პიტერ ადოლფ კარსტენი

(გადამისამართდა გვერდიდან P. Karst.)

პიტერ ადოლფ კარსტენი (ფინ. Petter Adolf Karsten; დ. 16 თებერვალი, 1834 — გ. 22 მარტი, 1917) — ფინელი ბოტანიკოსი და მიკოლოგ-სისტემატიკოსი, პროფესორი, „ფინური მიკოლოგიის მამა“.[2]

პიტერ ადოლფ კარსტენი
ფინ. Petter Adolf Karsten
დაბ. თარიღი 16 თებერვალი, 1834(1834-02-16)[1]
დაბ. ადგილი მერიმასკუ
გარდ. თარიღი 22 მარტი, 1917(1917-03-22)[1] (83 წლის)
გარდ. ადგილი ფორსა
მოქალაქეობა ფინეთი
საქმიანობა ბოტანიკოსი, უნივერსიტეტის პროფესორი, მიკოლოგი და ბიოლოგი
ალმა-მატერი ჰელსინკის უნივერსიტეტი
შვილ(ებ)ი Onni Aleksander Karsten
ჯილდოები პროფესორის წოდება

მისი სტანდარტული ბოტანიკური შემოკლებაა P.Karst.[3]

ბიოგრაფია რედაქტირება

დაიბადა 1834 წლის 16 თებერვალს ქალაქ მერიმასკუში (სამხრეთი ფინლანდია), ავგუსტ კარსტენისა და მისი მეუღლის, ლოვიზა გრამბერგის ოჯახში.

სკოლის დასრულების შემდეგ სწავლობდა ჰელსინკის უნივერსიტეტში ფიზიკა-მათემატიკის განხრით. 1856 წელს მიიღო ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი.

ცხოვრების უმეტესი ნაწილი კარსტენმა ფინლანდიაში გაატარა, სადაც დაკავაებული იყო ტურკუს გარშემო არსებული სოკოების შესწავლით.

1864 წლიდან კარსტენი ბოტანიკას ასწავლიდა მუსტიალას აგრონომიულ ინსტიტუტში. 1908 წელს საცხოვრებლად ფორსაში გადავიდა. გარდაიცვალა იქვე, 1917 წლის 22 მარტს.

ფინეთში, „ფინეთის მიკოლოგიური საზოგადოება“ გამოსცემს საერთაშორისო მიკოლოგიურ ჟურნალს „Karstenia“, რომელსაც სახელი პიტერ კარსტენის საპატივცემულოდ ეწოდა.

ნაშრომები რედაქტირება

  • „Fungi Fenniae exsiccati“ (1861—1870)
  • „Monographia Pezizarum Fennicarum“ (1869)
  • „Monographia Ascobolorum Fenniae“ (1870—1876)
  • „Mycologia Fennica“ (1871—1879)
  • „Symbola ad Mycologiam Fennicam“ (с 1871)
  • „Agaricineae Rossiae, Finlandiae et Scandinaviae“ (1879—1882)
  • „Hymenomycetes Fennict. enumerati“ (1881)
  • „Finlands Rost. och Brandsvampar“ (1884)

ლიტერატურა რედაქტირება

  • Stafleu F. A., Cowan R. S. Taxonomic Literature : [ინგლ.]. — Ed. 2. — Utrecht, The Hague, 1979. — Vol. II: H—Le. — P. 502—506. — 991 p. — ISBN 90-313-0343-7. — doi:10.5962/bhl.title.48631.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 Deutsche Nationalbibliothek Record #127704353 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. Petter Adolf Karsten (1834-1917). fmnh.helsinki.fi (2006 წლის 10 მაისი). დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 მარტი, 2017. ციტირების თარიღი: 9 თებერვალი, 2021.
  3. P.Karst. International Plant Names Index. ციტირების თარიღი: 9 თებერვალი, 2021.