Butyriboletus appendiculatus
Butyriboletus appendiculatus[1] — სოკოს სახეობა ბუტირიბოლეტუსის გვარისა. 2010-იან წლებამდე ბოლეტუსის გვარში ერთიანდებოდა.
Butyriboletus appendiculatus | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||
Butyriboletus appendiculatus (Schaeff.) D.Arora & J.L.Frank, 2014 | |||||||||||||
|
კარგი ხარისხის საჭმელი სოკოა. გავრცელების არეალი მოიცავს ევროპას, ჩრდილოეთ და ცენტრალურ ამერიკასა და ავსტრალიას. იზრდება ფოთლოვან და შერეულ ტყეებში ერთეულებად ან მცირე ჯგუფებად ზაფხულიდან შემოდგომამდე.
სოკო პირველად აღწერა გერმანელმა მიკოლოგმა იაკობ კრისტიან შეფერმა 1763 წელს როგორც Boletus appendiculatus.[2] 2014 წელს ჩატარებული ფილოგენეტიკური კვლევის შედეგად სოკო გადატანილი იქნა ახლად შექმნილ გვარში Butyriboletus.[1]
სამეცნიერო სინონიმები:
აღწერა
რედაქტირებაქუდის დიამეტრი — 8-20 სმ, ამოზნექილი, ოდნავ შეკეცილი კიდეებით. კანი თხელი, ოქროსფერი ან წითელ-ყავისფერი, ქეჩისებრი.
რბილობი — მკვრივი, სქელი, ღია ყვითელი მოცისფრო ელფერით, გაჭრისას ლურჯდება, სასიამოვნო სუნითა და თხილის გემოთი.
ფეხის სიგრძე — 7-15 სმ, სისქე — 2,5-6 სმ, კონუსისებური, ძირისკენ წაწვეტებული, ღია, დაფარულია ლიმონისფერ-ყვითელი ბადით.[3]
ჰიმენოფორი — შეზრდილია კბილით, ფორები წვრილი, მრგვალი, ღია ლიმონისფერ-ყვითელი, შეხებისას მწვანდება ან ლურჯდება. ასაკთან ერთად ყავისფერ-ლიმონისფერს იღებს.
სპორების მტვერი — ზეთისხილისფერ-ყავისფერი.[4][5] სპორები — 14,5×4,5 მკმ, თითისტარისებრი.
ეკოლოგია და გავრცელება
რედაქტირებაიზრდება თბილ ფოთლოვან შერეულ ტყეებში ერთეულებად ან მცირე ჯგუფებად კირიან ნიადაგზე.[6][7] მიკორიზას უპირატესად ქმნის მუხასთან და წიფელთან.
გავრცელების არეალი მოიცავს ევროპას. სოკო აგრეთვე გვხვდება ჩრდილოეთ და ცენტრალურ ამერიკასა და ავსტრალიაში.[8]
შეტანილია პოლონეთის,[9] ავსტრიის, ბელგიის, ჩეხეთის, გერმანიის, ესტონეთის, ნორვეგიის, ნიდერლანდების, შვედეთის, სლოვაკეთისა და ფინეთის გადაშენების პირას მყოფი სახეობების ნუსხაში.[10]
სეზონი — ზაფხულიდან შემოდგომამდე.
მსგავსი სახეობები
რედაქტირებაკვებითი ღირებულება
რედაქტირებაკარგი ხარისხის საჭმელი სოკოა. თუმცა ზოგიერთ ადამიანში შესაძლოა ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს.[11] იხმარება შემწვარი, გამხმარი და დამარინადებული, აგრეთვე გამოიყენებენ წვნიან და ჩაშუშულ კერძებში.[12] შესაძლებელია სოკოს გაყინვაც. მოხარშვის დროს ხშირად ლურჯდება, შემდეგ ნაცრისფერდება, ხოლო საბოლოოდ მის ბუნებრივ ფერს იღებს.[11]
გალერეა
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- Лессо Т. Грибы, определитель / пер. с англ. Л. В. Гарибовой, С. Н. Лекомцевой. — М.: „Астрель“, „АСТ“, 2003. — С. 188. — ISBN 5-17-020333-0.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 David Arora, Jonathan L. Frank: Clarifying the butter Boletes: a new genus, Butyriboletus, is established to accommodate Boletus sect. Appendiculati, and six new species are described. In: Mycologia. Band 106, Nr. 3, 2014, S. 464–480, doi:10.3852/13-052.
- ↑ Schaeffer JC. (1774). Fungorum qui in Bavaria et Palatinatu circa Ratisbonam nascuntur Icones (Latin), გვ. 86.
- ↑ Hagara, Ladislav, 1944-., Ottova encyklopedie hub, wyd. 1. české vyd, Praha: Ottovo nakladatelství, 2015, s. 508-509, ISBN 978-80-7451-407-4, OCLC 903090511.
- ↑ Bruno Cetto: „Der große Pilzführer”, vol. 1, ed. a 5-a, Editura BLV Verlagsgesellschaft, München, Berna, Viena 1979, p. 476-477, ISBN 3-405-12116-7
- ↑ Hans E. Laux: „Der große Pilzführer, Editura Kosmos, Halberstadt 2001, p. 78-79, ISBN 978-3-440-14530-2
- ↑ Barbara Gumińska: Grzyby i ich oznaczanie. Warszawa: Państwowe Wydawnictwo Rolnicze i Leśne, 1988, s. 279-280. ISBN 83-09-00714-0.
- ↑ Marek Snowarski, Boletus appendiculatus (borowik żółtobrązowy), www.grzyby.pl [dostęp 2018-09-06] (pol.).
- ↑ Butyriboletus appendiculatus. Discover Life. ციტირების თარიღი: 9 სექტემბერი, 2022.
- ↑ Zbigniew Mirek: Red list of plants and fungi in Poland = Czerwona lista roślin i grzybów Polski. Kraków: W. Szafer Institute of Botany. Polish Academy of Sciences, 2006. ISBN 83-89648-38-5.
- ↑ mycetes. Krytyczna lista wielkoowocnikowych grzybów podstawkowych Polski. Kraków: W. Szafer Institute of Botany, Polish Academy of Sciences, 2003. ISBN 83-89648-09-1.
- ↑ 11.0 11.1 Arora D. (1986). Mushrooms Demystified: A Comprehensive Guide to the Fleshy Fungi. Berkeley, California: Ten Speed Press, გვ. 525. ISBN 978-0-89815-169-5.
- ↑ Brill S. (2010). The Wild Vegan Cookbook: A Forager's Culinary Guide (in the Field Or in the Supermarket) to Preparing and Savoring Wild (and Not So Wild) Natural Foods. Houghton Mifflin Harcourt, გვ. 332. ISBN 978-1-55832-721-4.