის 6 თებერვალი, C-SPAN[76]

პოპკულტურა

რედაქტირება

მულტფილმები, 1846-86

რედაქტირება

მე-19 და მე-20 საუკუნის ადრეული წლების გამოსახულებები

რედაქტირება
 
მსახიობი ჯორჯ არლისი (1868–1946)-- 1929 წელს მან დიზრაელის „პატერნალისტური, კეთილშობილური, სახელმწიფო მოხელეობის“ როლის შესრულებისთვის ოსკარი აიღო.

ისტორიკოსი მაიკლ დაიმონდი მიიჩნევს, რომ ბრიტანულ მუსიკალურ წარმოდგენებში დიზრაელი სიკვდილის შემდეგაც კი დიდი დროის განმავლობაში დადებითი პერსონაჟების პროტოტიპი იყო, გლადსტონს კი ყოველთვის ბოროტმოქმედად ასახავდნენ. კინომცოდნე როი არმესი ამტკიცებს, რომ ისტორიულმა ფილმებმა 1920-30-იანი წლების ბრიტანეთში პოლიტიკური სტატუს ქვოს შენარჩუნებას შეუწყო ხელი. სტივენ ფილდინგის თქმით დიზრაელი განსაკუთრებით პოპულარული კინოგმირი იყო. ისტორიულ დრამებში გლადსტონზე მეტად დიზრაელის გამოსახავდნენ. დიზრაელის ხშირად განასახიერებდა ჯორჯ არლისი, 1929 წელს ამ როლის შესრულებისთვის ოსკარიც კი აიღო.

დიზრაელის ნაშრომები

რედაქტირება

თარგი:Conservatism sidebar

რომანები

რედაქტირება
  • The Revolutionary Epick (1834)
  • The Tragedy of Count Alarcos (1839)

სამეცნიერო

რედაქტირება
  • An Inquiry into the Plans, Progress, and Policy of the American Mining Companies (1825)
  • Lawyers and Legislators: or, Notes, on the American Mining Companies (1825)
  • The present state of Mexico (1825)
  • England and France, or a Cure for the Ministerial Gallomania (1832)
  • What Is He? (1833)
  • The Vindication of the English Constitution (1835)
  • The Letters of Runnymede (1836)
  • Lord George Bentinck (1852)

შენიშვნები და რეკომენდაციები

რედაქტირება

Notes

  1. The street was renamed some time after 1824 as Theobald's Road;[19] [20][21]
  2. Both Disraeli's grandfathers were born in Italy; Isaac's father, Benjamin, moved in 1748 from Venice to England. His second wife, Disraeli's grandmother, was Sarah Shiprut de Gabay Villareal. The maternal grandfather, Naphtali Basevi from Verona, settled in London in 1762. He married in 1767 Rebecca Rieti, born in England, the daughter of Sarah Cardoso and granddaughter of Jacob Aboab Cardoso who was already born in London (from this line, Disraeli had already four generations born in the UK).[22]
  3. Disraeli's mother's ancestors included Isaac Aboab, the last Gaon of Castille, the Cardoso family (among whose members were Isaac Cardoso and Miguel Cardoso), the Rothschilds, and other prominent families; Disraeli was described in The Times as having "some of the best blood in Jewry".[25]
  4. Monypenny gives his age as "six or earlier"; Parry concurs, giving his first year at Miss Roper's as 1810 or 1811;[29] Hibbert[30] and Ridley[31] give his age unequivocally as six. Kuhn puts his starting age as early as four.[32]
  5. Isaac was elected, without his consent, as Warden (parnas) of the synagogue. He refused the post, partly lest it interfere with his literary research, and partly because he was ideologically much more liberal than the ruling orthodox group. Under the synagogue's rules he became liable for a fine of £40 for declining to serve. He refused to pay.[34]
  6. Some people, notably Disraeli's opponents, continued to include the apostrophe when writing his name. Lord Lincoln referred to "D'Israeli" in a letter to Sir Robert Peel in 1846.[45] Peel followed suit.[46] The Times took several years before it dropped the apostrophe and used Disraeli's spelling.[47] Even in the 1870s, towards the end of Disraeli's career, the practice continued.[48]
  7. En route, the pair met Giovanni Battista Falcieri ("Tita"), Lord Byron's former manservant, who joined them and subsequently returned to England with Disraeli.[60]
  8. After Meredith's death, Sarah Disraeli never married. She devoted the rest of her life to her family.[61]

References

  1. 1.0 1.1 Deutsche Nationalbibliothek Record #118526014 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. 2.0 2.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  3. 3.0 3.1 Benjamin Disraeli — 2009.
  4. 4.0 4.1 SNAC — 2010.
  5. 5.0 5.1 Nationalencyklopedin — 1999.
  6. 6.0 6.1 6.2 6.3 Find a Grave — 1996.
  7. 7.0 7.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
  8. 8.0 8.1 Lundy D. R. The Peerage
  9. 9.0 9.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  10. 10.0 10.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  11. 11.0 11.1 Roglo — 1997. — 10000000 ეგზ.
  12. 12.0 12.1 Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
  13. 13.0 13.1 Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ.
  14. Дизраэли Бенджамин // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  15. 15.0 15.1 15.2 15.3 15.4 Oxford Dictionary of National Biography / C. MatthewOxford: OUP, 2004.
  16. Library of the World's Best Literature / C. D. Warner — 1897.
  17. Czech National Authority Database
  18. Kindred Britain
  19. Pierpoint, Robert. "Kingsway" Notes and Queries, 26 August 1916, p. 170
  20. 20.0 20.1 Blake (1967), p. 3
  21. "Disraeli, Benjamin, Earl of Beaconsfield, 1804–1881" English Heritage, accessed 20 August 2013
  22. 22.0 22.1 Wolf, Lucien. 1905. The Disraeli Family, "Transactions of the Jewish Historical Society of England", vol. 5, pp. 202–218. Of these surnames, Shiprut de Gabay, Cardoso, Aboab, and, most likely, Israeli are Sephardic, Basevi is of Ashkenazic origin, while Rieti was originally taken by a family whose ancestors lived in Italy for centuries; see Beider, Alexander. [1] Pseudo-Sephardic Surnames from Italy. "Avotaynu: The International Review of Jewish Genealogy," vol. XXXIII, Number 3, Fall 2017, pp. 3–8 (see pp. 5–6).
  23. 23.0 23.1 Blake (1967), p. 6
  24. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-10-09. ციტირების თარიღი: 2020-12-08.
  25. 25.0 25.1 Wolf, Lucien. "The Disraeli Family", The Times, 21 December 1904, p. 12
  26. Glassman, p. 32
  27. Bradford, p. 1
  28. Monypenny and Buckle, p. 19
  29. Parry, p. 1
  30. Hibbert, p. 8
  31. Ridley, p. 18
  32. Kuhn, p. 25
  33. Blake (1967), p. 11
  34. 34.0 34.1 Bradford, p. 7
  35. Blake (1967), p. 10
  36. Bradford, p. 8
  37. Glassman, p. 38
  38. Disraeli (1975), p. 145
  39. 39.0 39.1 Davis, pp. 8–9
  40. Blake (1967), p. 18; and Bradford, p. 11
  41. Blake (1967), p. 18; and Bradford, p. 11
  42. Blake (1967), pp. 18–19; and Bradford, p. 11
  43. Monypenny and Buckle, p. 31
  44. 44.0 44.1 Glassman, p. 100
  45. Conacher, J B. "Peel and the Peelites, 1846–1850", The English Historical Review, July 1958, p. 435 (ფასიანი რეგისტრაცია)
  46. Gash, p. 387.
  47. "General Election", The Times, 3 July 1832, p. 3; "General Election", The Times, 13 December 1832, p. 3; "Mr. D'Israeli and Mr. O'Connell", The Times, 6 May 1835, p. 3; "The Conservatives of Buckinghamshire", The Times, 17 October 1837, p. 3; "Election Committees", The Times 5 June 1838, p. 3
  48. Wohl, Anthony. "Dizzi-Ben-Dizzi": Disraeli as Alien", The Journal of British Studies, July 1995, p. 381, ff 22 (ფასიანი რეგისტრაცია)
  49. Blake (1967), p. 22
  50. Bradford, p. 12
  51. Disraeli (1982), p. 9
  52. Blake (1967), p. 25
  53. Beales, Derek. "Canning, George (1770–1827)", Oxford Dictionary of National Biography, Oxford University Press, online edition, January 2008, accessed 23 August 2013
  54. Zachs, William, Peter Isaac, Angus Fraser and William Lister, "Murray family (per. 1768–1967)", Oxford Dictionary of National Biography, Oxford University Press, online edition, May 2009, accessed 23 August 2013; and Blake (1967), p. 25
  55. 55.0 55.1 Bradford, pp. 16–21
  56. 56.0 56.1 56.2 56.3 56.4 56.5 Parry, Jonathan. "Disraeli, Benjamin, earl of Beaconsfield (1804–1881)", Oxford Dictionary of National Biography, online edition, May 2011, accessed 23 August 2013 (ფასიანი რეგისტრაცია)
  57. 57.0 57.1 Disraeli (1975), p. xii
  58. Blake (1967), pp. 42–43; Bradford, p. 25; Hibbert, p. 25; Kuhn, p. 56; and Ridley, p. 48
  59. Blake (1982), p. 5
  60. Blake (1967), pp. 52 and 62
  61. Bradford, p. 43
  62. Blake (1982), p. 3
  63. Monypenny and Buckle, p. 236.
  64. Blake (1967), p. 271
  65. Hawkins, Angus. ""British Parliamentary Party Alignment and the Indian Issue, 1857–1858", The Journal of British Studies, volume 23, issue 2, Spring 1984, pp. 79–105 (ფასიანი რეგისტრაცია)
  66. Aldous, p. 117
  67. Aldous, pp. 210–211
  68. Aldous, pp. 210–211
  69. Aldous, p. 223
  70. Blake (1967), pp. 489, 538–540
  71. Weintraub, pp. 558–560
  72. Weintraub, p. 530
  73. 73.0 73.1 Monypenny and Buckle, p. 709
  74. Blake (1967), pp. 570–571
  75. Blake (1967), p. 581
  76. Disraeli: A Biography. C-SPAN (6 February 1994). ციტირების თარიღი: 24 March 2017.



დამატებითი ლიტერატურა

რედაქტირება
  • Braun, Thom. Disraeli the Novelist (Routledge, 2016).
  • Bright, J. Franck. A History of England. Period 4: Growth of Democracy: Victoria 1837–1880 (1893)online 608pp; highly detailed political narrative
  • Cesarani, David. Disraeli: The Novel Politician (Yale UP, 2016).
  • Clausson, Nils. "Benjamin Disraeli, Sybil, or The Two." in Handbook of the English Novel, 1830–1900 ed. by Martin Middeke and Monika Pietrzak-Franger (2020) pp 189–204. online
  • Cline, C L (October 1943). „Disraeli and Thackeray“. The Review of English Studies. 19 (76): 404–408. doi:10.1093/res/os-XIX.76.404. ISSN 0034-6551.
  • Endelman, Todd M (May 1985). „Disraeli's Jewishness Reconsidered“. Modern Judaism. 5 (2): 109–123. doi:10.1093/mj/5.2.109.
  • Ghosh, P R (April 1984). „Disraelian Conservatism: A Financial Approach“. The English Historical Review. 99 (391): 268–296. doi:10.1093/ehr/XCIX.CCCXCI.268.
  • (2013) Disraeli or The Two Lives. London: Weidenfeld & Nicolson. 
  • Ković, Miloš (2011). Disraeli and the Eastern Question. Oxford: Oxford University Press. ISBN 978-0-19-957460-5. 
  • Mahajan, Sneh (2002). British Foreign Policy, 1874–1914. Routledge. ISBN 0-415-26010-8. 
  • Magnus, Sir Philip. "Benjamin Disraeli." History Today (Sep 1951) 1#9 pp 23-30.
  • Malchow, Howard LeRoy. Agitators and Promoters in the Age of Gladstone and Disraeli: A Biographical Dictionary of the Leaders of British Pressure Groups founded between 1865 and 1886 (2 vol 1983), includes thousands of activists.
  • Martin, Arthur Patchett (1889) „Lord Beaconsfield and Young Australia“, Australia and the Empire, 1 (English), Edinburgh: David Douglas, გვ. 63–75. 
  • Matthew, H. C. G. (September 1979). „Disraeli, Gladstone, and the Politics of Mid-Victorian Budgets“. The Historical Journal. 22 (3): 615–643. doi:10.1017/S0018246X00017015. JSTOR 2638657.
  • Maurois, André (1927). Disraeli. Random House.  (translated by Hamish Miles)
  • Miller, Henry. "Disraeli, Gladstone and the personification of party, 1868–80." in Miller, Politics personified (Manchester University Press, 2016).
  • Monypenny, William Flavelle and George Earle Buckle, The Life of Benjamin Disraeli, Earl of Beaconsfield (2 vol. London: John Murray, 1929), a famous classic; contains vol 1–4 and vol 5–6 of the original edition Life of Benjamin Disraeli volume 1 1804–1837, Volume 2 1837–1846, Volume 3 1846–1855, Volume 4 1855–1868, Volume 5 1868–1876, Volume 6 1876–1881. Vol 1 to 6 are available free from Google books: vol 1; vol 2; vol 3; vol 4; vol 5; and vol 6
  • Morley, John (1922). The Life of William Ewart Gladstone, Volume 2. London: Macmillan. 
  • Napton, Dani. "Historical Romance and the Mythology of Charles I in D’Israeli, Scott and Disraeli." English Studies 99.2 (2018): 148-165.
  • O'Kell, Robert P. (2014). Disraeli: The Romance of Politics.  looks at close links between his fiction and his politics.
  • Parry, J. P. "Disraeli, the East and religion: Tancred in context." English Historical Review 132.556 (2017): 570-604.
  • Seton-Watson, R. W. (1972). Disraeli, Gladstone, and the Eastern Question. New York: W. W. Norton & Company. 
  • Shannon, Richard. The crisis of imperialism, 1865–1915 (1976), pp 101–41.
  • Winter, James (January 1966). „The Cave of Adullam and Parliamentary Reform“. The English Historical Review. 81 (318): 38–55. doi:10.1093/ehr/LXXXI.CCCXVIII.38.

პირველადი წყაროები

რედაქტირება
  • Letters of Benjamin Disraeli. 10 vol edited by Michael W. Pharand, et al. (1982 to 2014), ending in 1868. online
  • Anonymous (1873). Cartoon Portraits and Biographical Sketches of Men of the Day, Illustrated by Frederick Waddy, London: Tinsley Brothers, გვ. 38–45. ციტირების თარიღი: 13 September 2013. 
  • Hicks, Geoff, et al. eds. Documents on Conservative Foreign Policy, 1852-1878 (2013), 550 documents excerpt
  • Partridge, Michael, and Richard Gaunt. Lives of Victorian Political Figures Part 1: Palmerston, Disraeli and Gladstone (4 vol. Pickering & Chatto. 2006) reprints 32 original pamphlets on Disraeli.
  • Temperley, Harold and L.M. Penson, eds. Foundations of British Foreign Policy: From Pitt (1792) to Salisbury (1902) (1938), primary sources online
  • Henry, Edward (1978). Disraeli, Derby and the Conservative Party: Journals and memoirs of Edward Henry, Lord Stanley 1849–1869. Hassocks, Sussex. 

ისტორიოგრაფია

რედაქტირება
  • Parry, Jonathan P. "Disraeli and England." Historical Journal (2000): 699-728 online.
  • Quinault, Roland. "Gladstone and Disraeli: A Reappraisal of their Relationship." History 91.304 (2006): 557–576.
  • St. John, Ian. The Historiography of Gladstone and Disraeli (Anthem Press, 2016) 402 pp excerpt

დამატებითი ბმულები

რედაქტირება

ელექტრონული გამოცემები

რედაქტირება