ირანის დროშაირანის ერთ-ერთი სახელმწიფო სიმბოლო (გერბთან და ჰიმნთან ერთად). მისი ამჟამინდელი ვარიანტი მოქმედებს 1980 წლის 29 ივლისიდან, ირანის 1979 წლის რევოლუციის შემდეგ.

ირანის დროშა
ირანი

Flag of Iran.svg

მიღებულია

29 ივლისი, 1980

პროპორცია

FIAV 111111.svg 4:7

ავტორთა კოლექტივი
კომპიუტერული
დიზაინი

ჰამიდ ნადიმი

სიმბოლიკა

დროშა შედგება სამი ფერისაგან: მწვანე, თეთრი და წითელი. ასევე დროშის შუა ზოლში გამოხატული ირანის გერბი - სპარსული ხანჯალი ტიტის ფორმაში, რომელიც წარმოდგენილია სიტყვისაგან ალაჰი

დროშაზე გამოსახულია სამი სწორი ჰორიზონტალური ზოლი: მწვანე, თეთრი და წითელი. ფერები სომბოლურია. მწვანე ნიშნავს ნაყოფიერებას, წესრიგსა და სიხარულს, თეთრი – მშვიდობას, წითელი – გულადობას.[1][2]

ეს ფერები ირანის დროშაზე ჯერ კიდევ XX საუკუნის დასაწყისში დომინირებდა, მას იყენებდნენ შაჰები. ცენტრში გამოსახული იყო ლომი მახვილით, ძველი სპარსეთის სიმბოლო.

ირანის რევოლუციის შემდეგ ლომი ჩაანაცვლეს ალაჰის სიტყვით, ის შედგება ოთხი ნახევარმთვარისა და შუაში მახვილისაგან.

ისტორიული დროშებირედაქტირება

წლები დროშა პროპორცია მთავრობა შენიშვნები
1502–1524   სეფიანთა დინასტია ისმაილ I–ის დროშა, მწვანე ოქროს სრული მთვარით.
1524–1576   სეფიანთა დინასტია თამაზ I–ის დროშა, ლომისა და თხის გამოსახულებით.
1576–1736   სეფიანთა დინასტია ისმაილ II-ისა და მისი მემკვიდრეების დროშა, მწვანე ოქროთი მოქარგული ლომისა და მზის გამოსახულებით.
1736–1747   აფშარიდების დინასტია ნადირ-შაჰის სამეფო დროშა, ყვითელი ფონითა და წითელი კონტურით. გამოსახულია ლომი და მზე.
1747–1720   აფშარიდების დინასტია სახელმწიფო დროშა, ირანის ამჟამინდელი სამფეროვანი დროშია შვიდზოლიანი წინამორბედი. თუმცა მწვანეს ნაცვლად ლურჯიზოლია.
1720–1779   ზანდების დინასტია სამკუთხა თეთრი დროშა, მწვანე კონტურით, ცენტრში გამოსახულია ლომი და მზე.
1779–XIX საუკუნე   ყაჯარების დინასტია აღა-მაჰმად-ხანის დროშა.
XIX საუკუნე   ყაჯარების დინასტია ფეთხ ალი-შაჰის დროშა.
XIX საუკუნე   ყაჯარების დინასტია ამირ-კაბირის სახელმწიფო დროშა. ჰგავს ყაჯარების წინა დროშას, მაგრამ აქ გამოსახულია მწვანე ზოლი ზევით და წითელი ქვევით. ირანის ამჟამინდელი სამფეროვანი დროშის პირდაპირი წინამორბედია.
1906–1925   1:3 ყაჯარების დინასტია სახელმწიფო დროშა. მოქმედებდა სპარსეთის კონსტიტუციური რევოლუციის დროს. ფერებს სომბოლური მნიშვნელობა აქვს: მწვანე ისლამს ნიშნავს, წითელი წამებულთა სისხლს, ხოლო თეთრი მშვიდობასა და ზოროასტრიზმს.
1925–1964   1:3 ფეჰლევის დინასტია სახელმწიფო დროშა. ყაჯართა უკანასკნელი დროშის მსგავსია, მაგრამ უფრო მუქი ფერებით.
1964–1979   4:7 ფეჰლევის დინასტია სამოქალაქო დროშა. წინა დროშის მსგავსია, თუმცა განსხვავებული პროპორციებით.
1925-1979   4:7 ფეჰლევის დინასტია
1979-1980   4:7 ირანის დროებითი მთავრობა
1980–დღემდე   4:7 ირანის ისლამური რესპუბლიკა ირანის თანამედროვე დროშა.

სქოლიორედაქტირება