ბოქსიტოგორსკი

(გადამისამართდა გვერდიდან ბოკსიტოგორსკი)

ბოქსიტოგორსკი (რუს. Бокситогорск) — ქალაქი რუსეთში (1950 წლიდან), ლენინგრადის ოლქში, ბოქსიტოგორსკის საქალაქო დასახლებისა და ბოქსიტოგორსკის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს ბოკსიტოგორსკის რაიონის დასავლეთ ნაწილში, მდინარე პიარდომლიას ნაპირზე, სანქტ-პეტერბურგიდან აღმოსავლეთით 175 კილომეტრში. 2010 წლის 14 ოქტომბრის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობა 16 585 ადამიანს შეადგენდა, ბოკსიტოგორსკი ამავე სახელწოდების რაიონის უდიდესი დასახლებული პუნქტია.

ქალაქი
ბოქსიტოგორსკი
Бокситогорск

ლენინის მოედანი ბოქსიტოგორსკში
გერბი

ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
რეგიონი ლენინგრადის ოლქი
მუნიციპალიტეტი ბოქსიტოგორსკის რაიონი
კოორდინატები 59°28′00″ ჩ. გ. 33°51′00″ ა. გ. / 59.46667° ჩ. გ. 33.85000° ა. გ. / 59.46667; 33.85000
მმართველი მიხაილ კატიუშენკო
დაარსდა 1929
ამჟამინდელი სტატუსი 1950
ფართობი 13 კმ²
ცენტრის სიმაღლე 100 მეტრი
ოფიციალური ენა რუსული ენა|რუსული
მოსახლეობა 16 585 კაცი (2010)
ეროვნული შემადგენლობა რუსები, უკრაინელები, პოლონელები, ფინელები
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +7 81366
საფოსტო ინდექსი 187650, 187651
საავტომობილო კოდი 47
ოფიციალური საიტი boksitogorsk.org
ბოქსიტოგორსკი — რუსეთი
ბოქსიტოგორსკი
ბოქსიტოგორსკი — ლენინგრადის ოლქი
ბოქსიტოგორსკი
ბოქსიტოგორსკი — ბოქსიტოგორსკის რაიონი
ბოქსიტოგორსკი

ბოქსიტოგორსკის ადგილას დასახლების კვალი ჯერ კიდევ V-VII საუკუნეებში იყო, ამ ტერიტორიებზე ცხოვრობდნენ სლოვენები და კრივიჩები. XIX-XX საუკუნეებში ქალაქის მიმდებარე ტერიტორიებზე გეოლოგებმა აღმოაჩინეს ბოქსიტების შემცველი ქანები, XX საუკუნეში აქ ააშენეს ბოქსიტების ქარხანა, სწორედ ამან შეუწყო ხელი ქალაქის ეკონომიკურ და დემოგრაფიულ განვითარებას.

2006 წლის 1 იანვარს, ქალაქი ბოქსიტოგორსკის საქალაქო დასახლების ადმინისტრაციული ცენტრი გახდა.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება