ლექცინუმი

(გადამისამართდა გვერდიდან Leccinum)

ლექცინუმი (ლათ. Leccinum) — ბაზიდიუმიანი სოკოების გვარი ბოლეტუსისებრთა ოჯახისა.

ლექცინუმი

ვერხვისძირა — გვარის ერთ-ერთი წარმომადგენელი
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  სოკოები
განყოფილება:  ბაზიდიუმიანი სოკოები
კლასი:  აგარიკომიცეტები
რიგი:  ბოლეტუსისნაირნი
ოჯახი:  ბოლეტუსისებრნი
გვარი:  ლექცინუმი
ლათინური სახელი
Leccinum Gray

ფართოდაა გავცრცელებული ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერ სარტყლებში. გვარში ერთიანდება 75-მდე სახეობა, რომელთა უმეტესობა საკვებად ვარგისია.[1]

მორფოლოგია

რედაქტირება
  • ქუდი — მსხვილი, ნახევარსფეროსებრი ან გაშლილი; გლუვი, ქეჩისებრი ან ხავერდოვანი, მქრქალი.
  • ჰიმენოფორი — მილისებრი, თავისუფალი ან ამოღრუნტული, ადვილად სცილდება ქუდს. მილები მოთეთრო, მონაცრისფრო ან მოყვითალო, 1,5 სმ სიგრძის, წვრილი მომრგვალებული ფორებით, ასაკთან ერთად მუქდება..
  • ფეხი — ცილინდრული ან ძირისკენ ოდნავ შესქელებული, ქერცლოვანი ან ბოჭკოვანი.
  • რბილობი — თეთრი, გაჭრისას იღებს წითელ, მუქი-ლურჯ ან შავ ფერს. კულინარიული დამუშავების შემდეგ შავდება
  • სპორების ფხვნილი — მოყვითალო მუქ-ყავისფრამდე.

ეკოლოგია და გავრცელება

რედაქტირება

ლექცინუმის გვარის ყველა წარმომადგენელი მიკორიზას ქმნის წიწვიან და ფოთლოვან ხეებთან. ფართოდაა გავრცელებული ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერ სარტყლებში.

სახეობები

რედაქტირება

არასრული ჩამონათვალი:

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Kirk PM, Cannon PF, Minter DW, Stalpers JA (2008). Dictionary of the Fungi (10th ed.). Wallingford: CABI. p. 364. ISBN 978-0-85199-826-8.