Boletus reticulatus
ბადისებრი დათვისსოკო (ლათ. Boletus reticulatus) — ბოლეტუსის (ლათ. Boletus) გვარის სოკო ბოლეტუსისებრთა ოჯახისა. ზოგჯერ ითვლება დათვისსოკოს ნაირსახეობად.
ბადისებრი დათვისსოკო | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Boletus reticulatus Schaeff. (1763) | |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 122090240 | |||||||||||||||
|
კარგი ხარისხის საჭმელი სოკოა, იხმარება ახალი, გამხმარი, დამწნილებული და დამუჟუჟებული. ფართოდაა გავრცელებული ევროპაში. ასევე გვხვდება ჩრდილოეთ ამერიკაში, ჩრდილოეთ აფრიკაში, იაპონიასა და მათ შორის — საქართველოში. იზრდება ფოთლოვან და შერეულ ტყეებში, მაისის ბოლოდან შემოდგომამდე.
სოკო პირველად აღწერა გერმანელმა ბოტანიკოსმა და მიკოლოგმა იაკობ კრისტიან შეფერმა 1774 წელს როგორც Boletus reticulatus.[1]
სამეცნიერო სინონიმები:
აღწერა
რედაქტირებაქუდის დიამეტრი — 6-30 სმ, თავდაპირველად ნახევარსფეროსებრი, მოგვიანებით ძლიერ ამოზნექილი, ხასხასა ღია ყავისფერიდან (ნარინჯისფერი ელფერით) ღია წაბლისფერ ან ჟანგმიწისფერ-ნაცრისფერამდე, ხავრდოვანი, მქრქალი, მშრალი. მშრალ ამინდში შეიძლება დაიფაროს ბზარებით.
რბილობი — მკვრივი ან ხორციანი, თეთრი, ჰაერზე ფერს არ იცვლის, მილების ქვეშ შეიძლება მიიღოს მოყვითალო ელფერი. სოკოს დამახასიათებელი სუნითა და მოტკბო ან თხილის სუნით.
ფეხი — მსხვილი, ხორციანი, ზედა მხარეს შედარებით ვიწრო, ნორჩობაში გურზისებრი, შემდგომში ცილინდრული, მოყავისფრო ან მოწაბლისფრო. მთელს სიგრძეზე დაფარულია მკვეთრად გამოხატული თეთრი ან მურა ფერის ბადით.
ჰიმენოფორი — თავისუფალი ან ფეხთან შეზრდილი, სისქე — 1-3,5 სმ, თავიდან თეთრი, შემდეგ მილები იღებს მომწვანო-ყვითელ ფერს, სიბერეში ზეთისხილისფერ-ყვითელია. ფორები წვრილი, მომრგვალებული.
სპორების ფხვნილი — ზეთისხილისფერი[4] ან ზეთისხილისფერ-ყავისფერი, სპორები — 15×5 მკმ, გლუვი, ელიფსისებრ-თითისტარისებრი, ზოგჯერ ცილინდრული.
კვებითი ღირებულება
რედაქტირებაკარგი ხარისხის საჭმელი სოკოა,[5] თუმცა მისი გვარის სხვა წარმომადგელებისაგან ნაკლებად მკვრივი რბილობით გამოირჩევა. იხმარება ახალი, გამხმარი, დამწნილებული და დამუჟუჟებული. გახმობის შემდეგ მისი გემო და არომატი კიდევ უფრო ძლიერდება. გარდა ამისა, სოკოს ხმარობენ წვნიანი კერძების მოსამზადებლად. ასევე შესაძლებელია გაყინვა.
ბადისებრი დათვისსოკო, ისევე როგორც ბოლეტუსის(ლათ. Boletus) გვარის სხვა სოკოები, დაცულია გერმანიაში. მისი შეგროვება ნებადართულია მცირე რაოდენობით, მხოლოდ პირადი მოხმარებისათვის.
მსგავსი სახეობები
რედაქტირებაგავრცელება და ეკოლოგია
რედაქტირებამიკორიზას ქმნის წიფლისებრთა ოჯახის წარმომადგენლებთან (წიფელი, მუხა, წაბლი), ასევე რცხილასთან. უპირატესობას ანიჭებს ნათელ ფოთლოვან ტყეებს, ტყის პირებსა და მშრალ ტუტე ნიადაგს. ხშირად იზრდება წითელფეხა მუხისძირასთან ერთად. (ლათ. Boletus erythropus). იშვიათად აზიანებენ მწერები.
სოკო ფართოდაა გავრცელებული ევროპაში, განსაკუთრებით — საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთით. გავრცელების არეალი ასევე მოიცავს ჩრდილოეთ აფრიკას, ჩრდილოეთ ამერიკას, იაპონიასა[6] და მათ შორის საქართველოს.[7]
სეზონი — მაისის ბოლოდან ოქტომბრის დასაწყისამდე,[5][8] ზოგჯერ ნოემბრის შუა პერიოდამდე.[9]
გალერეა
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- Васильков Б. П. Систематическое описание видов и форм белого гриба. — Л.: „Наука“, 1966.
- Грибы: Справочник / Пер. с итал. Ф. Двин. — М.: «Астрель», „АСТ“, 2001. — С. 214. — 304 с. — ISBN 5-17-009961-4.
- Лессо Т. Грибы, определитель / пер. с англ. Л. В. Гарибовой, С. Н. Лекомцевой. — М.: „Астрель“, „АСТ“, 2003. — С. 189. — ISBN 5-17-020333-0.
- Справочник-определитель: Грибы / отв. за выпуск Ю. Г. Хацкевич. — Мн.: Харвест, 2002. — С. 84. — 480 с. — 7000 экз. — ISBN 985-13-0913-3.
- Уду Ж. Грибы. Энциклопедия = Le grand livre des Champignons / пер. с фр. — М.: „Астрель“, „АСТ“, 2003. — С. 28. — ISBN 5-271-05827-1.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „Boletus reticulatus“ ვიკისაწყობში.
- Boletus reticulatus MycoBank-ზე (ინგლისური)
- Boletus reticulatus Index Fungorum-ზე (ინგლისური)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Schaeff. in: Fung. Bavar. Palat. 4:78, 1774
- ↑ E.M. Fries, in: Epicr. syst. mycol. (Upsaliae):422, 1838
- ↑ Vassilkov, in: Bekyi Grib:18, 1966
- ↑ Markus Flück. Atlas grzybów oznaczanie, zbiór, użytkowanie. Warszawa: Delta, გვ. 137. ISBN 83-7175-337-3.
- ↑ 5.0 5.1 Markus Flück. Atlas grzybów oznaczanie, zbiór, użytkowanie. Warszawa: Delta, გვ. 137. ISBN 83-7175-337-3.
- ↑ Discover Life Maps.
- ↑ SH1063321.09FU (cf. Boletus reticulatus. Global Biodiversity Information Facility. ციტირების თარიღი: 17 თებერვალი, 2023.
- ↑ Mikšík, Michal.. Hřibovité houby Evropy. Praha: První české vydání. ISBN 8025620638. OCLC 1089429781.
- ↑ Ladislav Hagara, Ottova encyklopedie hub, wyd. 1, Praha: Ottovo nakladatelství, 2015, s. 507, ISBN 978-80-7451-407-4, OCLC 903090511.