ელიას მაგნუს ფრისი

შვედი მიკოლოგი და ბოტანიკოსი
(გადამისამართდა გვერდიდან Fr.)

ელიას მაგნუს ფრისი (შვედ. Elias Magnus Fries; დ. 15 აგვისტო, 1794 — გ. 8 თებერვალი, 1878) — შვედი ბოტანიკოსი და მიკოლოგი. შვედეთის სამეფო მეცნიერებათა აკადემიის, ხელოვნებისა და მეცნიერების ამერიკული აკადემიისა და ედინბურგის სამეფო საზოგადოების საპატიო წევრი. ხშირად „მიკოლოგიის მამად“ მოიხსენიებენ.

ელიას მაგნუს ფრისი
დაბ. თარიღი 15 აგვისტო, 1794(1794-08-15)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8]
დაბ. ადგილი Femsjö, Jönköping Municipality[9] [3]
გარდ. თარიღი 8 თებერვალი, 1878(1878-02-08)[1] [2] [10] [4] [5] [6] [7] [8] (83 წლის)
გარდ. ადგილი უფსალა[9] [10]
დასაფლავებულია უფსალის ძველი სასაფლაო[11] [12]
მოქალაქეობა  შვედეთი
საქმიანობა ბოტანიკოსი[13] [9] , პტერიდოლოგისტი, ბრიოლოგი, მიკოლოგი და უნივერსიტეტის პროფესორი
მუშაობის ადგილი უფსალის უნივერსიტეტი[9] , ლუნდის უნივერსიტეტი, უფსალის უნივერსიტეტი და უფსალის ბოტანიკური ბაღი
ალმა-მატერი ლუნდის უნივერსიტეტი[14] და კატედრალსკოლან
განთქმული მოსწავლეები ნილს კონრად კინდბერგი და კარლ იოჰან იოჰანსონი
სამეცნიერო ხარისხი დოქტორის ხარისხი
მამა თეოდორ ფრისი[15]
შვილ(ებ)ი თეოდორ მაგნუს ფრისი, რობერტ ფრისი, ელიას პეტრუს ფრისი და სანა კრისტინა ფრისი[16]
ჯილდოები ედინბურგის სამეფო საზოგადოების საპატიო წევრი, ლინეს საზოგადოების წევრი, ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის წევრი, სამეფო საზოგადოების უცხოელი წევრი[17] და ლუნდის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი

მისი სტანდარტული საავტორო ბოტანიკური შემოკლებაა Fr.

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიაბადა 1794 წლის 15 აგვისტოს მღვდლის ოჯახში.[18] განათლება მიიღო ლუნდის უნივერსიტეტში. 1814 წელს მიენიჭა პრივატ-დოცენტის წოდება.

1834 წელს გახდა უფსალის უნივერსიტეტის პრაქტიკული ეკონომიკის პროფესორი, 1851 წელს იმავე უნივერსიტეტის ბოტანიკის პროფესორი, ამავე დროს დაინიშნა მუზეუმისა და ბოტანიკური ბაღის დირექტორად. 1853 წელს უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობდა დაიაკავა.[19] 1847 წელს აირჩეულ იქნა შვედეთის აკადემიკოსად,[20] 1849 წელს ხელოვნებისა და მეცნიერების ამერიკული აკადემიის წევრად,[21] 1850 წელს კი — პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის უცხოელ წევრ-კორესპონდენტად.[22].

1859 წლიდან გარდაცვალებამდე ცხოვრობდა უფსალაში.[20] იგი აგრეთვე ცნობილი იყო როგორც კარგი ორატორი და ლათინური ენის სამაგალითო მცოდნე.

ფრისი მოღვაწეობდა ბოტანიკის ყველა დარგში; მისი ნაშრომი „Systema orbis vege tabilis“ (1825) იმ პერიოდის კლასიკური ნამუშევარია.

იგი განსაკუთრებით ცნობილია მიკოლოგიაში შეტანილი წვლილისთვის. (სოკოების სისტემატიკის ერთ-ერთი დამაარსებელია). გამოცემული აქვს რიგი ნაშრომები: „Observationes mycologicae“ (1815—1818, მეორე გამოცემა 1828 წ.), „Systema Mycologicum“ (1821—1830), „Elenchus fungorum“ (1828) „Novae Symbolae Mycologicae“ (1851) და „Icones selectae Hymenomycetum nondum delineatorum“ (1867—1875)

სკანდინავიის ფლორას მიუძღვნა შემდეგი ნაშრომები:„Flora hallandica“ (1817); „Novitiae florae Suecciae“ (1828); „Flora Scanica“ (1836); „Summum vegetabilium Scandinaviae“ (1846—1848) და „Herbarium normale“ (1896).

მისი მრავალი მონოგრაფიიდან აღსანიშნავია „Symbolae ad historiam Hieraciarum“ (1848) „Monographia Hymenomycetarum Suecciae“ (1857—1863) და „Sveriges öltiga ochgiftiga Svanipar“ (1860).

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 Eriksson G. Elias M Fries — 1917. — გვ. 522.
  2. 2.0 2.1 Nationalencyklopedin — 1999.
  3. 3.0 3.1 Femsjö kyrkoarkiv, Födelse- och dopböcker, SE/LLA/13082/C I/2 (1755-1811), bildid: C0021370_00113, sida 208
  4. 4.0 4.1 Store norske leksikon — 1978. — ISSN 2464-1480
  5. 5.0 5.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  6. 6.0 6.1 Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
  7. 7.0 7.1 Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ.
  8. 8.0 8.1 Base biographiqueBIU Santé.
  9. 9.0 9.1 9.2 9.3 Eriksson G. Elias M Fries — გვ. 522.
  10. 10.0 10.1 Uppsala domkyrkoförsamlings kyrkoarkiv, Död- och begravningsböcker, SE/ULA/11632/F/7 (1874-1879), bildid: 80002756_00145
  11. Fries, Elias MagnusSvenskagravar.se.
  12. Elias Fries 1794–1878. Botaniker, mykologChurch of Sweden.
  13. Deutsche Nationalbibliothek Record #119225298 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  14. Elias M Fries // Svenskt biografiskt lexikon — 1917.
  15. Femsjö kyrkoarkiv, Födelse- och dopböcker, SE/LLA/13082/C I/2 (1755-1811), bildid: C0021370_00113, sida 208
  16. August T Almén — 1917.
  17. List of Royal Society Fellows 1660-2007ლონდონის სამეფო საზოგადოება. — გვ. 130.
  18. Chisholm, Hugh, ed. (1911). „Fries, Elias Magnus“ . Encyclopædia Britannica (ინგლისური). 11 (11th ed.). Cambridge University Press. p. 229.
  19.   რაინსი, ჯორჯ ედვინი, ed. (1920). „Fries, Elias Magnus“ . ენციკლოპედია ამერიკანა. დამოწმებას აქვს ცარიელი უცნობი პარამეტრ(ებ)ი: |HIDE_PARAMETER15=, |HIDE_PARAMETER13=, |HIDE_PARAMETER2=, |HIDE_PARAMETER21=, |HIDE_PARAMETER8=, |HIDE_PARAMETER17=, |HIDE_PARAMETER20=, |HIDE_PARAMETER5=, |HIDE_PARAMETER7=, |HIDE_PARAMETER4=, |HIDE_PARAMETER22=, |HIDE_PARAMETER16=, |HIDE_PARAMETER19=, |HIDE_PARAMETER18=, |HIDE_PARAMETER6=, |HIDE_PARAMETER9=, |HIDE_PARAMETER10=, |HIDE_PARAMETER11=, |HIDE_PARAMETER1=, |HIDE_PARAMETER23=, |HIDE_PARAMETER14=, |HIDE_PARAMETER3=, და |HIDE_PARAMETER12= (დახმარება)
  20. 20.0 20.1 Фриз, Элиас // Энциклопедический словарь Брокгауза и Ефрона : в 86 т. (82 т. и 4 доп.). — СПб., 1890—1907
  21. Book of Members, 1780–2010: Chapter F. American Academy of Arts and Sciences. ციტირების თარიღი: 15 September 2016.
  22. სტატია დიდი საბჭოთა ენციკლოპედიიდან