ნაღველა სოკო

(გადამისამართდა გვერდიდან Tylopilus felleus)

ნაღველა სოკო (ლათ. Tylopilus felleus) — ტილოპილუსის გვარის არასაჭმელი სოკო ბოლეტუსისებრთა ოჯახისა, რომელსაც ახასიათებს მწარე გემო. მომზადებისას სიმწარე კიდევ უფრო ძლიერდება.[1]

ნაღველა სოკო

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  სოკოები
განყოფილება:  ბაზიდიუმიანი სოკოები
კლასი:  აგარიკომიცეტები
რიგი:  ბოლეტუსისნაირნი
ოჯახი:  ბოლეტუსისებრნი
გვარი:  ტილოპილუსი
სახეობა:  ნაღველა სოკო
ლათინური სახელი
Tylopilus felleus (Bull.) P. Karst., 1881

გავრცელების არეალი მოიცავს აზიას, ევროპას, აღმოსავლეთ ჩრდილოეთ ამერიკასა და ცენტრალურ ამერიკას.

სოკო პირველად აღწერა ფრანგმა მიკოლოგმა პიერ ბიულიარმა 1788 წელს როგორც Boletus felleus.[2] მიმდინარე ბინომიალური სახელი მიანიჭა ფინელმა მიკოლოგმა პიტერ ადოლფ კარსტენმა 1881 წელს.

სამეცნიერო სინონიმები

  • Boletus felleus Bull., 1788 basionym
  • Boletus felleus Bull. (1788)
  • Boletus alutarius Fr. (1815)
  • Boletus alutarius Rostk. (1844)
  • Tylopilus felleus var. alutarius (Fr.) P.Karst. (1882)
  • Dictyopus felleus (Fr.) Quél. (1886)
  • Rhodoporus felleus (Fr.) Quél. (1888)
  • Tylopilus alutarius (Fr.) Henn. (1898)
  • Boletus felleus var. minor Coker & Beers (1943)
  • Tylopilus felleus var. uliginosus A.H.Sm. & Thiers (1971)
  • Tylopilus felleus var. minor (Coker & Beers) Pilát & Dermek (1974)

ქუდის დიამეტრი 4-15 სმ-მდე აღწევს,[3] ნახევარსფეროსებრია, მოგვიანებით მომრგვალო-ბალიშისებრი ან გაშლილი. მშრალია, წვრილბოჭკოვანი, ხავერდოვანი, შემდგომში გლუვი. წვიმიან ამინდში ცოტათი წებოვანი ხდება. ქუდის ფერი — ყვითელ-ყავისფერი, ყვითელ-მომურო, ღია-მომურო, ნაცრისფერ-ჟანგმიწისფერი, მონაცრისფრო-ყავისფერი, იშვიათად წაბლისფერ-ყავისფერი ან მუქი მურა.

რბილობი თეთრია, გაჭრისას წითლდება ან საერთოდ არ იცვლის ფერს. გემოზე მწარეა, განსაკუთრებული სუნის გარეშე. თითქმის არასდროს ჭიანდება.

ჰიმენოფორი შეზრდილია ფეხთან, მილები თეთრია, მოგვიანებით ვარდისფერი ან ჭუჭყისფერ-ვარდისფერი. ფორები მომრგვალებული ან კუთხოვანია, წახნაგოვანი, წვრილი, დაჭერისას წითლდება ან მურა შეფერილობას იღებს.

ფეხის სიგრძე — 3-12,5 სმ, სისქე — 1,5-3 სმ, წაგრძელებულ-ბოლქვისებრია, ბოჭკოვანი, ფერი — კრემისფერ-ჟანგმიწისფერი მოყვითალო, ჟანგმიწისფერ-ყვითელი, ან ყვითელ-ყავისფერი, ზედა ნაწილი მოთეთრო ან ნაღებისფერ-ყვითელი, ფეხზე ახასიათებს მურა, მუქი-კრემისფერი ან შავი ფერის ბადე.

სპორების ფხვნილი — მოვარდისფრო, ვარდისფერი, მოვარდისფრო-ყავისფერი. სპორები 10—15×4—5 მკმ, ელიფსურ-თითისტარისებრი, უფერო ან ცოტათი ნაცრისფერ-მოვარდისფრო, გლუვი.

მსგავსი სახეობები

რედაქტირება

ნაღველასოკო წააგავს დათვისსოკოს და ასევე ბოლეტუსის გვარის სხვა სახეობებს, მათ შორის ბადისებრ და ბრინჯაოსფერ დათვისსოკოს. ზოგჯერ ეშლებათ Leccinum-ის გვარის სოკოებში, რომელთაგან განსხვავდება ფეხზე ქერცლების არქონით, ხოლო ბოლეტუსისაგან — მუქი ბადით.

ეკოლოგია და გავრცელება

რედაქტირება

გავრცელების არეალი მოიცავს აზიას, ევროპას, აღმოსავლეთ ჩრდილოეთ ამერიკას და ცენტრალურ ამერიკას. ნაღველა სოკო არის ტილოპილუსის ტიპური სახეობა და ერთადერთი წარმომადგენელი გვარიდან, რომელიც გავრცელებულია ევროპაში. საქართველოში იშვიათი სოკოა.[4]

მიკორიზას ქმნის ფოთლოვან და წიწვოვან ხეებთან. განსაკუთრებით ხარობს წიწვივან ტყეებში მჟავე ნაყოფიერ ნიადაგზე,[5] ხშირად წიფლისა და მუხის ძირებში.[6] იშვიათად დამპალ ჯირკებზე. იზრდება ერთეულებად ან ჯგუფებად.

სეზონი: ივნისი — ოქტომბერი.

გამოყენება

რედაქტირება

მიუხედავად იმისა, რომ არაშხამიანი სოკოა, ახასიათებს მეტად მწარე გემო. სიმწარე კიდევ უფრო ძლიერდება მომზადებისას. ერთ ეგზემპლარს შეუძლია სხვა სოკოებისგან მომზადებული მთლიანი კერძის გემოს გაფუჭება.[7] ზოგ ქვეყანაში მისგან დამზადებულ ფხვნილს კერძებისთვის არომატის მისაცემად იყენებენ.[7]

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Гарибова Л. В., Сидорова И. И. Грибы. Энциклопедия природы России. — М.: ABF, 1997.
  • Дермек А. Грибы. — Братислава: изд-во «Словарт», 1989.
  • Елин Е.Я., Зерова М.Я. и др. (1979). Дары лесов. К.: „Урожай“, გვ. 392, გვ. 333. (უკრ.)
  • (1984) Шляпочные грибы Белоруссии. Минск: Наука и техника, გვ. 228. 

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Lamaison J-L, Polese J-M. (2005). The Great Encyclopedia of Mushrooms (und). Cologne: Könemann, გვ. 27. ISBN 978-3-8331-1239-3. 
  2. Bulliard JBF. (1788). Herbier de la France (French). Paris: Chez l'auteur, Didot, Debure, Belin. 
  3. (1977) Fungi of Northern Europe 1: Larger Fungi (Excluding Gill-Fungi). Harmondsworth: Penguin, გვ. 102–03. ISBN 978-0-14-063005-3. 
  4. ნახუცრიშვილი ივ., საქართველოს სოკოები / რედ. და თანაავტ. არჩ. ღიბრაძე, თბ.: „ბუნება პრინტი“ და საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრი, 2006. — გვ. 72, ISBN 99940-856-1-1.
  5. Laessoe T. (2002). Mushrooms, 2nd, Smithsonian Handbooks, London: Dorling Kindersley Adult, გვ. 186. ISBN 978-0-7894-8986-9. 
  6. (2011) The Book of Fungi. Chicago: University of Chicago Press, გვ. 361. ISBN 978-0-226-72117-0. 
  7. 7.0 7.1 Zeitlmayr L. (1976). Wild Mushrooms: An Illustrated Handbook. Hertfordshire: Garden City Press, გვ. 97–98. ISBN 978-0-584-10324-3.