აფშარიდების იმპერია
აფშარიდების დინასტია ან აფშარიდების იმპერია (სპარს. افشاریان) — აზიური იმპერია, რომელსაც აფშარიდების სამეფო დინასტია მართავდა. დინასტიის წარმომადგენლები წარმოშობით აფშარის ტომიდან, ხორასანიდან იყვნენ.[1] აფშარიდების დინასტია ირანს მე-18 საუკუნეში მართავდა. იგი 1736 წელს წარჩინებულმა სამხედრო მეთაურმა ნადირ-შაჰმა დააარსა, რომელმაც სეფიანთა იმპერიის უკანასკნელი წარმომადგენელი ტახდიდან ჩამოაგდო და თავი ირანის მეფედ გამოაცხადა. იმპერია ტერიტორიის მხრივ ყველაზე დიდი ნადირ-შაჰის მეფობის დროს იყო, იმპერია მოიცავდა დღევანდელ ირანს, საქართველოს, სომხეთს, აზერბაიჯანს, ჩრდილოეთ კავკასიის უმეტეს ნაწილს (დაღესტანი, ყაბარდო-ბალყარეთი და ჩეჩნეთის ნაწილი), ავღანეთს, ბაჰრეინს, ერაყისა და ქუვეითის უმეტეს ნაწილს, თურქმენეთს, პაკისტანს, თურქეთის ნაწილს, ჩრდილოეთ ინდოეთსა და ომანს. მისი გარდაცვალების შემდეგ იმპერიის დიდი ნაწილი ზენდებმა და დურანებმა გადაინაწილეს. ამის შემდეგ აფშარიდების სამმართველო შემოიფარგლებოდა მცირე ხორასანის სახელმწიფოთი. საბოლოოდ აფშარიდების დინასტიის წარმომადგენელი ტახტიდან 1796 წელს მოჰამედ ხან ყაჯარმა ჩამოაგდო, მან სპარსეთის ახალი იმპერია დააარსა და ზემოთ ჩამოთვლილ ბევრ რეგიონში სპარსული ფეოდალობა აღადგინა.
აფშარიდების დინასტია افشاریان | ||||||
| ||||||
| ||||||
აფშარიდების იმპერია ნადირ-შაჰის დროს
| ||||||
დედაქალაქი | მეშჰედი | |||||
ენები | სპარსული, თურქული | |||||
რელიგია | ისლამი | |||||
მთავრობა | მონარქია | |||||
შაჰანშაჰი | ||||||
- | 1736–1747 | ნადირ-შაჰი | ||||
- | 1747–1748 | ადილ-შაჰი | ||||
- | 1748 | იბრაჰიმ აფშარი | ||||
- | 1748–1796 | შაჰ რუჰ აფშარი | ||||
ისტორია | ||||||
- | შეიქმნა | 1736 | ||||
- | გაუქმდა | 1796 | ||||
ფართობი | ||||||
- | 1738 | 3 000 000 კმ² (1 158 306 მლ²) | ||||
დღეს ამ ტერიტორიაზე | ქვეყნების ჩამონათვალი | |||||
* სპარსული - სახელმწიფოს ოფიციალური ენა * თურქული - ნადირ-შაჰის მკვიდრი ენა |
დინასტიას სახელი აფშარის ტომიდან დაერქვა, სწორედ ამ ტომიდან იყო წარმოშობით ნადირ-შაჰი. აფშარები მე-13 საკუნუში თურქესტანიდან აზერბაიჯანში გადასახლდნენ. მე-17 საუკუნის დასაწყისში კი უზბეკებისაგან ჩრდილო-აღმოსავლეთ საზღვრების დაცვის მიზნით შაჰ-აბას დიდმა აფშარების დიდი ნაწილი აზერბაიჯანიდან ხორასანში გადაასახლა, რის შემდეგაც აფშარები ამ რეგიონის ადგილობრივი მოსახლეები გახდნენ. ნადირ-შაჰი აფშარების ერთ-ერთ განშტოების "კირკლუს" წევრი იყო.[2]
აფშარიდი მონარქების სია
რედაქტირება- ნადირ-შაჰი (1736–1747)
- ადილ-შაჰი (1747–1748)
- იბრაჰიმ აფშარი (1748-1748)
- შაჰ რუჰ აფშარი (1748–1796)
ოჯახის ხე
რედაქტირებაიმამ კული (გარდ. 1704) | |||||||||||||||||||||||||||
იბრაჰიმ ხანი (გარდ. 1738) | ნადირ-შაჰი (მეფ. 1736–1747) | ||||||||||||||||||||||||||
ადილ-შაჰი (მეფ. 1747–1748) | იბრაჰიმ აფშარი (მეფ. 1748) | რეზა ყოლი მირზა (დ. 1719 – 1747 | |||||||||||||||||||||||||
შაჰ რუჰ აფშარი (მეფ. 1748–1796) | |||||||||||||||||||||||||||
ნადირ მირზა (გარდ. 1803) | |||||||||||||||||||||||||||
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ ჯეიმი სტოუკსი, ენტონი გორმენი (2010). აფრიკისა და შუა აღმოსავლეთის ხალხების ენციკლოპედია. ინფობეიზ ფაბლიშინგი. გვ. 11. ონლაინ გამოცემა
- ↑ კემბრიჯის ირანის ისტორია. კემბრიჯის პრესა. ტომი 7. გვ. 2-4