ბრინჯაოსფერი დათვისსოკო

ეს არის გამოქვეყნებული ვერსია, შემოწმებული 19 დეკემბერი 2023. არსებობს შემოუწმებელი რედაქტირება ფაილებში ან თარგებში.

ბრინჯაოსფერი დათვისსოკო (ლათ. Boletus aereus) — ბოლეტუსის გვარის სოკო, ბოლეტუსისებრთა ოჯახისა. ზოგჯერ მიიჩნევა დათვისსოკოს ნაირსახეობად.

ბრინჯაოსფერი დათვისსოკო

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  სოკოები
განყოფილება:  ბაზიდიუმიანი სოკოები
კლასი:  აგარიკომიცეტები
რიგი:  ბოლეტუსისნაირნი
ოჯახი:  ბოლეტუსისებრნი
გვარი:  ბოლეტუსი
სახეობა:  ბრინჯაოსფერი დათვისსოკო
ლათინური სახელი
Boletus aereus Bull. (1788)

ერთ-ერთ ძვირფას საჭმელ სოკოდ ითვლება. იხმარება ახალი, გამხმარი, დამწნილებული და დამუჟუჟებული. გავრცელების არეალი მოიცავს ევროპას, ჩრდილოეთ ამერიკასა და ჩრდილოეთ აფრიკას. იზრდება ზაფხულ-შემოდგომით ფოთლოვან ტყეებში (მუხა, რცხილა, წაბლი, წიფელი), უპირატესობას ანიჭებს თბილ კლიმატს.

სოკო პირველად აღწერა ფრანგმა მიკოლოგმა პიერ ბიულიარმა 1789 წელს როგორც Boletus aereus.[1][2]

სამეცნიერო სინონიმები

  • Dictyopus aereus (Bull.) Quél. (1886)
  • Tubiporus edulis subsp. aereus (Bull.) Maire (1937)
  • Boletus edulis f. aereus (Bull.) Vassilkov (1966)
  • Boletus aereus var. squarrosus De Rezende Pinto (1940)
  • Boletus mamorensis Redeuilh (1978)

ქუდის დიამეტრი — 15–30 სმ-მდე აღწევს. ხორციანი, მკვრივი, თავდაპირველად თითქმის სფეროსებრია, გადაბერებულ სოკოებს ბრტყლად ამოზნექილი ან გაშლილი. კანი გლუვი, ხავერდოვანი, ზოგჯერ მარცლოვანი ან დაფარულია წვრილი ნაპრალებით. მუქი ფერისაა, მოყავისფრო-მურა, ნორჩობაში თითქმის შავია.

რბილობი — თეთრი, დაზიანებისას ფერს არ იცვლის, მკვრივია, ტყის თხილის მსგავსი სასიამოვნო მძაფრი სუნითა და მოტკბო რბილი გემოთი.[3][4][5][6][7]

ფეხი — მასიური, მყარი, ცილინდრული, ძირში გამსხვილებული. ზედაპირი მოწითალო-ყავისფერი, გამობერილი ბადით, რომელიც დასაწყისში მოთეთროა, შემდეგ — კაკლის ფერი.

ფორების შრე — ღია, ნორჩობაში კრემისფერ-თეთრი, მოგვიანებით ღია ყვითელი. დაჭერისას მომწვანო-ზეთისხილისფერ შეფერილობას იღებს. ფორები მოკლე და წვრილი, მომრგვალებული.

სპორების ფხვნილი — ზეთისხილისფერი, სპორები 15×6 მკმ, თითისტარისებრი, გლუვი.

ეკოლოგია და გავრცელება

რედაქტირება

ძირითადად იზრდება ფოთლოვან ტყეებში (მუხნარში, წაბლნარში, მუხნარ-რცხილნარსა და წიფლნარში), ერთეულებად ან მცირე ჯგუფებად. უპირატესობას ანიჭებს თბილ კლიმატს. იშვიათია მთებსა და მთაგორიან ადგილებში. სოკოს გავრცელების არეალი მოიცავს დასავლეთ და სამხრეთ ევროპას ესპანეთიდან დასავლეთ უკრაინამდე, შვედეთს, ჩრდილოეთ ამერიკასა და ჩრდილოეთ აფრიკას.[8]

სოკო შეყვანილია ჩეხეთის, გერმანიის, დანიის, ლიეტუვის, ნორვეგიის, მონტენეგროს,[9] პოლონეთისა და ნიდერლანდების გადაშენების პირას მყოფი სახეობების ნუსხაში.[10]

სეზონი: ივლისი — ოქტომბერი.

მსგავსი სახეობები

რედაქტირება

კვებითი ღირებულება

რედაქტირება

ერთ-ერთ ძვირფას საჭმელ სოკოდ ითვლება. მეტად დაფასებულია სამხრეთ იტალიაში. მაღალი გემოვნური თვისებების გამო, მას ზოგიერთები დათვისსოკოზე (ლათ. Boletus edulis) მაღლაც კი აყენებენ.[11][12]

იხმარება ახალი, გამხმარი, დამწნილებული და დამუჟუჟებული. გახმობის შემდეგ მისი გემო და არომატი კიდევ უფრო ძლიერდება. მცირე რაოდენობის გამშრალ ბრინჯაოსფერ დათვისსოკოს შეუძლია ნაკლებად არომატული სოკოებისგან მომზადებული კერძის გემოს გაუმჯობესება.[11][13]

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Васильков, Борис Павлович (1966). Систематическое описание видов и форм белого гриба. Л.: Наука. 
  • (2001) Грибы: Справочник. М.: „Астрель“, „АСТ“. ISBN 5-17-009961-4. 
  • (2002) Справочник-определитель: Грибы. 
  • Сержанина. Г. И. (1984). Шляпочные грибы Белоруссии. Минск: Наука и техника. 

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Bulliard F. (1789). Herbier de la France (fr). Paris, France: Chez l'auteur, Didot, Debure, Belin. ციტირების თარიღი: 20 February 2018. 
  2. Boletus aereus (Viv.) Ricken 1915. MycoBank. International Mycological Association. ციტირების თარიღი: 23 March 2013.
  3. (2001) Les Bolets. Flore mycologique d'Europe, Documents Mycologiques Mémoire Hors série no. 6 (fr). Lille, France: Association d'Écologie et de Mycologie, გვ. 1–163. 
  4. Estadès A, Lannoy G (2004). „Les bolets européens“. Bulletin Mycologique et Botanique Dauphiné-Savoie (ფრანგული). 44 (3): 3–79.
  5. Phillips R. (2006). Mushrooms. London, UK: Pan MacMillan, გვ. 275. ISBN 978-0-330-44237-4. 
  6. Marchand A. (1971). Les champignons du Nord et du Midi. Tome 1 (fr). Perpignan, France. ISBN 84-499-0649-0. 
  7. Alessio CL. (1985). Boletus Dill. ex L. (sensu lato), Fungi Europaei. Saronno, Italy: Libreria editrice Biella Giovanna. 
  8. Bartault R. (1979). „Bolets du Maroc“. Bulletin de la Société Mycologique de France (ფრანგული). 95 (3): 297–318.
  9. The provisory red list of endangered macromycets of Montenegro. Eidg. Forschungsanstalt für Wald, Schnee und Landschaft WSL (Swiss Federal Institute for Forest, Snow and Landscape Research) (2005). დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 March 2016. ციტირების თარიღი: 28 August 2015.
  10. (2003) Checklist of Polisch Larger Basidiomycetes. Krytyczna lista wielkoowocnikowych grzybów podstawkowych Polski. W. Szafer Institute of Botany, Polish Academy of Scienceas. ISBN 83-89648-09-1. 
  11. 11.0 11.1 Carluccio A. (2003). The Complete Mushroom Book. London, UK: Quadrille, გვ. 37–38, 96–97. ISBN 978-1-84400-040-1. 
  12. Athanasiou Z (2010). Μανιτάρια, οδηγός αναγνώρισης για 642 είδη (el). Athens, Greece: Εκδόσεις Ψύχαλου, გვ. 295. ISBN 978-960-8455-75-7. 
  13. Zeitlmayr L. (1976). Wild Mushrooms: An Illustrated Handbook. Hertfordshire, UK: Garden City Press, გვ. 96. ISBN 978-0-584-10324-3.